თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2017, 15:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3603,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი
პორტუგალიელმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მოურინიოს ვერდიქტი
პრემიერ ლიგის მე- 16 ტურის ცენტრალური მატჩი, ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის გაიმართა, აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ქალაქელებმა, მინიმალური სხვაობით 1-2 შეძლეს. რის შემდეგაც მდევარ "იუნაიტედს" კიდევ უფრო დაშორდნენ და საკუთარი პოზიცია, ცხრილის სათავეში კიდევ უფრო გაიმყარეს. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა უკვე 11 ქულას შეადგენს.

მატჩის შემდეგ ტრადიციულად, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს "იუნაიტედის" დამრიგებელმა უპასუხა. რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ერერას წაქცევის მომენტთან დაკავშირებით

"ეს იყო სუფთა პენალი. მე თანავუგრძნობ ჩემ გუნდის წევრებს, თანავუგრძნობ მატჩის მთავარ არბიტრს მაიკლ ოლივერს - ვფიქრობ, რომ მან კარგად შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაო, თუმცა ვაცხადებ, რომ პენალი დასანიშნი იყო. მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე. მსგავსი შემთხვევა ჩვენ გასულ სეზონშიც გვქონდა, ზუსტად აქ და ზუსტად "სიტის" წინააღმდეგ, როდესაც მთავარ არბიტრმა მარკ კლატენბურგმა უეინ რუნის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. დღესაც განმეორდა იგივე, მე ნამდვილად თანავუგრძნობ ბატონ ოლივერს, რადგან მან საბოლოო ჯამში დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი. ის ძალიან ცდილობდა შეცდომა არ დაეშვა, თუმცა ისიც ადამიანია. მან ერთი შეცდომა დაუშვა, შეცდომა რომელიც ფატალური აღმოჩნდა ჩვენთვის და შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე გავლენა მნიშვნელოვნად იქონია.

თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ არაფერი თქვათ, თუმცა შეგიძლიათ ილაპარაკოთ ბურთის ფლობაზე, თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ ნებისმიერი საფეხბურთო თეორია, ისაუბროთ სტატისტიკაზე, თუმცა გეტყვით, რომ გასულის სეზონის მსგავსად არ დანიშნულმა პენალმა, შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.


"იუნაიტედისა" და 'სიტის" ტაქტიკური შედარება

რაღაც გავაკეთეთ სწორად, რაღაც არ გავაკეთეთ სწორად, თუმცა შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ყველა მთლიანად ჩავეფლეთ ამ შეხვედრაში, თითოეულ ჩვენგანმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა მატჩისთვის. ჩვენ ვიცით, რომ "სიტი" ბურთს კარგად ფლობს, ისინი კარგად მართავენ განაპირა მცველებს. ამ შეხვედრაში უნდა ითქვას, რომ მათ ფორვარდმა უკან დაიხია და ძირითადად ნახევარდაცვიდან მუშაობდა, ამ შემთხვევაში თუნდაც კარგი პრესინგით ძალიან ძნელია ბურთის შენარჩუნება.

გაშვებულ გოლებზე

მათ ორი საშინელი გოლი გაგვიტანეს. ასეთი ბურთების გაშვება არ შეიძლება. როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში მსგავს გოლებს უშვებ, ნამდვილად ვერ შეძლებ შეხვედრაში წარმატების მიღწევას. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად კარგები იყვნენ და რამდენად კარგად თამაშობდნენ ისინი, როდესაც მათ არაფრისგან ორი გოლი გაიტანეს. უბრალოდ იღბლიანი ბურთი და მეტი არაფერი.

დროის გაყვანა

როდესაც იგებ დროის გაყვანა მნიშვნელოვანია. ჭკვიან და კრეატიულ ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ გააკეთონ ეს. ვისურვებდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში ხშირად მოექცნენ. მე არასდროს გავაკრიტიკებ მოწინააღმდეგეს თუ ამას ისინი ჭკვიანურად გააკეთებენ.

