თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2017, 15:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3592,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი
პორტუგალიელმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მოურინიოს ვერდიქტი
პრემიერ ლიგის მე- 16 ტურის ცენტრალური მატჩი, ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის გაიმართა, აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ქალაქელებმა, მინიმალური სხვაობით 1-2 შეძლეს. რის შემდეგაც მდევარ "იუნაიტედს" კიდევ უფრო დაშორდნენ და საკუთარი პოზიცია, ცხრილის სათავეში კიდევ უფრო გაიმყარეს. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა უკვე 11 ქულას შეადგენს.

მატჩის შემდეგ ტრადიციულად, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს "იუნაიტედის" დამრიგებელმა უპასუხა. რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ერერას წაქცევის მომენტთან დაკავშირებით

"ეს იყო სუფთა პენალი. მე თანავუგრძნობ ჩემ გუნდის წევრებს, თანავუგრძნობ მატჩის მთავარ არბიტრს მაიკლ ოლივერს - ვფიქრობ, რომ მან კარგად შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაო, თუმცა ვაცხადებ, რომ პენალი დასანიშნი იყო. მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე. მსგავსი შემთხვევა ჩვენ გასულ სეზონშიც გვქონდა, ზუსტად აქ და ზუსტად "სიტის" წინააღმდეგ, როდესაც მთავარ არბიტრმა მარკ კლატენბურგმა უეინ რუნის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. დღესაც განმეორდა იგივე, მე ნამდვილად თანავუგრძნობ ბატონ ოლივერს, რადგან მან საბოლოო ჯამში დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი. ის ძალიან ცდილობდა შეცდომა არ დაეშვა, თუმცა ისიც ადამიანია. მან ერთი შეცდომა დაუშვა, შეცდომა რომელიც ფატალური აღმოჩნდა ჩვენთვის და შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე გავლენა მნიშვნელოვნად იქონია.

თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ არაფერი თქვათ, თუმცა შეგიძლიათ ილაპარაკოთ ბურთის ფლობაზე, თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ ნებისმიერი საფეხბურთო თეორია, ისაუბროთ სტატისტიკაზე, თუმცა გეტყვით, რომ გასულის სეზონის მსგავსად არ დანიშნულმა პენალმა, შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.


"იუნაიტედისა" და 'სიტის" ტაქტიკური შედარება

რაღაც გავაკეთეთ სწორად, რაღაც არ გავაკეთეთ სწორად, თუმცა შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ყველა მთლიანად ჩავეფლეთ ამ შეხვედრაში, თითოეულ ჩვენგანმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა მატჩისთვის. ჩვენ ვიცით, რომ "სიტი" ბურთს კარგად ფლობს, ისინი კარგად მართავენ განაპირა მცველებს. ამ შეხვედრაში უნდა ითქვას, რომ მათ ფორვარდმა უკან დაიხია და ძირითადად ნახევარდაცვიდან მუშაობდა, ამ შემთხვევაში თუნდაც კარგი პრესინგით ძალიან ძნელია ბურთის შენარჩუნება.

გაშვებულ გოლებზე

მათ ორი საშინელი გოლი გაგვიტანეს. ასეთი ბურთების გაშვება არ შეიძლება. როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში მსგავს გოლებს უშვებ, ნამდვილად ვერ შეძლებ შეხვედრაში წარმატების მიღწევას. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად კარგები იყვნენ და რამდენად კარგად თამაშობდნენ ისინი, როდესაც მათ არაფრისგან ორი გოლი გაიტანეს. უბრალოდ იღბლიანი ბურთი და მეტი არაფერი.

დროის გაყვანა

როდესაც იგებ დროის გაყვანა მნიშვნელოვანია. ჭკვიან და კრეატიულ ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ გააკეთონ ეს. ვისურვებდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში ხშირად მოექცნენ. მე არასდროს გავაკრიტიკებ მოწინააღმდეგეს თუ ამას ისინი ჭკვიანურად გააკეთებენ.

