თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2018, 20:08
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3363,
კომენტარები: 36
შესაძლოა მხითარიანი დარმიანმა ჩაანაცვლოს
შესაძლოა გაცვლის პირობები შეიცვალოს.
შესაძლოა მხითარიანი დარმიანმა ჩაანაცვლოს
მას შემდეგ, რაც არცერთმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად არ დაადასტურა, გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება შეთანხმების გარშემო.

"მანჩესტერის" გულშემატკივრებისთვის არსებითი ცვლილება არ ხდება, რადგანაც ალექსის სანჩესი არის ერთადერთი კანდიდატურა. "მეთოფეების'' ბანაკში სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

პირველი ამოცანა ჰენრიკ მხითარიანის მიღებაა ჩილელის სანაცვლოდ, მაგრამ მასთან და მის ცნობილ აგენტ მინო რაიოლასთან შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, შესაძლოა "არსენალი" გეგმა ბ-ზე გადავიდეს. რაც გულისხმობს 30 მილიონი ფუნტის მიღებას პირად ანგარიშზე, რომელიც დამატებული იქნება იმ 20 მილიონ ფუნტზე, რომელიც გუნდმა სულ რამდენიმე საათის წინ მიიღო თეო ვოლკოტის "ევერტონში" გასხვისებისთვის და ამ თანხას შეთავაზებს "დორტმუნდის ბურისიას'' პიერ ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ, რომელიც საჯაროდ ადასტურებს გუნდიდან წასვლის სურვილს.

მესამე ვარიანტი რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ჟურნალისტმა დან ბენსონმა გულისხმობს: "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს ალექსის სანჩესს, საპირისპირო მიმართულებით კი მხითარიანის ნაცვლად მატეო დარმიანი გაემგზავრება, დამატებული 20 მილიონი ფუნტით. ნაკლებად სავარაუდოა შეთანხმება, რომელსაც ერთ ხმად ადასტურებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის პრესის წარმომადგენლები, ასე უეცრად რადიკალურად შეცვლილიყო, მაგრამ კითხვები ბევრი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ორივე ფეხბურთელმა დილის სავარჯიშო სესია ჩვეულებისამებრ ჩაატარა.

თავის მხრივ ვაკანტური ხდება "არსენალის" მარჯვენა ფლანგი, კერძოდ შეთავაზებები აქვს ექტორ ბელერინს "იუვენტუსისაგან'', იჯარით განათხოვრებას უპირებენ მატეო დებუშის, ხოლო ჯენკინსონი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამ მცველიანი ტაქტიკის შემთხვევაში გვხვდება, ამ დროსაც ცენტრალური მცველის ამპლუაში.

წყარო: manchestereveningnews.co.uk
ჭორები
36 კომენტარი
№31
ავტორი: yohan
19 იანვარი 2018 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ციტატა: gache1991
თბილის დროით ხუთის ნახევარზე ჟოზეს პრესკონფერენციაა დანიშნული.მემგონი გაირკვევა ყველაფერი.

მანდ ჩვეულებრივად გაურკვევლად იბაზრებს სანჩესზე როგორც მას სჩვევია ეგ უფრო მომავალ შეხვედრაზე ისაუბრებს და ვერც გაამტყუნებ
0
№32
ავტორი: JuanMata
19 იანვარი 2018 13:36
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მხითარიანი კარინგტონზე მივიდა სავარჯიშოდ wink

ამასობაში გორეცკა ბაიერნის ფეხბურთელია ოფიციალურად.

და ჩვენზე დაწერეს სიტის კიდევ ერთ ფეხბურთელს ახევს უნაიტედიო, ნახევარმცველი სერი, 35 მილიონად.
0
№33
ავტორი: bziki
19 იანვარი 2018 13:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გორეცკა დაითრია ბაიერნმა,არადა ჩვენც სერიოზულად ვყოფილვართ დაინტერესებულები მარა გერმანელებს რა უნდა მოსთხოვო,მიუხედავად იმისა რო შალკე და ბაიერნი მაგრა მტრობენ,თუ თავისუფალი აგენტათ არ მიდის ვინმე ისე ტრანსფერს პირდაპირ არ აკეთებენ ერთმანეთში, ერთი ნოიერი აახია ბავარიამ ეგეც ნოიერის სურვილი იყო იმენა ბაერნი უნდოდა. დღემდე აგინებენ გელზერკინხენში ნოერს იგივე მოუწევს გორეცკასაც

