თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2017, 01:02
ავტორი: pogba.,
ნანახია: 3476,
კომენტარები: 29
მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს მატჩისშემდგომი ინტერვიუ.
მოურინიო მატჩის შემდეგ
შაბათს გამართულ შეხვედრაში , ''მანჩესტერ იუნაიტედმა'' სტუმრად ლონდონის ''არსენალი'' დაამარცხა. ''იუნაიტედიდან'' დუბლი შეასრულა ლინგარდმა, ხოლო 1 გოლის გატანა მოახერხა ანტონიო ვალენსიამ. მეორე ნახევარში უხეშობისთვის მსაჯმა მოედნიდან პოლ პოგბა გააძევა. საბოლოოდ მატჩი ანგარიშით 1–3 დასრულდა, მანჩესტერელთა გამარჯვებით. შეხვედრა გამოდგა განსაკუთრებულად ლამაზი და დაძაბული. აღსანიშნავია დავიდ დე ხეას ბრწყინვალე ფორმა, მან 12 სეივი განახორციელა და უდავოდ საუკეთესო იყო ''იუნაიტედის'' რიგებში. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

დიდებული წარმოდგენა
''ვფიქრობ, ეს იყო ფენომენალური მატჩი. ჩემი გუნდი კარგად თამაშობდა და ბოლომდე იბრძოდა, თუმცა არსენალს ჰქონდა პერიოდები, სადაც საუკეთესო სანახაობას გვთავაზობდა და საოცარი შემტევი ფეხბურთით სირთულეებს გვიქმნიდა. ჩემმა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს საუკეთესო სიტყვები. ეს იყო საოცარი, ფენომენალური, ფანტასტიური და რაც მთავარია დამსახურებული 3 ქულა.''

რა იყო გეგმა?
''გეგმა იყო ასეთი, დაიჭერდა თუარა არსენალი ბურთს ჩვენ ყველა უნდა ჩავსულიყავით დაცვაში, დაწყებული შემტევი ფეხბურთელებიდან, ხოლო, როდესაც ჩვენ გვექნებოდა ბურთი, კონტრ–შეტევაზე შეგვეტია სწრაფად და გვეცადა გოლების გატანა, რაც გამოგვივიდა. რა თქმა უნდა ისინი იტყვიან, რომ გაანიავეს ბევრი შანსი, მაგრამ ასეთი შანსები ჩვენც გვქონდა. ჩვენ მოვარტყით ბურთი ძელს, ვერ გამოიყენა თავის მომენტი რომელუ ლუკაკუმაც. ვიბრძოლეთ, გვყავს შესანიშნავი მეკარე და ვფიქრობ დავიმსახურეთ გამარჯვება.''

პოგბას წითელი
''არ ვიცი, თქვენთვის მომინდია იყო თუ არა. ასევე, თქვენთვის მომინდია ლუკაკუს ეპიზოდი, როდესაც კოშელნიმ წააქცია. თქვენ გიტოვებთ არსენალსაც, რადგან მე უკვე შემდეგი მეტოქისთვის ვემზადები.''

მატიჩის თამაში საეჭვო იყო, თუმცა მან 90 წუთი ითამაშა.
''დიახ მას ჰქონდა მიკრო ტრამვა და მან შესანიშნავი სამუშაო გასწია ბოლო დღეებში. აღსანიშნავია სამედიცინო პერსონალი, რომელმაც კარგად იმუშავა და მისი სასტარტო თერთმეტეულში დაყენება შესაძლებელი გახადა. ასევე მსურს აღვნიშნო, არსენალის სამედიცინო პერსონალი, რადგან ლაკაზეტზე ყველამ ვიცოდით, რომ ვერ შეძლებდა თამაშს, მან კი 90 წუთი დაჰყო მოედანზე.''

კომფორტული გამარჯვება 10 კაცით დარჩენის შემდეგ
''ფეხბურთელები გაიზარდნენ პროფესიული თვალსაზრისით. მათ გააანალიზეს თამაში უკეთ და სწორად შეაფასეს შექმნილი სიტუაცია. მნიშვნელოვანი იყო ზონების გადაკეტვა და ამის შემდეგ, რაიმის შექმნაზეც შეიძლებოდა ფიქრი. ზონები გადავკეტეთ და თავს კომფორტულად ვგრძნობდით, ამის შემდეგ იყო ის რაც ვთქვი, ლუკაკუს და კოშელნის მომენტი, სადაც იგი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, ეპიზოდის განხილვა კი თქვენთვის მომინდია.''–განაცხადა მოურინიომ.

