თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2018, 01:08
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3386,
კომენტარები: 23
უცნობი დეტალები ალექსის სანჩესზე
ალექსის სანჩესის ბავშვობის წლები.
უცნობი დეტალები ალექსის სანჩესზე
''იუნაიტედის'' გულშემატკივრები ყოველწუთიერად ელოდებიან ალექსის სანჩესის ტრანსფერის ოფიციალურ დასტურს, რომელიც სიტყვიერად ფაქტიურად დაადასტურეს ჩილელის ამჟამინდელმა და მომავალმა მწვრთნელებმა.

ალექსის სანჩესი 1988 წლის 18 დეკემბერს ჩილეში დაიბადა. როგორც მრავალი სამხრეთ ამერიკელი ბავშვის ცხოვრებაც, ალექსისიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.

ერთ-ერთ პირად ინტერვიუში ალექსისმა ბავშვობა გაიხსენა: "როდესაც პატარა ვიყავი, ოჯახს სერიოზული მატერიალური პრობლემები ჰქონდა, იყო დღეები როდესაც მანქანებს ვრეცხავდი, მაგრამ ჩვენ, მრავალშვილიან ოჯახს ეს არ კმაროდა, ამიტომ გავდიოდი გარეთ და ღამითაც ვმუშაობდი, ფეხბურთის თამაში ერთადერთი განტვირთვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგჯერ ადგილობრივ ციხის მოედანზეც მიწევდა".

2006 წლამდე ვიდრე სანჩესი ''უდინეზეს'' ფორმას მოირგებდა, მის ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ხერხი ფულის საშოვნელად. სალტოზე გავრცელებულ ამბავს, თითქოსდა ალექსისი 50-100 პესოს სანაცვლოდ სალტოს აკეთებდა, დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ხერხით, სახლში ჯიბით სავსე ფულით ბრუნდებოდა.

საფეხბურთო კლუბ ''უნივერსიდად კატოლიკას'' რიგებში გამოჩენის შემდეგ, ჩილელს თვალი "უდინეზეს" სკაუტებმა დაადგეს და მის ნიჭსა და შესაძლებლობებში არც შემცდარან. წარმატებული აღმოჩნდა "უდინეზეში" გატარებული თითოეული წელი და მას შემდეგ რაც გუნდისთვის ''გადაზრდილად'' ჩაითვალა, ახალი გამოწვევა მიიღო და ვარსკვლავებით დახუნძლულ "ბარსელონას'' შეუერთდა. ლიონელ მესისა და დავიდ ვილასთან ერთად საოცარი ტრიო შექმნა რომელმაც სეზონში 82 გოლს მოუყარა თავი. მოიგო ყველა შესაძლებელი ტიტული და "ბლაუგრანაში'' ნეიმარის გამოჩენამდე, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და 35 მილიონ ფუნტად ლონდონში გადასახლდა.

რობინ ვან პერსის წასვლის შემდეგ, რომელიც ალექსის უკვე მომავალ კლუბში, მასსავით სწორედ ლონდონის ''არსენალიდან'' გადაბარგდა, ჩილელმა ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღო და სრულად გაამართლა თითოეული ფუნტი, რომელიც კლუბმა მის სანაცვლოდ კატალონიაში გადარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ სანჩესს საკლუბო წარმატება არ ჰქონია, თუ ასოციაციის თასს არ ჩავთვლით, მას პირადი ჯილდოები ინგლისში ყველა შესაძლო მიღებული აქვს.

მიმდინარე სეზონიც, მიუხედავად ჭორებისა და სპეკულაციებისა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა დაიწყო ''მეთოფეების'' რიგებში და არაერთი გოლისა და ასისტის დახმარებით, ლომის წვლილი დაიდო თითოეულ გამარჯვებაში.

რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშლება, სახელად ''მანცესტერ იუნაიტედი''. დიდი იმედი ვიქონიოთ, მისი ცხოვრების ეს ფურცელი, ისეთივე წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნება როგორც დაიწყო ჩილეში, ადგილობრივი ციხის უხარისხო მინდორზე.