მიკის ბაზაზე ელოდენიან
0
№34
ავტორი: gache1991
19 იანვარი 2018 14:09
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
არაფერიც არ დადასტურდება დღეს.ის კი არაა სადმე არ წავიდეს ეს მე უკვე მაგას ვფიქრობ.მხითარიანი ჩვეულებრივად მივიდა ვარჯიშზე.მიაშაონ ის 35 მილიონი და მოიყვანონ რა და იყოს ეს მხითარიანიც ჩვენც დავისვენებტ რაიოლაც და ტრიფონიც :))
0
№35
ავტორი: JuanMata
19 იანვარი 2018 14:25
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: gache1991
არაფერიც არ დადასტურდება დღეს.ის კი არაა სადმე არ წავიდეს ეს მე უკვე მაგას ვფიქრობ.მხითარიანი ჩვეულებრივად მივიდა ვარჯიშზე.მიაშაონ ის 35 მილიონი და მოიყვანონ რა და იყოს ეს მხითარიანიც ჩვენც დავისვენებტ რაიოლაც და ტრიფონიც :))


მანჩესტერმა თავიდან 35 შესთავაზა, მერე მხითარიანის გაცვლაზე მორიგდნენ. სანჩესის კონტრაქტი შედგენილია უკვე და იურისტები მუშაობენო, გუშინ წერდნენ, ვერ ვხვდები რაღა დარჩა გასარკვევი.
კლუბები თანახმა არიან.
ფეხბურთელები თანახმა არიან (ნუ ალექსისი მაინც).

ორი ვარიანტია, ან მხითარიანის კონტრაქტი ვერ შეათანხმეს, ან აგენტები წელავენ.

გუშინ მანჩესტერ ივნინგი წერდა, მნიშვნელობა არ აქვს მხითარიანი გადავა თუ არა არსენალში, სანჩესს ყველა ვარიანტში გაიფორმებს იუნაიტედიო.

ახლა მოუ გამოვა პრესკონფერენციაზე და იტყვის, სანჩესი არსენალის ფეხბურთელია, მე სხვა გუნდის ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ, წინ გვაქვს ბარნლისთან მატჩი და ვართ კონცენტრირებული მხოლოდ თამაშზე, თქვენ თუ რამე მოლოდინები გაქვთ, ეგ ჩემი პრობლემა არაა :დ

P.S. ბარნლისთან მატჩში არ იქნება სანჩესი, და შესაძლებელია საერთოდ ორშაბათამდე გადაიდოს გაფორმება. დღეს 12-მდე (16:00 თბილისის დროით) არსი ბოლო ვადა იმისთვის, რომ განაცხადში შეიყვანოს, ჰოდა თუ მანამდე არ მოხდა არაფერი, დღეს გამოაცხადებენ, ხვალ თუ ორშაბათს, არ აქვს მნიშVნელობა უკვე.

No developments in the Sánchez/Mkhitaryan deal are expected today. There is still work to do on the Mkhitaryan deal, as it has not moved on and still could go either way (utdreport)
0
№36
ავტორი: bziki
19 იანვარი 2018 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ეტყობოდა ეგრევე რო ესე გაიწელებოდა მე შეგუეული ვიყავი თავიდანვე,საქმე როცა 2 განსხვავებულ კონტრაქტს ეხება რთულდება ყველაფერი,არსენალს არ უნდა ისე გაუშვას რო შემცვლელი არ მიიყვანოს მითუმეტეს შუა სეზონში,მაგიტო არ გაუშვა ზაფხულის ბოლო დღეს შემცვლელს ვეღარ ყიდულობდა,
თან მხითარიანი და რაიოლა როცა არიან საქმეში იქ ყველაფერი რთულდება,რაიოლა ძალიან მაგარი აგენტია მაქსიმალურათ იცავს თავისი კლიენტის უფლებებს და იასნია თავისასაც,ეგრე მარტივად 4 საათში არ მოყომარდებოდა,ბოლომდე გაარკვევს რაიოლა რა ამბიციები აქ ვენგერს საერთოდ თვითონ თუ რჩება გუნდში ან ვისით აპირებს კიდე გაძლიერებს,იქ კონტრაქტის დეტალები უამრავი წვრილმანი მაგალითად გამოსასყიდი და ასე შემდეგ ვენგერს იასნია არ უნდა რო თუ რამე მერე ეგრევე დაკარგოს მხითარიანიც.
მართლა ცოდოა ვენგერი ადამიანურად მეცოდება თავზე დაემხო გუნდი კოკელინი,ვოლკოტი,საჩესი ესენი უკვე დაკარგა მიყვებიან ოზილი,ჟირუ შეილება ბელერინიც.ასაკში არიან კოშიელნი,მერტეზაკერი,მონრეალი,კაზორლა და დებუში ვაბშე გვამები არიან,ვილშირზეც გაუგებარი სიტუაციაა.ლაკაზეტიც შემთხვევით იყიდა ატლეს გაფორმებული ყავდა უკვე ბანი რო არა თორე რა არსენალი:D არსენალი ნელ ნელა ლიდსის,ბლექბერნის,ვესთ-ჰემის გზაზე მიდის.ყველაფერი კი სტადიონის შენების ბრალია ძალიან დიდ ვალებში წავიდნენ და მაგ ვალების გამო დაუშალეს ვენგერს 2 კამანდა ეხლა უკვე მესამე და მგონია რო აქედან უკვე გამოძრომა შეუძლებელია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top