შემდეგ ტურში ''იუნაიტედი'' თანაქალაქელ ''მანჩესტერ სიტის'' უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს პოლ პოგბა, მას ''არსენალთან'' მიღებული წითელი ბარათის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს.

წყარო:http://www.manutd.com
ინტერვიუები
29 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
3 დეკემბერი 2017 12:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
პოგბა დიდი დანაკლისი იქნება სიტისთან, უნდა გაასაჩივრონ მთლად 3 მატჩიანიც არ ეკუთვნის
0
№12
ავტორი: kaxeti
3 დეკემბერი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
კარგა ხანია, ამისთანა მაგარი თამაში არ მინახავს! ბოლო მატჩებში გამოიკვეთა, რომ მომაკვდინებელი კონტრშეტევები გვაქვს! დავიდ დიდი უდიდესია, პირველ ტაიმში სერბმა ბევრჯერ გვიშველა, მაგრამ აქამდე რატომ მიჰყავთ, ვერ გამიგია, პირველივე ტაიმში 0 5 უნდა ყოფილიყო და ამდენს აღარ ვინერვიულებდი! სერბი ნემანიას თავდადება, ნამდვილად აღნიშვნის ღირსია!

ციტატა: shotkin
ნოიერი ნოიერიო ესე თავგამოდებით როყვირიან, პირადად მე ობიექტური როვიყო გადაჭრით გამიჭირდებოდა თქმა ნოიერი უფრო წინაა ამეტაპზე თუ დეხეა, მაგრამ ესე აშკარად რო ამჯობინებენ ნოიერს დეხეას(უფრო ბავარიის ფანები,რაც გასაკვირი არაა) 1 მიზეზი თქვან მაშინ რიტი ჯობია ნოიერი დე ხეას ანუ რა აქნოიერს ისეთი განსაკუთრებული რაც დეხეას არ აქვს, რადგან დეხეა თავდასხმაში არმირბის(და ამისგამო არ დასჯილა) არნიშნავს რო ნოიერი ჯობია...

ჩვენი დათუნია, დღესდღეობით პირველია, არავითარი ნოიერი და არავითარი მღნერშტეგენი!

ასო ძ გამომრჩა სიჩქარისგან, რა თქმა უნდა მძღნერშტეგენი!
0
№13
ავტორი: ikeoni
3 დეკემბერი 2017 12:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
მართლა საოცარი თამაში იყო კარგა ხანია ინგლისში ესეთი თამაში არ მინახავს...პოგბა sad
0
№14
ავტორი: LASHQARA
3 დეკემბერი 2017 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
''არ ვიცი, თქვენთვის მომინდია იყო თუ არა. ასევე, თქვენთვის მომინდია ლუკაკუს ეპიზოდი, როდესაც კოშელნიმ წააქცია. თქვენ გიტოვებთ არსენალსაც, რადგან მე უკვე შემდეგი მეტოქისთვის ვემზადები.'' რა თ-ე-ს-ლ-ი კაცია ჟოჟობა. შენ თვითონ არ იცი რა იყო და რა არაა am
0
№15
ავტორი: Temo_Ibra
3 დეკემბერი 2017 12:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
აი როგორც მოუს უნდოდა ისე დამთავრდა ეს თამაში, მიუხედავად არსენალის მომენტებისა - ამ მომენტებიდან ერთის გამოყენება შეძლეს. ახლა არ ვიტყვი რომ ავტობუსის თამაში მეტად მომწონს მაგრამ თუ შედეგი მოაქვს რატომაც არა? პოგბა მართლა დაგვაკლდება მაგრამ რავი ვფიქრობ რომ არც ფელაინი ან ერერა იქნება ცუდი. ნუ დეხეას ბრავო, ბრავო და ბრავო, ამ კაცზე ცუდს ვერაფერს იტყვი. თუ სიტიმ გატეხა ხო ვაფშე მაგარი იქნება მაგრამ არამგონია. მოკლედ ჩვენ უნდა მივუჩინოთ მაგათ მათი ადგილი am
0
№16
ავტორი: gache1991
3 დეკემბერი 2017 14:08
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Am avtobusma moitana is ro bavarias romelic germaniiashi dafrinavs chvenze 3it naklebi qula aq:)) igive barsa romelic ukonkurentod Ari pirvelze mxolod 1 qulit meti aq chvenze..chven Wels mivzdevt gunds romelsac aranormaluri shedegi aq,magalitad arsenaltan mogebamde ramdeni qulac gvqonda fergiusonis 13 mogebulisezonidan mxolod 3shi qonda gunds ufro meti qula!Anu sitis ro es aranormaluri shedegi ar qondes yvelam vicit sad viqnebodit

