თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2018, 20:08
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3359,
კომენტარები: 36
შესაძლოა მხითარიანი დარმიანმა ჩაანაცვლოს
შესაძლოა გაცვლის პირობები შეიცვალოს.
შესაძლოა მხითარიანი დარმიანმა ჩაანაცვლოს
მას შემდეგ, რაც არცერთმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად არ დაადასტურა, გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება შეთანხმების გარშემო.

"მანჩესტერის" გულშემატკივრებისთვის არსებითი ცვლილება არ ხდება, რადგანაც ალექსის სანჩესი არის ერთადერთი კანდიდატურა. "მეთოფეების'' ბანაკში სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

პირველი ამოცანა ჰენრიკ მხითარიანის მიღებაა ჩილელის სანაცვლოდ, მაგრამ მასთან და მის ცნობილ აგენტ მინო რაიოლასთან შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, შესაძლოა "არსენალი" გეგმა ბ-ზე გადავიდეს. რაც გულისხმობს 30 მილიონი ფუნტის მიღებას პირად ანგარიშზე, რომელიც დამატებული იქნება იმ 20 მილიონ ფუნტზე, რომელიც გუნდმა სულ რამდენიმე საათის წინ მიიღო თეო ვოლკოტის "ევერტონში" გასხვისებისთვის და ამ თანხას შეთავაზებს "დორტმუნდის ბურისიას'' პიერ ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ, რომელიც საჯაროდ ადასტურებს გუნდიდან წასვლის სურვილს.

მესამე ვარიანტი რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ჟურნალისტმა დან ბენსონმა გულისხმობს: "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს ალექსის სანჩესს, საპირისპირო მიმართულებით კი მხითარიანის ნაცვლად მატეო დარმიანი გაემგზავრება, დამატებული 20 მილიონი ფუნტით. ნაკლებად სავარაუდოა შეთანხმება, რომელსაც ერთ ხმად ადასტურებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის პრესის წარმომადგენლები, ასე უეცრად რადიკალურად შეცვლილიყო, მაგრამ კითხვები ბევრი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ორივე ფეხბურთელმა დილის სავარჯიშო სესია ჩვეულებისამებრ ჩაატარა.

თავის მხრივ ვაკანტური ხდება "არსენალის" მარჯვენა ფლანგი, კერძოდ შეთავაზებები აქვს ექტორ ბელერინს "იუვენტუსისაგან'', იჯარით განათხოვრებას უპირებენ მატეო დებუშის, ხოლო ჯენკინსონი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამ მცველიანი ტაქტიკის შემთხვევაში გვხვდება, ამ დროსაც ცენტრალური მცველის ამპლუაში.

წყარო: manchestereveningnews.co.uk
ჭორები
36 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
18 იანვარი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მთლად უკეთესი love am
0
№2
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2018 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
:((((((((((((((((((???????????
0
№3
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 20:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
რა დაგვტანჯე ებიჭო მოდი თუ მოდიხარ:)) უყიდიდით ამ არსენალს ამბობამეიანგს ამასობაში და შეფუთულს მივართმევდით რა ზანტები არიან:))

გამდიდრდა მთელი სპორტული გაზეთები :))) მემგონი გუგლში სანჩესზე ხშირად ამ ორ დღეში არაფერი აკრეფილა:)))
0
№4
ავტორი: JuanMata
18 იანვარი 2018 21:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გვეღადავებიან უკვე areyoukiddingme
0
№5
ავტორი: dybbuk
18 იანვარი 2018 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
დარმიანი რომ მოსაშორებელია ფაქტია, მაგრამ არამგონია არსენას ჭირდებოდეს, თორე თავისთავად უკეთესი ვარიანტია, სომეხს ბოლობოლო თუ გაყიდვაა ზაფხულშიც გაყიდიან ადეკვატურ ფასად, უბრალოდ მეორე მომენტია რო უნდა ათამაშოს ხოლმე აბა ესეთ ფორმაში მყოფ მხითარიანს 20დაც ვერ გაყიდი და ამიტომ ამათი გაცვლა უფრო რეალურ და სამართლიან გარიგებად მიმაჩნია, რით ვერ გააოფიციალურეს კიდე ამათმა, ხალხი უკვე რას აღარ ფიქრობს :D მაგრამ რო გადმოვა მაგაში ეჭვი არ მეპარება თუნდაც გაცვლის გარეშე პიდაპირ ქეშად
0
№6
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 21:17
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მთავარია ჩვენ ალექსა მივიღოთ და გაყიდვა არამგონია რომელიმესი გაგვიჭირდეს.ამ დარმიანს ნაზევარი იტალია ეჩალიჩება და 20 ად მაინც გავყიდით პროსტა მალე მორჩეს ამის მოსვლა აღარ დავეძებ ამასობაში არ აგვახიოს ვინმემ :)) არ გადაუტრიალდეს იმ სიტის რამე ზაფხულში 60 მილიონს იხდიდნენ ისე უნდოდათ და რავიცი ..
0
№7
ავტორი: Manuille
18 იანვარი 2018 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
ცუდი სუნი ასდის ამყველაფეერს ://
0
№8
ავტორი: tupaca
18 იანვარი 2018 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
1წუთში ინგლისში 8 საათი ხდება და თუ არ გაოფიციალურდა დღეს აღარაფერი გვეშველება
0
№9
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 22:07
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: tupaca
1წუთში ინგლისში 8 საათი ხდება და თუ არ გაოფიციალურდა დღეს აღარაფერი გვეშველება

7 საათია ინგლისში. ათის ნახევარზე გვაქ ვიღაც გამოცხადებული ოფიციალურად გუშინ ვნახე ეგ ცხრილი დაჟე ფალკაო ღამის ორის ნახევარზე დაადასტურა ოფიციალურმა საიტმა ღამის:)) ფოტოგრაფებმა გადაუღონ სურათები კარინგტონთან და არ დავეზებ ოფიციალურს:D:D
0
№10
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2018 22:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ra gaatrakes sqme raa rit ver miiyvanes ra nervebze tamashoben nerveni meshleba ukve.sitim 2kvirashi 5kaci miiyvana da amatma 1roja ver moiyvanes.ise isic sheileba moxdes bolo wutamde echalichon da ariyodon zafxulshi uafasod moiyvanon shen agaigeb ras chalichoben?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top