თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2018, 20:08
ავტორი: gache1991,
ნანახია: 3363,
კომენტარები: 36
შესაძლოა მხითარიანი დარმიანმა ჩაანაცვლოს
შესაძლოა გაცვლის პირობები შეიცვალოს.
შესაძლოა მხითარიანი დარმიანმა ჩაანაცვლოს
მას შემდეგ, რაც არცერთმა გუნდმა ტრანსფერი ოფიციალურად არ დაადასტურა, გაჩნდა სხვადასხვა მოსაზრება შეთანხმების გარშემო.

"მანჩესტერის" გულშემატკივრებისთვის არსებითი ცვლილება არ ხდება, რადგანაც ალექსის სანჩესი არის ერთადერთი კანდიდატურა. "მეთოფეების'' ბანაკში სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ.

პირველი ამოცანა ჰენრიკ მხითარიანის მიღებაა ჩილელის სანაცვლოდ, მაგრამ მასთან და მის ცნობილ აგენტ მინო რაიოლასთან შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში, შესაძლოა "არსენალი" გეგმა ბ-ზე გადავიდეს. რაც გულისხმობს 30 მილიონი ფუნტის მიღებას პირად ანგარიშზე, რომელიც დამატებული იქნება იმ 20 მილიონ ფუნტზე, რომელიც გუნდმა სულ რამდენიმე საათის წინ მიიღო თეო ვოლკოტის "ევერტონში" გასხვისებისთვის და ამ თანხას შეთავაზებს "დორტმუნდის ბურისიას'' პიერ ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ, რომელიც საჯაროდ ადასტურებს გუნდიდან წასვლის სურვილს.

მესამე ვარიანტი რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ჟურნალისტმა დან ბენსონმა გულისხმობს: "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღებს ალექსის სანჩესს, საპირისპირო მიმართულებით კი მხითარიანის ნაცვლად მატეო დარმიანი გაემგზავრება, დამატებული 20 მილიონი ფუნტით. ნაკლებად სავარაუდოა შეთანხმება, რომელსაც ერთ ხმად ადასტურებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის პრესის წარმომადგენლები, ასე უეცრად რადიკალურად შეცვლილიყო, მაგრამ კითხვები ბევრი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ორივე ფეხბურთელმა დილის სავარჯიშო სესია ჩვეულებისამებრ ჩაატარა.

თავის მხრივ ვაკანტური ხდება "არსენალის" მარჯვენა ფლანგი, კერძოდ შეთავაზებები აქვს ექტორ ბელერინს "იუვენტუსისაგან'', იჯარით განათხოვრებას უპირებენ მატეო დებუშის, ხოლო ჯენკინსონი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამ მცველიანი ტაქტიკის შემთხვევაში გვხვდება, ამ დროსაც ცენტრალური მცველის ამპლუაში.

წყარო: manchestereveningnews.co.uk
ჭორები
36 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
18 იანვარი 2018 22:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთადერთი მარჯვენა მცველის პოზიციაზე არუჭირს არსენალს,არც მარცენაზე მაინცდამაინც დაარამგონია სჭირდებოდეს, მე რო მკითხოს კაცმა ეგ პიტალო ბელერინიც საყიდია ))))
0
№12
ავტორი: tupaca
18 იანვარი 2018 22:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: gache1991
ციტატა: tupaca
1წუთში ინგლისში 8 საათი ხდება და თუ არ გაოფიციალურდა დღეს აღარაფერი გვეშველება

7 საათია ინგლისში. ათის ნახევარზე გვაქ ვიღაც გამოცხადებული ოფიციალურად გუშინ ვნახე ეგ ცხრილი დაჟე ფალკაო ღამის ორის ნახევარზე დაადასტურა ოფიციალურმა საიტმა ღამის:)) ფოტოგრაფებმა გადაუღონ სურათები კარინგტონთან და არ დავეზებ ოფიციალურს:D:D

ფალკაოზე ვიცი მაგრამ ის დედლაინზე ვიყიდეთ და ეხლა 12 დღეა დარჩენილი ფანჯრის დახურვამდე და თან რაღაც პომპეზურს ამზადებენ :))
0
№13
ავტორი: gogita1991
18 იანვარი 2018 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
დარმიანი ალექს სანდროს ტრანსფერისთვის უნდა გამოვიყენოთ, ბოლობოლო ქეშად იყიდონ რა მართლა რა გახდა ტო დაგვტანჯეს იმენა ამერია დღე და ღამე როდის ვიძინებ და როდის ვიღვიძებ მეთვითონაც აღარ ვიცი უკვე lol
0
№14
ავტორი: gache1991
18 იანვარი 2018 23:02
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეხლა დაწერეს მანჩესტერისკენ მიდისოო წადიი წადიი ურმით ხო არ მიდიხარ :D სამი დღეა არ დამიზინია:))
0
№15
ავტორი: SANDROGRIGA
18 იანვარი 2018 23:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველაზე კარგი იქნება გადაიხადონ 30 მილიონი და არანაირი გაცვა არ მოხდეს :)
0
№16
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2018 23:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
ციტატა: gache1991
ეხლა დაწერეს მანჩესტერისკენ მიდისოო წადიი წადიი ურმით ხო არ მიდიხარ :D სამი დღეა არ დამიზინია:))

Imedia male chaagwevs:)))
0
№17
ავტორი: Necrobutcher
18 იანვარი 2018 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
აუ ინგლისური შრიფტიტ როგორ ვწერო მითხარიტ ამ საიტზე რა დავიტანჯე :DDD
0
№18
ავტორი: yohan
18 იანვარი 2018 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
ციტატა: ikeoni
ციტატა: gache1991
ეხლა დაწერეს მანჩესტერისკენ მიდისოო წადიი წადიი ურმით ხო არ მიდიხარ :D სამი დღეა არ დამიზინია:))

Imedia male chaagwevs:)))

მგონი ფოტოებიც გაიჩითა!!!პრემიერლიგის გვერდზე ერთ -ერთ პოსტზე იყო ჩაგდებული კომენტარებში
0
№19
ავტორი: ikeoni
18 იანვარი 2018 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
ციტატა: yohan
ციტატა: ikeoni
ციტატა: gache1991
ეხლა დაწერეს მანჩესტერისკენ მიდისოო წადიი წადიი ურმით ხო არ მიდიხარ :D სამი დღეა არ დამიზინია:))

Imedia male chaagwevs:)))

მგონი ფოტოებიც გაიჩითა!!!პრემიერლიგის გვერდზე ერთ -ერთ პოსტზე იყო ჩაგდებული კომენტარებში

Ra daumtavrebeli serialiaa Ra ubedureba Es
0
№20
ავტორი: Necrobutcher
18 იანვარი 2018 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
ვინმემ კაცურად მიტხარიტ როგორ დავწერო ინგლუსრად :(((( დავიტანჯე იმენა ამ საიტზე ვერ ვწერ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top