Vesthemis imedze chemi mteri iyo mara imedia LeRoi sane,fernandinio,kompanidan romelime mainc aikidebs yvitels.egreve toveben chventan tamashs imdeni yviteli aqvt dagrovebuli.stounzi isedac ar eyolebat,fernandinios ar yopna dagvxatavda..erera daajdeba debruins darwmunebuli var,baili jonsi unda dagvibrundnen da smolingi jonsi baili davayenot centrshi.amas damatebuli sheileba dasvenebuli ibras gamoyeneba 10ianze

Romelic standartebze rac mgonia mtavari shansi sitistan lukaku jonsi smolingi matichtan ertad dzaaalian. Did upiratesobas mogvcems haershi

Da ereras 3.0iani baratic ar gamazot:)) chelsistan ager arsenaltan kamfetivit dajda:))shemdegi sitia:)))))
0
№17
ავტორი: bachooo
3 დეკემბერი 2017 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
დე ხეა რომ ნომერ 1 ლია ეგ უკვე ყველამ იცის love იმას ვერ ვხვდები როცა ამბობენ პოგბას წითელი ბარათი ეკუთვნოდაო რომელი მცველი დებს მუხლს ბოლომდე შეუძლებელი იყო ფეხის აცილება სული ხომარაა რომ გასულიყო მუხლში ფეხი არმესმის არც წითელი იყო ჩემი აზრია მხოლოდ,პგობას გარეშე გაგვიჩირდება მაგრამ შეუძლებელი არაფერია მითუმეტეს სიტისთან am
0
№18
ავტორი: bziki
3 დეკემბერი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პოგბას გარეშე მაგრა გაჭირდება. იმედია ფელაინი,ბაილი,ჯონსი მოასწრებენ,ან კერიკი სადღაა ხო თქვა უკვე ვვარჯიშობო ერთ ტაიმი მაინც რო გაქაჩოს ეგეც საქმეა უკვე, თორე ამ თამაშით რა შანსი გვაქ არ ვიცი. ლინგარდი კაი ხოდზეა იმედია სიტისაც შეუგდებს.
დაცვა ძაან აირია ვერ კლავენ თამაშსს ბაილი ჯონსი ორივე გვჭირდება. ერერაც არეულია ვერ ენდობი,
ჩემი აზრით საერთოდ გასაშვებია სკამზეც ვერ ენდობი ისეთ ფორმაშია, საუკეთესო ფორმაში როცაა მაშინაც არაა მანჩესტერის დონის. იმედია იყიდის კიდევ ერთ ცენტრს და გაუშვებს ორივეს ერერასაც და ფელაინისაც ორივეს გაშვებით კუშს აიღებს და მიაწვეს საულს, თუ არადა არიან კიდევ გორეცკა,დაიერი,ფაბინიო,კოვაჩიჩიც ინგრევს კარიერას
პირველ რიგში გასაწმენდია გუნდი ეხლა უკვე პრობლემების გარეშე წავლენ. მაინც ვერ ხვდებიან განაცხადშიც კი ზოგ ზოგიერთები საერთოდ რისთვის უხდიან მაგხელა ხელფასებს დარმიანს,ბლინდს,შოუს.სმოლინგიც გასაშვებია,ერერაც,ფელაინიც,მატა ან ხითარიანი ერთ ერთი უნდა წავიდეს. კეიკიც მიდის,იანგი ვალენსია ორივე წამსვლელია კაი სამუშაოა და იმედია ზამთრიდანვე დაიწყებენ მუშაობას,პირველ რიგში პერეირა დააბრუნონ ზამთარშივე
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
3 დეკემბერი 2017 16:10
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