წყარო: manutd.one
ახალი ამბები
23 კომენტარი
№11
ავტორი: sandroo
21 იანვარი 2018 13:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 384
ციტატა: Alexis7
რონალდუს და მესის შემდეგ არავისზე ნაკლები არ არის თუ არა მეტი კიდევ.. ინდივიდუალურად მეეჭვება ამათ გარდა რომელიმე ჯობდეს სანჩეს დღეს დღეობით.. განსხვავება ის არის რო საკლუბო ტიტულები აკლია და ამის გამო ვერ ახერხებს ოქროს ბურთისთვის ბრძოლას.. დღეს ასეა თუ ვერ მოიგე ჩემპიონთა ლიგა არავინ მიგასუნინებს ამ პრიზთან.. იმედია მანიუსთან ერთად მოახერხებს ამას და ოქროს ბურთისკენაც გაიწევს.. არსენალში ეს ფაქტიურად შეუძლებელია როცა მეოთხეზე ან მეხუთეზე გადიხარ და მარტო ფა თასს იგებ.. ყველაზე მაგარი ტრანსფერი ალბათ რაც მანჩესტერს გაუკეთებია კრიშტიანუს შემდეგ.. ძალიან გაუმართლა მანჩესტერს რო 6 თვიანი კონტრაქტით არის და ასე იოლად შეძლო ასე თუ ისე დათრევა.. წარმატებები ალექსს love


სანჩესი მაგარია მარა პოგბამ მინდა რო აიღოს ოქროს ბურთი am
0
№12
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2018 13:50
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
სად უნდა ითამაშოს სანჩესმა?

1) ეს ვარიანტი ყველაზე მეტად მაშინებს:
მარცხენა ფლანგზე, სადაც ამოაგდებს შემადგენლობიდან მარსიალს. ყველაზე კარგად სანჩესი მარცხენა ფლანგზე გამოიყურება. რეალურად ცენტრი/მარჯვენა ფლანგის ფეხბურთელი გავცვალეთ მარცხენა ფლანგის ფეხბურთელში.

2) ცენტრში ლუკაკუს უკან ეს ყველაზე ნორმალური ვარიანტი იქნება ალბათ. თუმცა ცენტრიდან რამდენად ეფექტური იქნება სანჩესი არ ვიცი.
ნუ ფაქტია მატა/ჯესი/მარსიალი აქედან ერთ-ერთს ამოაგდებს.

3) მარჯვნივ, ბარსაში მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ საუკეთესო პერიოდი არსენალში მარცხნივ ჰქონდა.

როგორც 10-იანი ეფექტური ვერ იქნება, სხვა სტილის ფეხბურთელია, პასის სიზუსტე არც ისე მაღალი აქვს, მაგრამ ეს იმის გამო რომ ხშირად რისკავს, მატას როლს ვერ ჩაანაცვლებს, სანჩესი არაა ფეხბურთელი რომ ბურთი გაანაწილოს წინ. სანჩესს უნდა მისცე ბურთი რომ გაიქცეს და შევარდეს საჯარიმოში.

ყველაზე ნაკლებად მინდა, რომ მარსიალი დაჯდეს სკამზე, ამ სეზონში არაფრით ნაკლები არაა სანჩესზე. 9+4 შედეგი და არც ისე დიდი სათამაშო დრო.

შეიძლება ორი თავდამსხმელით თამაში, მაგრამ 4-4-2 რამდენჯერაც დავაყენეთ, ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა და პლიუს პოგბას შეტევებში ჩართვის სიხშირე ძალიან შემცირდება.
0
№13
ავტორი: kantona-7
21 იანვარი 2018 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
sanchesi marjvena kraize unda dadges
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: Lalana
21 იანვარი 2018 14:10
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: JuanMata
JuanMata

ყველაზე მეტად არ მინდა რომ მარსიალი დაიჩაგროს.აშკარად უმატებს ენტონი და ამ სეზონში მშვენივრადაც გამოიყურება,ამიტომაც გვევლინება ძირითადის კაცად,მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ საუკეთესო ვარიანტი ჩილელისთვის ნამდვილად მარცხენა ფლანგია,მაგრამ არა მგონია მოურინიომ ენტონი ამოაგდოს შემადგენლობიდან.ყველაზე კარგი ვარიანტი,ალბათ მაინც მარჯვენა ფლანგია,ან 4-4-2ის სისტემა,მაგრამ როგორც აღნიშნე ამ შემთხვევაში ათნიანის გარეშე მოგვიწევს თამაში,მაგრამ მოურინიოს სტილში არ ჯდება ათიანის გარეშე თამაში,ამიტომ არა მგონია 4-4-2 ის სქემა აირჩიოს.ძალიან მაინტერესებს რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ამას მალე ვიხილავთ.

