თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2018, 01:08
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3381,
კომენტარები: 23
უცნობი დეტალები ალექსის სანჩესზე
ალექსის სანჩესის ბავშვობის წლები.
უცნობი დეტალები ალექსის სანჩესზე
''იუნაიტედის'' გულშემატკივრები ყოველწუთიერად ელოდებიან ალექსის სანჩესის ტრანსფერის ოფიციალურ დასტურს, რომელიც სიტყვიერად ფაქტიურად დაადასტურეს ჩილელის ამჟამინდელმა და მომავალმა მწვრთნელებმა.

ალექსის სანჩესი 1988 წლის 18 დეკემბერს ჩილეში დაიბადა. როგორც მრავალი სამხრეთ ამერიკელი ბავშვის ცხოვრებაც, ალექსისიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.

ერთ-ერთ პირად ინტერვიუში ალექსისმა ბავშვობა გაიხსენა: "როდესაც პატარა ვიყავი, ოჯახს სერიოზული მატერიალური პრობლემები ჰქონდა, იყო დღეები როდესაც მანქანებს ვრეცხავდი, მაგრამ ჩვენ, მრავალშვილიან ოჯახს ეს არ კმაროდა, ამიტომ გავდიოდი გარეთ და ღამითაც ვმუშაობდი, ფეხბურთის თამაში ერთადერთი განტვირთვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგჯერ ადგილობრივ ციხის მოედანზეც მიწევდა".

2006 წლამდე ვიდრე სანჩესი ''უდინეზეს'' ფორმას მოირგებდა, მის ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ხერხი ფულის საშოვნელად. სალტოზე გავრცელებულ ამბავს, თითქოსდა ალექსისი 50-100 პესოს სანაცვლოდ სალტოს აკეთებდა, დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ხერხით, სახლში ჯიბით სავსე ფულით ბრუნდებოდა.

საფეხბურთო კლუბ ''უნივერსიდად კატოლიკას'' რიგებში გამოჩენის შემდეგ, ჩილელს თვალი "უდინეზეს" სკაუტებმა დაადგეს და მის ნიჭსა და შესაძლებლობებში არც შემცდარან. წარმატებული აღმოჩნდა "უდინეზეში" გატარებული თითოეული წელი და მას შემდეგ რაც გუნდისთვის ''გადაზრდილად'' ჩაითვალა, ახალი გამოწვევა მიიღო და ვარსკვლავებით დახუნძლულ "ბარსელონას'' შეუერთდა. ლიონელ მესისა და დავიდ ვილასთან ერთად საოცარი ტრიო შექმნა რომელმაც სეზონში 82 გოლს მოუყარა თავი. მოიგო ყველა შესაძლებელი ტიტული და "ბლაუგრანაში'' ნეიმარის გამოჩენამდე, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და 35 მილიონ ფუნტად ლონდონში გადასახლდა.

რობინ ვან პერსის წასვლის შემდეგ, რომელიც ალექსის უკვე მომავალ კლუბში, მასსავით სწორედ ლონდონის ''არსენალიდან'' გადაბარგდა, ჩილელმა ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღო და სრულად გაამართლა თითოეული ფუნტი, რომელიც კლუბმა მის სანაცვლოდ კატალონიაში გადარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ სანჩესს საკლუბო წარმატება არ ჰქონია, თუ ასოციაციის თასს არ ჩავთვლით, მას პირადი ჯილდოები ინგლისში ყველა შესაძლო მიღებული აქვს.

მიმდინარე სეზონიც, მიუხედავად ჭორებისა და სპეკულაციებისა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა დაიწყო ''მეთოფეების'' რიგებში და არაერთი გოლისა და ასისტის დახმარებით, ლომის წვლილი დაიდო თითოეულ გამარჯვებაში.

რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშლება, სახელად ''მანცესტერ იუნაიტედი''. დიდი იმედი ვიქონიოთ, მისი ცხოვრების ეს ფურცელი, ისეთივე წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნება როგორც დაიწყო ჩილეში, ადგილობრივი ციხის უხარისხო მინდორზე.



