თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2018, 01:08
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3386,
კომენტარები: 23
უცნობი დეტალები ალექსის სანჩესზე
ალექსის სანჩესის ბავშვობის წლები.
უცნობი დეტალები ალექსის სანჩესზე
''იუნაიტედის'' გულშემატკივრები ყოველწუთიერად ელოდებიან ალექსის სანჩესის ტრანსფერის ოფიციალურ დასტურს, რომელიც სიტყვიერად ფაქტიურად დაადასტურეს ჩილელის ამჟამინდელმა და მომავალმა მწვრთნელებმა.

ალექსის სანჩესი 1988 წლის 18 დეკემბერს ჩილეში დაიბადა. როგორც მრავალი სამხრეთ ამერიკელი ბავშვის ცხოვრებაც, ალექსისიც უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა.

ერთ-ერთ პირად ინტერვიუში ალექსისმა ბავშვობა გაიხსენა: "როდესაც პატარა ვიყავი, ოჯახს სერიოზული მატერიალური პრობლემები ჰქონდა, იყო დღეები როდესაც მანქანებს ვრეცხავდი, მაგრამ ჩვენ, მრავალშვილიან ოჯახს ეს არ კმაროდა, ამიტომ გავდიოდი გარეთ და ღამითაც ვმუშაობდი, ფეხბურთის თამაში ერთადერთი განტვირთვა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგჯერ ადგილობრივ ციხის მოედანზეც მიწევდა".

2006 წლამდე ვიდრე სანჩესი ''უდინეზეს'' ფორმას მოირგებდა, მის ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ხერხი ფულის საშოვნელად. სალტოზე გავრცელებულ ამბავს, თითქოსდა ალექსისი 50-100 პესოს სანაცვლოდ სალტოს აკეთებდა, დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ ხერხით, სახლში ჯიბით სავსე ფულით ბრუნდებოდა.

საფეხბურთო კლუბ ''უნივერსიდად კატოლიკას'' რიგებში გამოჩენის შემდეგ, ჩილელს თვალი "უდინეზეს" სკაუტებმა დაადგეს და მის ნიჭსა და შესაძლებლობებში არც შემცდარან. წარმატებული აღმოჩნდა "უდინეზეში" გატარებული თითოეული წელი და მას შემდეგ რაც გუნდისთვის ''გადაზრდილად'' ჩაითვალა, ახალი გამოწვევა მიიღო და ვარსკვლავებით დახუნძლულ "ბარსელონას'' შეუერთდა. ლიონელ მესისა და დავიდ ვილასთან ერთად საოცარი ტრიო შექმნა რომელმაც სეზონში 82 გოლს მოუყარა თავი. მოიგო ყველა შესაძლებელი ტიტული და "ბლაუგრანაში'' ნეიმარის გამოჩენამდე, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და 35 მილიონ ფუნტად ლონდონში გადასახლდა.

რობინ ვან პერსის წასვლის შემდეგ, რომელიც ალექსის უკვე მომავალ კლუბში, მასსავით სწორედ ლონდონის ''არსენალიდან'' გადაბარგდა, ჩილელმა ლიდერის ფუნქციები საკუთარ თავზე აიღო და სრულად გაამართლა თითოეული ფუნტი, რომელიც კლუბმა მის სანაცვლოდ კატალონიაში გადარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ სანჩესს საკლუბო წარმატება არ ჰქონია, თუ ასოციაციის თასს არ ჩავთვლით, მას პირადი ჯილდოები ინგლისში ყველა შესაძლო მიღებული აქვს.

მიმდინარე სეზონიც, მიუხედავად ჭორებისა და სპეკულაციებისა, როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა დაიწყო ''მეთოფეების'' რიგებში და არაერთი გოლისა და ასისტის დახმარებით, ლომის წვლილი დაიდო თითოეულ გამარჯვებაში.

რამდენიმე დღეში მის ცხოვრებაში ახალი ფურცელი გადაიშლება, სახელად ''მანცესტერ იუნაიტედი''. დიდი იმედი ვიქონიოთ, მისი ცხოვრების ეს ფურცელი, ისეთივე წინგადადგმული და წარმატებული ნაბიჯი იქნება როგორც დაიწყო ჩილეში, ადგილობრივი ციხის უხარისხო მინდორზე.