საჩემპიონო რბოლა

რბოლა დასრულდა თუ არა? არ ვიცი. "სიტი" ძალიან კარგი გუნდია, დღევანდელი გამარჯვება კი მათ წარმატებას დაემატება. სამშაბათს პრემიერ ლიგის ახალი ტური დაიწყება და ჩვენი ჩათვლით, ყველა ვინც მოწინავე პოზიციებზეა, ყველა შეეცდება მაქსიმალური ქულების მოპოვებას და სხვაობის შემცირებას ლიდერ გუნდთან, რა თქმა უნდა ქალაქელებს ძალიან კარგი უპირატესობა აქვთ.

11 ქულა ძალიან დიდი უფსკრულია, არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ ქულების აღმოფხვრას. თუმცა ვიცი რომ ოთხშაბათს გამარჯვება შეგვიძლია, ამისთვის ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ეს ერთადერთია რასაც ყოველთვის ვიმეორებ - საჭიროა მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრი, ჩვენ მხოლოდ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ეტაპზე. ვეცდებით ჩვენი დადებითი თვისებები მაქსიმალურად გამოვავლინოთ მომავალ შეხვედრებში. შეცდომებზე ვიმუშავებთ და მათი გამოსწორებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".-
განაცხადა დასასრულს პორტუგალიელ სპეციალისტმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
11 დეკემბერი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გვარდიოლა რო უკეთესი ტრენერია აბსოლიტურად ყველაფერში მარტივი ამბავია, ბევრად უკეთესი წარმოსახვის უნდარი აქ,ბევრად ძლიერი ტაქტიკოსია,იდეინია,ნოვატორია, აქ საკუთარი ხელწერა რომელიც ულამაზესია.პეპის მისვლამდე არც სილვა და არც დებრუინი თამაშობდა ამ დონეზე,ფეხბურთელებიც და გუნდიც სხვა ლეველზე გაიყვანა
მაგრამ მე რო მანჩესტერის ფანი ვარ არა სიტის? მწყდება გული თან მაგრა მარა რაღას ვიზავ ჟოზეა ტრენერი გვარდიოლას მაგირ რომელსაც შეეძლო რო აქ ყოფილიყო მარა იქ წავიდა საიდანაც აქ მოსვლის ყველანაირი შანსი მოიჭრა.
არც ანჩელოტი მინდა და არც არავინ ვისაც ქონდა შანსი ემუშავა აქ და უარი თქვა. დაასრულოს თავისი პროექტი ამ გუნში და სულ კარგად ყოფილა ნაღდათ არ დამწყდება გული. სადაც გინდა წავიდეს მაინც მადლობელი ვიქნები თუ ისევ იქ არ ჩაგვმარხავს საიდანაც დაიწყო. გააკეთა იმდენი რო ეხლა ნებისმიერ პერსპექტიულ მწვრთნელს ძალიან გაუადვილდება აქ შედეგების ჩვენება მაგრამ საქმე ისაა რო ეხლა თვითონაც მაგრა გაუადვილდება და ჯერ უნდა აცადონ
0
№12
ავტორი: abrama
11 დეკემბერი 2017 17:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ფერგის მანჩესტერის ნახევრი დაბრუნებას მაინც მხოლოდ პოჩეტინო შესძლებს. სხვა დანარჩენი მწვრთენი არ მეგულება მე, რომ ლარგი ფეხბურთი ათამაშოს გუნდს, ამიტომ სანამ დროა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს პოჩეტინო უნდა მოვიყვანოთ. დარწმუნებული ვარ გადმოვა, რადგან ტოტენჰემით ვერასოდეს ვერ იბრძოლებს მაღალი მიზნებისთვის და ამაზე თვითპნაც კარგად იცის.
0
№13
ავტორი: makaveli
11 დეკემბერი 2017 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: Paul18
მოკლედ ვაღიაროთ რომ გვარდიოლა ჟოზეს ჯობია !!! ფეხბურთელების შერჩევაში და ა.შ.
და ვინმემ მიპასუხეთ ამ ლუკაკუში რა დაინახა ამ კაცმა რომ თამაშებს გვაგებინებს??? ბურთი იმენა გაატანინა და მასზე რო მიდგა საქმე მეკარეს გაარტყა ბურთი.ასეთ თამაშებში შენი მარსიალიც, ლინგარდიც, ლუკაკუც და კომპანია ყველა იკარგება და რატომ არ ვიცი..