საჩემპიონო რბოლა

რბოლა დასრულდა თუ არა? არ ვიცი. "სიტი" ძალიან კარგი გუნდია, დღევანდელი გამარჯვება კი მათ წარმატებას დაემატება. სამშაბათს პრემიერ ლიგის ახალი ტური დაიწყება და ჩვენი ჩათვლით, ყველა ვინც მოწინავე პოზიციებზეა, ყველა შეეცდება მაქსიმალური ქულების მოპოვებას და სხვაობის შემცირებას ლიდერ გუნდთან, რა თქმა უნდა ქალაქელებს ძალიან კარგი უპირატესობა აქვთ.

11 ქულა ძალიან დიდი უფსკრულია, არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ ქულების აღმოფხვრას. თუმცა ვიცი რომ ოთხშაბათს გამარჯვება შეგვიძლია, ამისთვის ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ეს ერთადერთია რასაც ყოველთვის ვიმეორებ - საჭიროა მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრი, ჩვენ მხოლოდ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ეტაპზე. ვეცდებით ჩვენი დადებითი თვისებები მაქსიმალურად გამოვავლინოთ მომავალ შეხვედრებში. შეცდომებზე ვიმუშავებთ და მათი გამოსწორებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".-
განაცხადა დასასრულს პორტუგალიელ სპეციალისტმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№1
ავტორი: Svanchester
11 დეკემბერი 2017 15:55
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
იმედია ასეთი აქტიურობები როგორიც გუშინ იყო ამ საიტზე მოგებების შემდეგაც იქნება, თუმცა მაქსიმალურად ეცადეთ გინებებისგან თავი შევიკავოთ სხვა სპორტულ საიტებს ნუ დავემსგავსებით.

ჩვენი გუნდია მოგბის და წაგების დროსაც ერთნაირად უნდა ვედგეთ ამ გუნდს გვერდში.
4
№2
ავტორი: Benny
11 დეკემბერი 2017 16:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
იმედია მომავალში და აუცილებლად მომავალ წელს შენ აქ აღარ დაგინახავს მანჩესტერის იუნაიტედის გულშემატკივარი შე ფეხბურთის მტერო.....შენი ტაქტიკის და ფილოსოფიის პიკი იყო ინტერიდავსო... შენს ხელში ვერც რეშფორდი განვითარდება ვერც მარსიალი ვერც პოგბადა საერთოდ გუნდი აქამდე ვან გაალიც კი მოიგებდა პრემიერ ლიგას რო არ გაეშვათ. აუცილებლად უნდა დაინიშნოს მწვრთნელად გიგზი და ასისტენტათ სქოულზიდა უნდა დაველოდოთ ყველაზე კარგი ვარიანტია თუ გვინდა რომ ბაბუს მანჩესტერი დაბრუნდეს.... ჩვენ არგვჭირდება ისეთი მწვრთნელი და ისეთი ფეღბურთელები რომლებსაც არ ეყვარებათ გუნდი ,, გუშინდელ მატჩში ვინმემ შეამჩნია ფეხბურთელების სიყვარული კლუბის მიმართ??? გასაგებია მოუს ტაქტიკა ავტობუსიააა მაგრამ მაინც მაგრად დამწყდა გული იმიტო რო გუნდს გულშემატკივრებს არავინ აფასებს ოლტრაფორდზე ისეთი ატფოსმფეროა და გულშემატკივარი ისე უჭერს მხარს ფეხბურთელებს რო ინვალიდმაც იძულებული ხარ მოიგო ....დარწმუნებული ვარ ოლტრაფორდის 80% არმოსწონს მოუ
0
№3
ავტორი: nika_nikusha
11 დეკემბერი 2017 16:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
თქვი რა კაცურად რომ წააგე გვარდიოლასთან და უკვე მერამდენედ, მსაჯს რომ პენალტი დაედო და ბებიაჩემს ქონოდა მოძველდა უკვე ეგ და უსუსური არგუმენტია. 35% რო გექნება ბურთის ფლობა რა შუაშია მსაჯი
0
№4
ავტორი: ikeoni
11 დეკემბერი 2017 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
ორივერი და მაგსი დედას ცენზურა მეე
0
№5
ავტორი: makaveli
11 დეკემბერი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
გუშინ რა მოხდა გასახდელში თამაშის მერე გაიგეთ ??????????????
ლუკაკუმ მთელი სიტი ცემა თავის სამწვრთნელო შტაბიანად lol lol lol
0
№6
ავტორი: Svanchester
11 დეკემბერი 2017 16:24
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: makaveli
გუშინ რა მოხდა გასახდელში თამაშის მერე გაიგეთ ??????????????
ლუკაკუმ მთელი სიტი ცემა თავის სამწვრთნელო შტაბიანად lol lol lol