3-4-1-2ის დავაყენებდი ამ შემთვევაში wink ვან გაალის ტაქტიკას მივმართავდი,მაგრამ მემეტება სანჩესი მთელი ფლანგისთვის wink
0
№15
ავტორი: gache1991
21 იანვარი 2018 14:15
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიაან მაგარი კაცის ძალიან მაგარიი კომენტარი!!გაასწორა სიტი მიეასთან:))
მას არ უთქვამს უარი სიტისთვის ჩინეთის გამო, ის გადავიდა მსოფლიოს ერთერთ, თუ არა საუკეთესო გუნდში<< ფრენკ ლემპარდი--უდიდესი პატივისცემა ჩემგან:)))

და საღოლ ვენგერს რო განაცხადა იუნაიტედი თავის გამომიშავებულ თანხებს ხარჯავს და უხდის ფეხბურთელებსო განახვავებით სხვა კლიბებისგან...
0
№16
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2018 14:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Lalana


ჟოზესგან არაფერია გამორიცხული, თავის მოყვანილ ფეხბურთელებს უფრო ენდობა და მეტ სათამაშო დროს აძლევს, მაგრამ ახლა მარსიალი რომ ხოდზეა და ზედიზედ გააქვს გოლები, ამას ყველა ხედავს და დებილი უნდა იყოს მწვრთნელი ახლა სკამზე რომ დასვა.

კიდევ ერთი ვარიანტია, სადაც ლუკაკუ ჯდება სკამზე და ფორვარდად მარსიალი, ან თუნდაც ალექსისი თამაშობს, არსენალში მშვენივრად გამოიყურებოდა წინ, მაგრამ ეს 99% არ მოხდება ჟოზესთან,
სავარაუდოდ ცენტრში ან მარჯვნივ უნდა ველოდოთ.

მოკლედ საინტერესოა, იმედია იოვილთან უკვე იქნება ძირითადში.
0
№17
ავტორი: gache1991
21 იანვარი 2018 14:46
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: JuanMata
ციტატა: Lalana


ჟოზესგან არაფერია გამორიცხული, თავის მოყვანილ ფეხბურთელებს უფრო ენდობა და მეტ სათამაშო დროს აძლევს, მაგრამ ახლა მარსიალი რომ ხოდზეა და ზედიზედ გააქვს გოლები, ამას ყველა ხედავს და დებილი უნდა იყოს მწვრთნელი ახლა სკამზე რომ დასვა.

კიდევ ერთი ვარიანტია, სადაც ლუკაკუ ჯდება სკამზე და ფორვარდად მარსიალი, ან თუნდაც ალექსისი თამაშობს, არსენალში მშვენივრად გამოიყურებოდა წინ, მაგრამ ეს 99% არ მოხდება ჟოზესთან,
სავარაუდოდ ცენტრში ან მარჯვნივ უნდა ველოდოთ.

მოკლედ საინტერესოა, იმედია იოვილთან უკვე იქნება ძირითადში.

ძაან მარტივად შეილება ამ ყველაფრის მოგვარება. მარსიალი პოგბა მატიჩი სანჩესი 10იანზე მატა ან თავისუფლად გაშვებული ლინგარდი და წინ ლუკაკუ.თუ მარცხნივ დადგება რაც ნაკლებად სავარაუდოა იმიტო რო რეალურად ყველა ვხედავთ შეტევაში მარცხენა კრაიზე ყველაზე მეტად გვიჭირს მაშინ მარსიალია ლუკაკუსთან ერთად შეტევაში,რომელსაც ტავისუფლება ექნება თუნდაც ცენტრიდან შეუტევს და ასე შემდეგ,ჩემი აზრით ლინგარდიც და მარსიალიც როცა ტავისუფლები არიან ბევრად სასარგებლო არიან ვიდრე დარჭობილი რო დგანან რომელიმე პოზიციაზე.ევერტონტან მარსიალის გოლი კაი მაგალითია იმის რასაც ვამბობ,რეალურად მარჯვენა ვინგერი შეტევის დროს მანდ არ უნდა ყოფილიყო ხო?არა მარა მაგ თავისუფალმა გადაადგილებამ მოიტანა შედეგი რასაც ამ ბოლო დროს მარსიალი ხშირად აკეტებს..მე მატა არ მინდა გაუშვათ რომელსაც 6 თვე დარცა და ჯერ არაფერი იწერება ახალ კონტრაქტზე ,კი ბარნლისთან ვერ იტამაშა მარა მგონია რო თამაშის დაწყებიდანვე რო იცოდეს რო 10იანის ფუნქცია აქ გასაკეტებელი და არა ეხლა მარჯვენა ინგერად რო დგას და ხანდახან შედის შIგნით,ბევრად სასარგებლო იქნება,არასდროს არ ჩამითვლია რო სილვა რამით უკეთესი იყო მატაზე და სამწუხაროდ სიტი სილვას ბევრად მაგრა იყენებს ვიდრე ჩვენ მატას