მარსიალი იყო ზუსტად უფრო პატარა ვანგაალის დროს დაფრინავდა და მარტო იგებდა თამაშებს მარა აურია ყველაფერი ჟოზემ ამის განვითარებული ფეხბურთელი არ გაიშვას რამე სხვა მოიფიქროს ხელმძღვანელობამ თორე ძააან საშინელ ფეხბურთს თამაშობს და არ გამოვა რა ეგრე.. დაესვა სკამზე ლუკაკუ ეთამაშებინა იბრა ან მარსიალი დაეყენებინა ტიპი ფორვარდია და მარჯვნივ გადაეწია რეშფორდი მარა არაა რა
0
№14
ავტორი: Anderherrera20
11 დეკემბერი 2017 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
Mxitariani sada chirs rame???
0
№15
ავტორი: Svanchester
11 დეკემბერი 2017 23:35
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
ციტატა: Anderherrera20
Mxitariani sada chirs rame???

არაა, არაფერი არ ჭირს, უბრალოდ მოურინიო არ ათამაშებს.
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
11 დეკემბერი 2017 23:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რა პენალტზეა ლაპარაკი :/
0
№17
ავტორი: kobinio
12 დეკემბერი 2017 00:08
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Paul18
მოკლედ ვაღიაროთ რომ გვარდიოლა ჟოზეს ჯობია !!! ფეხბურთელების შერჩევაში და ა.შ.
და ვინმემ მიპასუხეთ ამ ლუკაკუში რა დაინახა ამ კაცმა რომ თამაშებს გვაგებინებს??? ბურთი იმენა გაატანინა და მასზე რო მიდგა საქმე მეკარეს გაარტყა ბურთი.ასეთ თამაშებში შენი მარსიალიც, ლინგარდიც, ლუკაკუც და კომპანია ყველა იკარგება და რატომ არ ვიცი..

რატო ჩემო ძამიკო და კლასი არ ყოფნით,მარსიალმა ვისთან გაილაღა გაიხსენე ბოლო თამაშებში?! 6 წუთზე განაპირა მცველმა ყვითელი მიიღო ნუთუ ძნელი იყო მარჯვენა კრაის დატვირთვა და იმ სირს წითელი აეკიდა.მარა არავინ მიუთითა ალბათ.ასეთი სწრაფი გეხბურთელებით კონტრ შეტევაზე ფიქრი მხოლოდ და დაცვაში ჯდომა ძნელია. მერე გაუკვირდებათ რეალში წავიდნენო.წავა ძმაო აბა რასიზავს კაცს გრანდთან ვერ მოუგია და ფანჩა ფუნჩა თასებს ეგრე არსენალი ყველა წელს იგებს მარა ეგ გუნდია? დასანანია პოგბას არ ყოფნა რამაც დძაან დაგვხია უკან და ფაქტიურად გამოგვთიშა საჩენპიონო რბოლას.სასწაული თუ არ მოხდა ვერ დავეწევით

ციტატა: Paul18
მოკლედ ვაღიაროთ რომ გვარდიოლა ჟოზეს ჯობია !!! ფეხბურთელების შერჩევაში და ა.შ.
და ვინმემ მიპასუხეთ ამ ლუკაკუში რა დაინახა ამ კაცმა რომ თამაშებს გვაგებინებს??? ბურთი იმენა გაატანინა და მასზე რო მიდგა საქმე მეკარეს გაარტყა ბურთი.ასეთ თამაშებში შენი მარსიალიც, ლინგარდიც, ლუკაკუც და კომპანია ყველა იკარგება და რატომ არ ვიცი..