დავწერ მოგვიანებით ამაზეც, რაღაც ინცინდენტი ნაღდად მოხდა..
1
№7
ავტორი: dzia_David
11 დეკემბერი 2017 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
თავი უკვე სტოკის ბალეშიკი მგონია ბუბლიკ
1
№8
ავტორი: C-7-R
11 დეკემბერი 2017 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
Joze shentvis namdvilad dasrulda sachempiono rbola.qulaze satamashod Roca gamodixar mashin Roca gamarjveba gchirdeba tan sakutar moedanze samarcxvinoa.
0
№9
ავტორი: giorgi_mg
11 დეკემბერი 2017 16:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან მძიმეა ასეთ პრინციპულ მეტოქესთან და თან როცა ასე ძალიან გჭირდება მოგება, ასე რომ აგებ, მე პირადად მაგრად გამიტყდა( მიზეზი არც პოგბაა და არც სხვა დანარჩენი, უბრალოდ ტიპს ასეთი სტილი ევასება მორჩა და გათავდა. მე გავიზარდე ფერგის შემტევ სტილზე, ალაგ ალაგ ისიც ათამაშებდა მძიმე ფეხბურთს, მაგრამ თამაშებს იგებდა და მოედანზე ფეხბურთელები ყველაფერს ტოვებდნენ. დღეს ეს ასე აღარ არის და ამიტომ მგონია რომ მწვვთნელი წლის ბოლოს უნდა შეიცვალოს, მოვიდეს ახალგაზრდა და შემტევ ლამაზ ფეხბურთზე ორიენტირებული ადამიანი.

ამ საიტს ჭირს რამე თუ ჩემმა ბრაუზერმა აურია?
1
№10
ავტორი: dzia_David
11 დეკემბერი 2017 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ციტატა: giorgi_mg
ძალიან მძიმეა ასეთ პრინციპულ მეტოქესთან და თან როცა ასე ძალიან გჭირდება მოგება, ასე რომ აგებ, მე პირადად მაგრად გამიტყდა( მიზეზი არც პოგბაა და არც სხვა დანარჩენი, უბრალოდ ტიპს ასეთი სტილი ევასება მორჩა და გათავდა. მე გავიზარდე ფერგის შემტევ სტილზე, ალაგ ალაგ ისიც ათამაშებდა მძიმე ფეხბურთს, მაგრამ თამაშებს იგებდა და მოედანზე ფეხბურთელები ყველაფერს ტოვებდნენ. დღეს ეს ასე აღარ არის და ამიტომ მგონია რომ მწვვთნელი წლის ბოლოს უნდა შეიცვალოს, მოვიდეს ახალგაზრდა და შემტევ ლამაზ ფეხბურთზე ორიენტირებული ადამიანი.

ამ საიტს ჭირს რამე თუ ჩემმა ბრაუზერმა აურია?


გეთანხმები 100%. საიტს ჩემთან არ ჭირს არაფერი ფორმაშია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top