თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2017, 01:02
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3482,
კომენტარები: 29
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
შაბათს გამართულ შეხვედრაში , ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' სტუმრად ლონდონის ''არსენალი'' დაამარცხა. ''იუნაიტედიდან'' დუბლი შეასრულა ლინგარდმა, ხოლო 1 გოლის გატანა მოახერხა ანტონიო ვალენსიამ. მეორე ნახევარში უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან პოლ პოგბა გააძევა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1–3 დასრულდა, მანჩესტერელთა გამარჯვებით. შეხვედრა გამოდგა განსაკუთრებულად ლამაზი და დაძაბული. აღსანიშნავია დავიდ დე ხეას ბრწყინვალე ფორმა, მან 12 სეივი განახორციელა და უდავოდ საუკეთესო იყო ''იუნაიტედის'' რიგებში. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დიდებული წარმოდგენა
''ვფიქრობ, ეს იყო ფენომენალური მატჩი. ჩემი გუნდი კარგად თამაშობდა და ბოლომდე იბრძოდა, თუმცა არსენალს ჰქონდა პერიოდები, სადაც საუკეთესო სანახაობას გვთავაზობდა და საოცარი შემტევი ფეხბურთით სირთულეებს გვიქმნიდა. ჩემმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს საუკეთესო სიტყვები. ეს იყო საოცარი, ფენომენალური, ფანტასტიური და რაც მთავარია დამსახურებული 3 ქულა.''

რა იყო გეგმა?
''გეგმა იყო ასეთი, დაიჭერდა თუარა არსენალი ბურთს ჩვენ ყველა უნდა ჩავსულიყავით დაცვაში, დაწყებული შემტევი ფეხბურთელებიდან, ხოლო, როდესაც ჩვენ გვექნებოდა ბურთი, კონტრ–შეტევაზე შეგვეტია სწრაფად და გვეცადა გოლების გატანა, რაც გამოგვივიდა. რა თქმა უნდა ისინი იტყვიან, რომ გაანიავეს ბევრი შანსი, მაგრამ ასეთი შანსები ჩვენც გვქონდა. ჩვენ მოვარტყით ბურთი ძელს, ვერ გამოიყენა თავის მომენტი რომელუ ლუკაკუმაც. ვიბრძოლეთ, გვყავს შესანიშნავი მეკარე და ვფიქრობ დავიმსახურეთ გამარჯვება.''

პოგბას წითელი
''არ ვიცი, თქვენთვის მომინდია იყო თუ არა. ასევე, თქვენთვის მომინდია ლუკაკუს ეპიზოდი, როდესაც კოშელნიმ წააქცია. თქვენ გიტოვებთ არსენალსაც, რადგან მე უკვე შემდეგი მეტოქისთვის ვემზადები.''

მატიჩის თამაში საეჭვო იყო, თუმცა მან 90 წუთი ითამაშა.
''დიახ მას ჰქონდა მიკრო ტრამვა და მან შესანიშნავი სამუშაო გასწია ბოლო დღეებში. აღსანიშნავია სამედიცინო პერსონალი, რომელმაც კარგად იმუშავა და მისი სასტარტო თერთმეტეულში დაყენება შესაძლებელი გახადა. ასევე მსურს აღვნიშნო, არსენალის სამედიცინო პერსონალი, რადგან ლაკაზეტზე ყველამ ვიცოდით, რომ ვერ შეძლებდა თამაშს, მან კი 90 წუთი დაჰყო მოედანზე.''

კომფორტული გამარჯვება 10 კაცით დარჩენის შემდეგ
''ფეხბურთელები გაიზარდნენ პროფესიული თვალსაზრისით. მათ გააანალიზეს თამაში უკეთ და სწორად შეაფასეს შექმნილი სიტუაცია. მნიშვნელოვანი იყო ზონების გადაკეტვა და ამის შემდეგ, რაიმის შექმნაზეც შეიძლებოდა ფიქრი. ზონები გადავკეტეთ და თავს კომფორტულად ვგრძნობდით, ამის შემდეგ იყო ის რაც ვთქვი, ლუკაკუს და კოშელნის მომენტი, სადაც იგი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, ეპიზოდის განხილვა კი თქვენთვის მომინდია.''–განაცხადა მოურინიომ.