გრიზმანის მოსვლის შემთხვევაში მთლად მარტივია,გრიზმანს აქ ააგამოცდილება დიდ ფორვარდთან ერთად თამაშის,სიმაღლით ვგულისხმობ,როცა ჟირუ ყავს ხოლმე წყვილში საფრანგეთის ნაკრებში და სასწაულად ათამაშებს ,ლუკაკუ კიდე ბევრად უფრო მაღალი დონის ფეხბურტელია,პლიუს მებრძოლი და პლიუს ბევრად გუნდური,გუშინდელი მარსიალის გოლი 99 პროცენტი მაგის დამსახურება იყო.
0
№18
ავტორი: glory28
21 იანვარი 2018 15:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
დე ხეა
ვალენსია ბაი ჯონის შოუ
პოგბა მატიჩი
ალექსისი მატა მარსიალი
ლუკაკუ
0
№19
ავტორი: bziki
21 იანვარი 2018 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
gache1991
მატაზე ნაღდათ ვერ დაგეთანხმები,ჩვენია გასაგებია ლამაზათ აკეთებს რასაც აკეთებს მარა არაა ჩვენი დონე,სილვასთან ახლოსაც არაა,სილმა ბურთს ფაქტიურად არ კარგავს ჯარიმის გარეშე,აბსოლიტურათ ყველა საფეხბურთო კომპონენტში ჯობია მატას ესპანეთის ნაკრებიც ამტკიცებს მაგას.
ესე ძნელია გარჩევა ეხლა მატას და სილვას უნარების დიდი ტექსტი გამოვა მოკლედ კი ესაა:საფეხბურთო ინტელექტი,გადაწყვეტილების დროზე მიღება,თამაშის აღქმა,შეგრძნება,გონებრივი შესაძლებლობები,ტემპის კარნახი,პასის კულტურა,პაუზის დროზე აღება და რავიცი უამრავი ნიუანსია 10 იანის თამაშში, მატა მარჯვნივ ბევრად ეფექტურია როცა სივრცე აქ ცენტრში შევიდეს, სუფთა 10 იანზე ზონებში ვერ დადის,თავისუფალ სივრცეებს კი ეძებს მარა "იმენა" თუ მართლა თავისუფალად არაა ბრძოლაში ვერ მიცემ პასს,და დღეს ეგეთ თავისუფლებას 10 იანს არავინ მიცემს,კორპუსის ხმარება არ იცის. სილვა დაჟე ხავიესტას დროს ახერხებდა ესპანეთის ნაკრებში მატჩების მოგროვებას მერე ხო ერთპიროვნული ლიდერია
0
№20
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2018 15:27
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: gache1991


გეშლება მგონი რაღაც wink
მარსიალი მარცხნივ დგას, მარცხნიდან ხანდახან ცენტრში გადადის.
ყველაზე მეტს მატა და ლინგარდი მოძრაობენ, ერთი გამოკვეთილი პოზიცია თამაშში არ აქვთ. რეალურად მარჯვენა ვინგერი არ გვყავს, მარჯვნივ მარტო ვალენსია დარბის, ლინგარდი და მატა ხშირად ცენტრში იწევენ და ხანდახან მარცხნივაც. მარცხნივ რატომ გვიჭირს, თითქმის ყველა შეტევა მარცხნიდან მიდის. მარსიალია იქ, პოგბაც მარცხნიდან უტევს ხშირად.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მარჯვენა ფეხიანი თავდამსხმელისთვის მარცხნიდან შეტევა უფრო ადვილია, როცა ცენტრისკენ იწევს წამყვანი ფეხი მარჯვენა ხდება, მარჯვნიდან პირიქითაა.

ნუ გასაგებია, რომ ქაღალდზე შეიძლება მარჯვნივ ან ცენტრში იდგეს სანჩესი, მაგრამ ხშირად მარცხენა მხარეს გადმოვა, როგორც, ვთქვათ, ლინგარდი აკეთებს, ჰოდა საბოლოო ჯამში მარცხენა მხარეს ბევრი ფეხბურთელი გროვდება და დისბალანსია შეტევაში.

ან სიტის ვარიანტი უნდა ავიღოთ სადაც ფლანგის შემტევები ცენტრისკენ კი არ გადადიან ფლანგებს წელავენ და პრასტრელებს აკეთებენ საჯარიმოში, იქ პირიქითაა, ცაცია სანე მარცხნივ დგას და მემარჯვენე სტერლინგი მარჯვნივ.

მოკლედ მემგონი გაუგებრად დავწერე wink
ვნახავთ როგორ იქნება, ისე ლუკაკუ როგორც ასეთი საჯარიმოს ფორვარდი ნაღდად არაა, როცა პოზიციას იცვლის ბევრად ეფექტური ხდება. თან კარგ პასებს აკეთებს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top