წყარო: manutd.one
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: bziki
21 იანვარი 2018 15:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
სანჩესის დამატების მერე მარტო ერთ პრობლემასღა ვხედავ .ცენტრში მატიჩის გარდა არავინაა ვინც პოგბას დააზღვევს. გუნში არც ერთ შემტევს არ შეუძლია ეგ, იდიაში ლინგარდმა უნდა დააზღვოის. მატაზე კარგადაც კეტავს უბურთუთ ზონებს
გრანდთან გამოჩნდება რასაც ვამბობ პოგბას წინ აწევის შემთხვევაში ხვრელი რჩება უკან, სტოკთან და პალასთან ეგ არაა დიდათ საშიში მარა თუნდაც ლივერის კალიბრის გუნდთან ეგ უკვე დიდი პრობლემაა არაფერს ვამბობ პესეჟეზე,სიტიზე,ბავარიაზე,ბარსაზე,იუვეზე ან რეალზე
ესეთი შემტევი ოთხეულის კვალობაზე ძლიერ გუნდთან 2 დაცვითი ფუნქცისს საყრდენია აუცილებელი. და არ მინდა რო ეგ მეორე პოგბა იყოს,თავისუფლად შეუძლია გააკეთოს ლინგარზე და მატაზე გაცილებით მეტი შეტევაში თუ 4 3 3 ზე გადავა მარა რეალურად არაა ეგეთი ტიპის მეორე ცენტრი და მაგიტოა 4 2 3 1. რაც მამშვიდებს ისაა რო ჟოზემ თქვა კერიკის წასვლის მერე აუცილებლად მოვა მისი შემცლელიო
0
№22
ავტორი: gache1991
21 იანვარი 2018 16:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ხოდა მაგ მატას ცენტრში შეწევას რო სარგებელი ვერ მოაქ მაგას ვამბობ ზუსტად,არაა მატა მარჯვენა ვინგერი არ ყოფილა არასდროს და არც იქნება..ძალიან მაგარი იყო ჩელსიშიც და მე პირადად ასაერთოდ არ ვთვლი რო სილვა მატაზე უკეტესია,გააჩნია როგორ შეადარებ,როგორც მარჯვენა ვინგერ მატას ყველა აჯობებს იმიტო რო არაა ეგ მაგ კაცის პოზიცია..უმაგრესი პასის კულტურაც აქ და სილვასგან განსხვავებით დარტყმა იცის როდის და როგორ უნდა დაარტყას,სილვა ფაქტიურად არ არტყავს კარში..რაც შეეხება ნაკრებში მოხვედრას ეგ ნაკლებად არი შუაში ჩემი აზრით,მასე გაბის ატლეტიკოს კაპიტანს 0 თამაში აქ ნათამაშები ნაკრებში,ამიტო ცუდი იგროკია?დაააკვდებოდა მანცესტერს 3-4 წლის წინანდელი გაბი რომელიც ერთერთი ბოლო ტიპია როგორც ესეთი ლიდერი,არიან ფეხბურთელები რომლებიც საერთოდ ტყვილა არიან ნაკრებში,მაგალითად ვოლკოტზე ტქვა აგერ რამდენაიმე დღის წინ კარაგერმა ვერ ვხვდები ნაკრებში რატო იძახებენო.ეგრე ვერ გაიგებ.საუკეთესო მოთამაშე გახდა ერერა მანჩესტერის მარა ერთი ორი თამაშში ზამენაზე იჯდა მხოლოდ,მეორე საქმეა კიდე ვიღაც ნაკრებში როგორ ტამაშობს და კლუბში როგორ,მიულერი ნაკრებში სულ სხვაა და მიულერი ბავარიაში,კოშელნი არსენალში რო ბოდავს რაღააცეებს და ჩვენთანაც ბევრი მიქარა,ნაკრებში სულ სხვანაირია,და ბევრია ეგრე,ყველა მწვრთნელს თავის ხედვა აქ ვიღაც ჯდება იქ ვირაც ვერა,მე კარგად მახსოვს მატა იბრასთან ერთად სასწაულად აწყობდა

მექანიკურად შემეშალა მარცხნიდან არ გვიჭირს უნდა დამეწერა

ვსო უკვე ვიდეო დაიდო თვითმფრინავში ზის მანჩესტერშI მიფრინავს

კი ეგ პრობლემა ეგერევე გამოჩნდა შემადგენლობაში მარსიალი და რეშფორდი რო დააყენა ყველას რო გვინდოდა,სიმართლე ის გამოვიდა რო გუნდმა ბალანსი დაკარგა,მარა იმის ტქმაც შეილება რო სანჩესი მატორი ტიპია დაუღალავი და არ ტაკილობს ისე ჩამოყოლას როგორც თუნდაც მარსიალს რო ეზარება ხოლმე უკან მობრუნება..ამიტო გვინდოდა ნაინგოლანის ან ვიდალის ტიპის იგროკი ცენტრში კიდე რო დაცვის დროს დაცვის ფუნქციების შესრულება შეძლებოდა და შეტევაში შეტევის..მატიჩი ნაინგოლანი და წინ წაწეული პოგბა ყველა პრობლემას გადაჭრიდა,ერერას შეწყვილება მატიჩთან იმიტო არ გვინდა რო ერერა არააა ეგეთი სტილის იგროკი რო შეტევის დროს გუნდს პლიუსი მიცეს რამე..ვიდალზე წერენ რო წამსვლელიაო და რავიცი სანცესი აქ იქნება და ჩილელები ერთად არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი უკვე წერენ რო კონტე ჩალიჩობსო მარა კონტე ამ სეზონის მერე წავა და ახალ მწვრთნელს რა ენდომება კაცმა არ ცისის..კონტე კი არა აგერ უოტფორდმა სილვა გაუშვა მაგათ თავში ჩამახედა როგორ მაინტერესებს ვის ფიქრობენ მაგაზე უკეთესის მოყვანას,ერთერთი უმაგრესი და უპერსპექტიულესი მწვრთნელია მე რო მიითხო

ვსოო დაფრინდა უკვე მანჩესტერის აეროპორტში,დაიდება ეხლა სურათები კარინგტონისკენ წავა პირდაპირ.სამედიცინო შემოწმებაა დაგეგმილი დღეს საღამოს გაოფიციალურდება

გუგლს თუ ვენდობით:))მანცესტერის აეროპორტიდან კარინგტონამდე 14-15 წუთი უნდა მანქანას:))ველოდებით ფოტოებს:))

ისე ვენგერმა იმდენჯერ თქვა 48საათში გაოფიციალურდებაო:)))აიღოს ბარემ 48 ნომერი:D
0
№23
ავტორი: Alexis7
21 იანვარი 2018 18:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 54
ციტატა: sandroo
სანჩესი მაგარია მარა პოგბამ მინდა რო აიღოს ოქროს ბურთი

პოგბა ჯერ პატარაა და ექნება სამომავლოდ მაგის დრო და თან კიდევ სანჩესი ბევრად მაღალი დონეა და ამჯერად ეგ უფრო იმსახურებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top