შემდეგ ტურში ''იუნაიტედი'' თანაქალაქელ ''მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს პოლ პოგბა, მას ''არსენალთან'' მიღებული წითელი ბარათის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
29 კომენტარი
№1
ავტორი: kobinio
3 დეკემბერი 2017 01:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Sudia mogi... dedis dumebi arascoro axvaro maimuno
0
№2
ავტორი: Svanchester
3 დეკემბერი 2017 01:16
  • სიახლეები: 2777
  • კომენტარები: 3861
დე ხეა საუკეტესოზე საუკეტესო იყო, უნდა ვამაყობდეთ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გვყავს. ვალენსია როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება პლიუს ამას მნიშვნელოვანნ თამაშში გოლი გაიტანა ნმდვილად იმსახურებს საქებარ სიტყვებს. სმოლინგზეც ვერაფერ ცუდს ვერ ვიტყვი როგორც ყოველთვის ბოლომდე გაისარჯა, რაც შეეხება როხოს ცოტა დაბნეულობა ეტყობოდა, ის უთამაშებელი პერიოდი რაც ტრავმის გამო ქონდა თითქოს ამ მატჩში გამოჩნდა.ლინდელოფი ნელნელა იზრდება როგორც ვატყობ და ყალიბდება სნდო მცველად. მატიჩი ყოველ მატჩში ამტკიცებს რომ უბრალოდ ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია მთელ ევროპაში, მისი ლოგიკური აზროვნება კლასი მონდომება ნამდვილად დიდებული შედეგების მომტანია გუნდისთვის. პოგბამ იყოჩაღა საგოლე პასებში თუმცა სრულიად უწყინარ სიტუაციაში თავი გაიგდო. ლინგარდი ბოლო ორი მატჩია საოცრებებს ჩადის იანგის მსგავსად ესეც აღმოაჩინა მოურინიომ აშკარაა ჟოზეს ხელი ამ ორ ფეხბურთელთან დაკავშირებით. ხოლო იანგიც ბოლომდე დაიხარჯა ის საჯარიმო დარტყმა მარტო რად ღირს იოზილს რო მოუხსნა ლოგიკურად იმოძრავა მიუხვდა ჩანაფიქრს. მარსიალის საგოლე პსი იყო ზე კლასი რასაც ქვია ამ თამაშშიც თქვა თავისი სიტყვა. ლუკაკუმ როგორც ყოველთვის იშრომა და მასზე რაც იყო დამოკიდებული ყველაფერი გაკეთა. საბოლოო ჯამში გეტყვით იმას რომ სასიამოვნო თამაში იყო ჩვენი გოლების თვალსაზრისით, დანარჩენი არსენალი ზედ რო გვეჯდა ნამდვილად არ შეგვეფერებოდა თუმცა ეს თამაში უკვე წარსულს დარჩა..წინ სიტი გველოდება და პოგბას გარეშე უნდა ავიღოთ სამი ქულა
1
№3
ავტორი: stepno
3 დეკემბერი 2017 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ubralod brwyinvale tamashi da erti didi minusi am tamashis iyo pogbas witeli,romelic saocrad dagvakldebaa sitistan da samwuxarod gadamwyveti sheidzleba gamodges :)
0
№4
ავტორი: shotkin
3 დეკემბერი 2017 09:05
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ნოიერი ნოიერიო ესე თავგამოდებით როყვირიან, პირადად მე ობიექტური როვიყო გადაჭრით გამიჭირდებოდა თქმა ნოიერი უფრო წინაა ამეტაპზე თუ დეხეა, მაგრამ ესე აშკარად რო ამჯობინებენ ნოიერს დეხეას(უფრო ბავარიის ფანები,რაც გასაკვირი არაა) 1 მიზეზი თქვან მაშინ რიტი ჯობია ნოიერი დე ხეას ანუ რა აქნოიერს ისეთი განსაკუთრებული რაც დეხეას არ აქვს, რადგან დეხეა თავდასხმაში არმირბის(და ამისგამო არ დასჯილა) არნიშნავს რო ნოიერი ჯობია...
0
№5
ავტორი: dadu-dadu777
3 დეკემბერი 2017 09:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მოუც ატრაკებს რა .პოგბა გასაგდები როიყო ეგ ხო იასნია მოამტვრია ტიპს ფეხი იმენა გადაწყვიტა ლამის და მოუს კომენტარიდან ჩანს რო არეთანხმება მაგრამ რამდენი რამეც თქვა იმდენი დააჯარიმეს ტიპი და აღარუნდა wink
0
№6
ავტორი: PaLoMo
3 დეკემბერი 2017 09:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ციტატა: dadu-dadu777
მოუც ატრაკებს რა .პოგბა გასაგდები როიყო ეგ ხო იასნია მოამტვრია ტიპს ფეხი იმენა გადაწყვიტა ლამის და მოუს კომენტარიდან ჩანს რო არეთანხმება მაგრამ რამდენი რამეც თქვა იმდენი დააჯარიმეს ტიპი და აღარუნდა wink

