თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2017, 15:41
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 3807,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი
პორტუგალიელმა მატჩის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
მოურინიოს ვერდიქტი
პრემიერ ლიგის მე- 16 ტურის ცენტრალური მატჩი, ოლდ ტრაფორდზე "იუნაიტედსა" და "სიტის" შორის გაიმართა, აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვება ქალაქელებმა, მინიმალური სხვაობით 1-2 შეძლეს. რის შემდეგაც მდევარ "იუნაიტედს" კიდევ უფრო დაშორდნენ და საკუთარი პოზიცია, ცხრილის სათავეში კიდევ უფრო გაიმყარეს. ამ ორ გუნდს შორის სხვაობა უკვე 11 ქულას შეადგენს.

მატჩის შემდეგ ტრადიციულად, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს "იუნაიტედის" დამრიგებელმა უპასუხა. რასაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ერერას წაქცევის მომენტთან დაკავშირებით

"ეს იყო სუფთა პენალი. მე თანავუგრძნობ ჩემ გუნდის წევრებს, თანავუგრძნობ მატჩის მთავარ არბიტრს მაიკლ ოლივერს - ვფიქრობ, რომ მან კარგად შეასრულა მასზე დაკისრებული სამუშაო, თუმცა ვაცხადებ, რომ პენალი დასანიშნი იყო. მსაჯმა შეცდომა დაუშვა, მსგავსი რამ ფეხბურთში ხდება ხოლმე. მსგავსი შემთხვევა ჩვენ გასულ სეზონშიც გვქონდა, ზუსტად აქ და ზუსტად "სიტის" წინააღმდეგ, როდესაც მთავარ არბიტრმა მარკ კლატენბურგმა უეინ რუნის წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. დღესაც განმეორდა იგივე, მე ნამდვილად თანავუგრძნობ ბატონ ოლივერს, რადგან მან საბოლოო ჯამში დაკისრებულ მოვალეობას კარგად გაართვა თავი. ის ძალიან ცდილობდა შეცდომა არ დაეშვა, თუმცა ისიც ადამიანია. მან ერთი შეცდომა დაუშვა, შეცდომა რომელიც ფატალური აღმოჩნდა ჩვენთვის და შეხვედრის საბოლოო ანგარიშზე გავლენა მნიშვნელოვნად იქონია.

თქვენ ამის შესახებ შეგიძლიათ არაფერი თქვათ, თუმცა შეგიძლიათ ილაპარაკოთ ბურთის ფლობაზე, თქვენ შეგიძლიათ მოიყვანოთ ნებისმიერი საფეხბურთო თეორია, ისაუბროთ სტატისტიკაზე, თუმცა გეტყვით, რომ გასულის სეზონის მსგავსად არ დანიშნულმა პენალმა, შეხვედრაში გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.


"იუნაიტედისა" და 'სიტის" ტაქტიკური შედარება

რაღაც გავაკეთეთ სწორად, რაღაც არ გავაკეთეთ სწორად, თუმცა შემიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ყველა მთლიანად ჩავეფლეთ ამ შეხვედრაში, თითოეულ ჩვენგანმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა მატჩისთვის. ჩვენ ვიცით, რომ "სიტი" ბურთს კარგად ფლობს, ისინი კარგად მართავენ განაპირა მცველებს. ამ შეხვედრაში უნდა ითქვას, რომ მათ ფორვარდმა უკან დაიხია და ძირითადად ნახევარდაცვიდან მუშაობდა, ამ შემთხვევაში თუნდაც კარგი პრესინგით ძალიან ძნელია ბურთის შენარჩუნება.

გაშვებულ გოლებზე

მათ ორი საშინელი გოლი გაგვიტანეს. ასეთი ბურთების გაშვება არ შეიძლება. როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში მსგავს გოლებს უშვებ, ნამდვილად ვერ შეძლებ შეხვედრაში წარმატების მიღწევას. თქვენ შეგიძლიათ შეაფასოთ, რამდენად კარგები იყვნენ და რამდენად კარგად თამაშობდნენ ისინი, როდესაც მათ არაფრისგან ორი გოლი გაიტანეს. უბრალოდ იღბლიანი ბურთი და მეტი არაფერი.

დროის გაყვანა

როდესაც იგებ დროის გაყვანა მნიშვნელოვანია. ჭკვიან და კრეატიულ ფეხბურთელებმა იციან, თუ როგორ გააკეთონ ეს. ვისურვებდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსგავს სიტუაციაში ხშირად მოექცნენ. მე არასდროს გავაკრიტიკებ მოწინააღმდეგეს თუ ამას ისინი ჭკვიანურად გააკეთებენ.

საჩემპიონო რბოლა

რბოლა დასრულდა თუ არა? არ ვიცი. "სიტი" ძალიან კარგი გუნდია, დღევანდელი გამარჯვება კი მათ წარმატებას დაემატება. სამშაბათს პრემიერ ლიგის ახალი ტური დაიწყება და ჩვენი ჩათვლით, ყველა ვინც მოწინავე პოზიციებზეა, ყველა შეეცდება მაქსიმალური ქულების მოპოვებას და სხვაობის შემცირებას ლიდერ გუნდთან, რა თქმა უნდა ქალაქელებს ძალიან კარგი უპირატესობა აქვთ.

11 ქულა ძალიან დიდი უფსკრულია, არ ვიცი შევძლებთ თუ არა ამ ქულების აღმოფხვრას. თუმცა ვიცი რომ ოთხშაბათს გამარჯვება შეგვიძლია, ამისთვის ძალიან ბევრს ვიმუშავებთ. ეს ერთადერთია რასაც ყოველთვის ვიმეორებ - საჭიროა მომავალ დაპირისპირებაზე ფიქრი, ჩვენ მხოლოდ ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ეტაპზე. ვეცდებით ჩვენი დადებითი თვისებები მაქსიმალურად გამოვავლინოთ მომავალ შეხვედრებში. შეცდომებზე ვიმუშავებთ და მათი გამოსწორებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".-
განაცხადა დასასრულს პორტუგალიელ სპეციალისტმა.




წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
21 კომენტარი
№21
ავტორი: dato321dato
12 დეკემბერი 2017 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
ბიჭო ეს გვარდიოლას ბულკი იყო სუულ და ერთადერთი ინტერით გაარტყა ეხლე ვსო მაგის იქით ამას განვითარება არაქვს მერამდენეთ აგებს იგივე ტაქტიკით და არცვლის მაინც რაღაც ხომაინც უნდა შეცვალოს ამ ჩემისამ როცა ხედავს რო აგებს სუულ ***ას ვაბშე მაგის ცინგლიანი დედაც მოვ*** დიდ გუნდებთან სულ ფრეზე სათამაშოთ გადიან მოიტ ყნა ტვინი უკვე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top