რატო ჩემო ძამიკო და კლასი არ ყოფნით,მარსიალმა ვისთან გაილაღა გაიხსენე ბოლო თამაშებში?! 6 წუთზე განაპირა მცველმა ყვითელი მიიღო ნუთუ ძნელი იყო მარჯვენა კრაის დატვირთვა და იმ სირს წითელი აეკიდა.მარა არავინ მიუთითა ალბათ.ასეთი სწრაფი გეხბურთელებით კონტრ შეტევაზე ფიქრი მხოლოდ და დაცვაში ჯდომა ძნელია. მერე გაუკვირდებათ რეალში წავიდნენო.წავა ძმაო აბა რასიზავს კაცს გრანდთან ვერ მოუგია და ფანჩა ფუნჩა თასებს ეგრე არსენალი ყველა წელს იგებს მარა ეგ გუნდია? დასანანია პოგბას არ ყოფნა რამაც დძაან დაგვხია უკან და ფაქტიურად გამოგვთიშა საჩენპიონო რბოლას.სასწაული თუ არ მოხდა ვერ დავეწევით
0
№18
ავტორი: Dirty Devil
12 დეკემბერი 2017 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მოურინიოში უკვე ეჭვი მეპარება. არ ვართ ღატაკი კლუბი რო ვერ ვიყიდოთ ფეხბურთებელი. ეს დედა გამრავლებული იყიდე რა მცველები. 80 წლის იანგს რო კრაიზე ათამაშებ. დააკივრდით რა ჯერ ასეთი გამოციდლია ბოლო წუთებზე ყველა წამს რო მნიშვნელობა აქვს ჯარიმას იღებს თან ყვითლდება მერე მაგის ზუსტი პასი მე წლებია არ მინახავს კრაიდანაც რო აწოდებს 98% უაზროდ ჩაწოდებულია. იგივეს აკეთებს მთელი თამაში სმოლინგი და როხო. ესე იგი ვალენსიას ასწავლა ბურთის შენარჩუნება კაცი აღარ იგრეიბს უაზროდ კარგად პასებთ ამოდიან და იანგი სმოლინგი როხო მიეკარება თუ არა ბურთს ეგრევე ან აუტზე ან წინ გიჟებივით აი დაჩაგრული შეშინებული ქათმებივით იშორებენ. რამდენი მომეტი იყო მოწინააღმდეგე 7 8 მეტრში იდგა შეეძლოთ პასებით ამოსვლა და არა იმენა ბაახ წინ ჩაჯმულივით რა. ზლატანი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა საერთოდ რო არ შემოეყვანა უკეთესი იქნებოდა ცხვარი ყავს გამობმული უკვე და რაც ითამაშა კი აქეს და ადიდეს იმ წლებისთვის და ახლა სტადიონზე ხო არ დავმარხავთ მაგ ჩემისას არა...
0
№19
ავტორი: stepno
12 დეკემბერი 2017 12:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველაფერიიი კარგად არის ნუ შექმნით ხოლმეე რაღაც კოშმარს:) წავაგეთ კი ბატონო არ დანიშნული პენალის გამოო სამწუხაროდ: პოგბა რო გვყოლოდა უბრალოდ დარწმუნებული ვარ ფრე მინიმუმ მორჩებოდაა:)) რაც შეეხებაა ჩვენს გუნდს წინა წელთან და წლებთან შედარებით (ვგულისხმობ ფერგის წასვლის შემდგომ პერიოდს) ყველაზე კარგი გუნდი გვყავს და მე პირადა ამ გუნდის დიდი იმედები მაქვს.მადლობა ყურადღებისთვის wink
0
№20
ავტორი: shotkin
12 დეკემბერი 2017 15:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
თავიდანვე ვიცოდი რა გველოდა მოუ რომოდიოდა ხარისხი მაგრამ დაცვიტი ფეხბურთი, უბრალოდ გრანდებთან ესეთ შედეგებს ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად, სიტის განსაკუთრებული არაფერი უქნია თავისუფლად შეიძლებოდა მაგათთვის მოგება ოღონდ არა ამ ტაქტიკით, ძირი თვიტონ გამოითხარა მოუმ და რაც გააკეთა ეგარის ოლდ ტრაფორდის უპატივისმცემლობა და ფანების უპატივისმცემლობა.
პ.ს ყველაფერს რო თავი დავანებოთ ამ მომენტისთვის ამაზე უკეთესი მწვრთნელი მაინც ვერ გვეყოლება და სამომავლოდ იმედია გიგზი მოგვევლინება მწვრთნელად და სამწვრთნელო შტაბში წიტური პრინციც იქნება. უკვე გვჭირდება გიგზი და გარისკვად ღირს ნამდვილად <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top