წყარო: manutd.one
ახალი ამბები
23 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
21 იანვარი 2018 01:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
წარმატებები ალექსისს love am
0
№2
ავტორი: ManchesterU
21 იანვარი 2018 01:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
Bichebo sanchez ligaze dagvexmareba?
0
№3
ავტორი: kobinio
21 იანვარი 2018 01:57
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: ManchesterU
Bichebo sanchez ligaze dagvexmareba?

Ki dzmao
0
№4
ავტორი: gache1991
21 იანვარი 2018 02:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარი ადამიანია და ბევრმა უნდა აიღოს ესეთი ადამიანისგან მაგალითი და მაგიტო გადავეყბიტე ამ სტატიის დაწერა.მარტო ფედბურთელებს არ ეხება.ამის ცხოვრება რო გავიგე ერთი ათად დავაფასე.წარმატებები ალექსის:)))
1
№5
ავტორი: Alexis7
21 იანვარი 2018 06:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
რონალდუს და მესის შემდეგ არავისზე ნაკლები არ არის თუ არა მეტი კიდევ.. ინდივიდუალურად მეეჭვება ამათ გარდა რომელიმე ჯობდეს სანჩეს დღეს დღეობით.. განსხვავება ის არის რო საკლუბო ტიტულები აკლია და ამის გამო ვერ ახერხებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლას.. დღეს ასეა თუ ვერ მოიგე ჩემპიონთა ლიგა არავინ მიგასუნინებს ამ პრიზთან.. იმედია მანიუსთან ერთად მოახერხებს ამას და ოქროს ბურთისკენაც გაიწევს.. არსენალში ეს ფაქტიურად შეუძლებელია როცა მეოთხეზე ან მეხუთეზე გადიხარ და მარტო ფა თასს იგებ.. ყველაზე მაგარი ტრანსფერი ალბათ რაც მანჩესტერს გაუკეთებია კრიშტიანუს შემდეგ.. ძალიან გაუმართლა მანჩესტერს რო 6 თვიანი კონტრაქტით არის და ასე იოლად შეძლო ასე თუ ისე დათრევა.. წარმატებები ალექსს love
0
№6
ავტორი: VALERI.s
21 იანვარი 2018 07:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
გენრიკა და რაიოლა ლონდონში არიან და როგორც ჩანს დღეს იქნება სანჩესის წარდგენა და იმედი მაქვს იმ 2 ამბავსაც გამოაცხადებენ.
0
№7
ავტორი: ikeoni
21 იანვარი 2018 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Dzalian Magari igroki
0
№8
ავტორი: Lalana
21 იანვარი 2018 10:08
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ძალიან მაგრად გამიხარდაა.ვინ იფიქრებდა რამოდენიმე კვირის წინ რომ სანჩესს დავიმატებდიით?დიდი მადლობა ყველას ვინც ინტერესი გამოთქვა ამ ტრანსფერზე და არ გავატანეთ ცისფერებს ასეთი კაციი :დ ესეც რომ დაემატებინათ საერთოდ ყველაფერზე ექნებოდათ პრეტენია,ნუ ახლაც ააქვთ მაგრამ სანჩესის დამატების შემდეგ ხომ საერთოდ.ფაქატი ერთია სანჩესი ჩვენ გვყავს,ახლა მოურინიოზეა ჯერი და ვნახავთ თუ რომელ პოზიციაზე დააყენებს,ასევე საინტერესოა გრინზმანის ამბავიც,თუ შვიდი ნომერი სანჩესს მისცეს არა მგონია ანტუანი წითელ ფორმაში ვიხილოთ.
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2018 10:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დღეს დასრულდება საბოლოოდ ასე მგონია
0
№10
ავტორი: Buk777
21 იანვარი 2018 11:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 649
Gilocavt yvelas am brwyinvale transfers
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top