საწითლე ნაღდად არ იყო და შეცდომა დაუშვა მსაჯმა.მილიონჯერ ვუყურე გამეორებას და ბელერინი უკვე მიწაზე იყო ფეხით და პოგბა ფიზიკურად ვერ მოახერხებდა დადგომას.მართალია არ უნდა წასულიყო საერთოდ ამ ბურთზე აზრი იყო ნოლი მაგრამ საწითლე ნაღდად არ იყო.რაც შეეხება იმას აქ წერდნენ რო გვაჩიქეს ლამის ორი ბურთიო.ეს ჩუქება არ არის იმიტო რომ მაღალზე ვეთამაშეთ ინტენსიურო პრესინგი და შეცდომების დაშვებაც ამის გამო მოხდა აბა კაცი რო არ მისულიყო მუსტაფისთან თავისით არაფერს იზამდა.რაც სეეხება ლუკაკუს მეც მომეშალა პრ მომენტზე ნერვები მაგრამ ცივი გონებით რო შევხედე და გავაანალიზე მივხვდი რო იმდენი სირბილი უწევდა უკან და იმდენი ენერგია ხარჯა რო ასე მთელი თამაში რიოკზე შეძლო სირბილი ძაან ძნელია.მე თვალში უფრო პოგბას დაბალი სიჩქარე მომხვდა უბრალოდ სწორად პოზიციონირების ხარჯზე იყო რო ბურთს არ კარგავდა და კორპუსით შევიდა საჯარიმოსი საგოლე პასზე.ძაან დონეა ტიპი აი ძაან მაგრამ სიჩქარე ნაღდად არ აქვს მაღალი ტრამვამდე უფრო სწრაფი იყო.იანგი არ ვიცი თავის თავს ახტება და სასწაულებს აკეთებს მაგრამ აი როხო ძაან სუსტი წერტილია დაცვაში.ძაან ბევრი შეცდომები აქვს და არასაიმედოა.გოლის მომენტში რო დაცვა ჩავარდა დააკვირდით იანგი თავის ადგილზეა და ამ დრო სამის მცველი უაზროდაა განაწილებული.ეს პოზიციური გადაჯგუფებები ზუსტად როხოს სასტავში გამოჩენის შემდეგ გაჩნდა და არ იყო მანამდე.3მცველიან ტაქტიკაში ბაი სმოლინგი ჯონსი თუ არ იქნა დირკაა დაცვა.დეხეა არის +2მცველი გუნდში.საოცარი სეივები ქონდა მსგავსი მეკარე არაა დღეს პლანეტაზე.ლინგარდი არის დაუღვინებელი ტიპი თორე ცხენივით დარბის და პრესინგზე უალტერნატივოა ერერასთან ერთად ოღონდ მაღალ პრესინგზე.მატიჩი უმაღლესი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ტიპია ასეთები იშვიათია თანამედროვე ფეხბურთში.მარსიალი კიდე მართლა მარსიდანაა მარა ჩვენთან ცოდვაა ბარსაში ან რეალში უკვე მეგა ვარსკვლავი იქნებოდა.მაგრამ კაია ჩვენთან როა.პირველი პასის გამკეთებელი მცველები გვიჭირს ძაან.ლინდელოფი დიდ ფეხბურთს ითამაშებს დაიმახსოვრეთ.ამ ბიჭს ყველაფერი აქვს ამისთვის.გუშინ ხან სანჩესის პერსონალურზე იდგანმერე აივობის და ხიფათი არ შეაქმნევინა არავის.ერთადერთი ნეგატივი პოგბას თხაობა იყო და მსაჯის სიშტერე თორე იდეალური იყო თამაშიც სანახაობრივი და შედეგიანი
0
№20
ავტორი: giorgisamnidze99
3 დეკემბერი 2017 16:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სიტიმდე ცეესკას ჩაუტაროთ მასტერ კლასი და მერე ერთხმად დავამარცხოთ გვარდიოლას შეგირდები .. გული მიგრძნობს რო მოსაგებათ გაიყვანს ჟოზე გუნდს სხვა გზა არააქ უბრალოთ სიტისთან თუ დღეს მოიგო სიტიმ 8 ქულა იქნება სხვაობა და ნიჩიაზე რო ათამაშოს ჟოზემ გუნდი სიტისთან მაინც 8 ქულა დარჩება ამიტო მარტო მოგება მოგება და მეტი არაფერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top