me vfiqrob ro ganzrax arutamashia egre da sheidzlevoda daendo.gavicsenot nanis momenti realtan ro gagvigdo arc iq ar iyo ganzrax tanashi arc shexebia mara gagvigdoo.nu pogbas raccsheexeba sheidzleboda dandoba mara dzan uceshi tamashi gamoivisa da daaajes kidec
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: gaga1987
3 დეკემბერი 2017 10:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
eh pol rogori danaklisi iknebi sitistan.
0
№8
ავტორი: Malboro463
3 დეკემბერი 2017 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
siria pogba da meti araferi sitistan gaq satamasho mogebuli gaq tamashi da witels ikideb arafris momcem situaciashi
2
№9
ავტორი: Manuille
3 დეკემბერი 2017 11:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
aseti tamashi mgoni wels aryofila premier ligashi :D
0
№10
ავტორი: gache1991
3 დეკემბერი 2017 11:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
De xea Ari saocreba:))sanchesis damatebuli rogor aigo:))ise skais 14 seivi uweria rac aqamde orjer iyo eplshi.am mogebit shegvidzlia sitistan prezec vitamashot.pogbas gareshe pinalivit tamashi iqneba da imedi maq joze rames moipiqrebs.standartebze unda vitamashot,otamendis Garda magal burtze ver tamashoben da felainic gamodgeba..mogeba saswauli iqneba mitumetes arsenaltan mogebis mere pogbas gareshe frec Kai iqneba

Daje vengerma tqva ro dexea matchis sauketeso motamashe gaxda ise ro kilometrebit gaaswro sxvebso:))erti ramis tqma Minda mourinios magineblebistvis:))arc sitis gadauvlia arsenalistvis.2-1 mougo orive afsaididan gautanes,lakazeti ar yavdat sastavshi rogorc ki shemovida gautana da momentebic sakmarisad qonda.ase rom es 3qula arc ise advili asagebi iyo rogorc angarishidan chans..bevri dakargavs mand qulebs da pirvelrigshi eg liverpuli iqneba

Golis momentshic saswauli shecdoma iyo dacvis, absoliturad yvela idga da uyurebda dexeas..ase ar sheidzleba.rac sheexeba lukakus romelsac bevri marto golit afasebs.11sahaero dueli moigo martom,imdeni ramdenic mtlianad arsenals qonda!optas statistikaa,ertert yvelaze gundur motamashed yalibdeba da 0aq egoizmi.sitistan unda vawodot rac sheileba meti felaini lukaku vinc ki magalia pogbas gareshe meechveba magaze uketesi shansi gvqondes
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top