თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2017, 05:11
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 3410,
კომენტარები: 41
შესაძლოა "იუნაიტედი" რამოდენიმე მოთამაშემ დატოვოს
ჟოზე მოურინიოს ტრანსფერების განსახორციელებლად მოთამაშეების გაშვება მოუწევს.
შესაძლოა
ბრიტანული, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, "BBCSport" იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოს შეატყობინეს, რომ თუ მას სურს იანვრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის გაძლიერება, ამისათვის რამოდენიმე მოთამაშის გასხვისება მოუწევს.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "იუნატედის" წლიური შემოსავალი 13.5%-ით გაიზარდა გასულ სეზონთან შედარებით, რაც დაახლოებით 265 მილიონ ფუნტ სტერლინგს გულისხმობს. კლუბის მფლობელებს კი ამ მაჩვენებლის გაკონტროლება და გაზრდა სურთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ "იუნაიტედი" ახალ მოთამაშეების ყიდვას შეეცდება, მაშინ კლუბს სხვა მოთამაშეები დატოვებენ.

გასასხვისებლად ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ლუკ შოუა, რომელიც "იუნაიტედს" 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა, თუმცა მისი ხშირი ტრამვიანობის შედეგად, ასე რომ ვთქვათ, კლუბი ფინანსური კუთხით დაზარალდა.

მთლიანობაში, მოურინიოს მოსვლის შემდეგ კლუბი 16-მა მოთამაშემ დატოვა. ყველაზე მაღალი შემოსავალი "იუნაიტედმა" მემფის დეპაისა (22მლ.) და მორგან შნეიდერლინის (16მლ.) გაყიდვის შემდეგ მიიღო. გარდა ამისა, კლუბის გასავალმა სერიოზულად დაიწია მას შემდეგ, რაც უეინ რუნის და ბასტიან შვაინშტაიგერს გამოემშვიდობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო კვირაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მარუან ფელაინის თურქეთში გადაბარგებაზე, რომელიც არსებული კონტრაქტის მიხედვით, ბოლო სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე" და თუ კლუბმა მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს "იუნაიტედს".

წყარო: BBCSport
ჭორები
41 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
8 ნოემბერი 2017 05:22
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
უეჭველი უნდა წავიდნენ: მატა,ერერა,იანგი,ლინგარდი, კერიკი.

დიდი ალბათობით წავლენ: ფელაინი,შოუ.

თუ ვერ ათამაშდნენ წავლენ: მხითარიანი,ლინდელოფი

დიდი ალბათობით წავლენ: როხო,ბლინდი,დარმიანი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: Mixito
8 ნოემბერი 2017 08:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
მოუ წავიდეს
1
№3
ავტორი: JuanMata
8 ნოემბერი 2017 09:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Mixito
მოუ წავიდეს


ეგ ყველაზე მარტივი იქნედბა, ასეთი თამაშით რაც ბოლო თამაშებში ვაჩვენეთ, ძაან რთულია გამოყო ვინ იყო სუსტი რგოლი, ასე რომ უყურებ ყველა ერთიანად გასაშვებია wink

სხვათაშორის, უკვე ბევრი ჭორი დადის, რომ თვითონ ჟოზეა უკმაყოფილო და პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებსო.

ფეხბურთელებს რაც შეეხება, შოუს გაუშვებს, მატას დიდი ალბათობით (თან კონტრაქტი ეწურება და ესპანურ გუნდებს უნდათ ძალიან), დარმიანი ან ბლინდი დაემატება სავარაუდოდ.
მგონია რომ ჟოზე ნელ-ნელა ყველას გაუშვებს ვინც მაგის მოყვანილი არ იყო და თუ დაცალდა, ერთ ფანჯარას კიდევ გამოიყენებს გუნდის შესავსებად.
,
0
№4
ავტორი: giorgiginturi
8 ნოემბერი 2017 09:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: JuanMata
ციტატა: Mixito
მოუ წავიდეს


ეგ ყველაზე მარტივი იქნედბა, ასეთი თამაშით რაც ბოლო თამაშებში ვაჩვენეთ, ძაან რთულია გამოყო ვინ იყო სუსტი რგოლი, ასე რომ უყურებ ყველა ერთიანად გასაშვებია wink

სხვათაშორის, უკვე ბევრი ჭორი დადის, რომ თვითონ ჟოზეა უკმაყოფილო და პსჟ-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებსო.

ფეხბურთელებს რაც შეეხება, შოუს გაუშვებს, მატას დიდი ალბათობით (თან კონტრაქტი ეწურება და ესპანურ გუნდებს უნდათ ძალიან), დარმიანი ან ბლინდი დაემატება სავარაუდოდ.
მგონია რომ ჟოზე ნელ-ნელა ყველას გაუშვებს ვინც მაგის მოყვანილი არ იყო და თუ დაცალდა, ერთ ფანჯარას კიდევ გამოიყენებს გუნდის შესავსებად.
,

აქ ბევრი წერს ჟოზეს წასვლას და მერე ვიინ? ანჩელოტი? თავისუფალია ისევ?
0
№5
ავტორი: gogalamps
8 ნოემბერი 2017 09:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
პსჯ არ უარყოფს ჯოზესტან კონტაქტს... ანჩელოტი ინგლიშია ლონდონში იმყოპება სასტუმრო სადაც ჯოზე ცხვორობს იქ
0
№6
ავტორი: JuanMata
8 ნოემბერი 2017 09:54
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: giorgiginturi

აქ ბევრი წერს ჟოზეს წასვლას და მერე ვიინ? ანჩელოტი? თავისუფალია ისევ?


თავისუფალი კია სეზონის ბოლომდე, მაგრამ მაგას მგონი მილანში უნდა დაბრუნება.
პოჩეტინო მგონია კარგი ვარიანტი, მაგრამ მაგას რეალი ეჩალიჩება და სავარაუდოდ ტოტენჰემი თუ დატოვა მანდ წავა.
არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ ისეთი მწვრთნელი მინდა, რომელიც გუნდს პოზიციურ შეტევას და დაცვიდან კარგად ამოსვლას ასწავლის, ბოლო 5 წლის პრობლემა.

ჯერ ადრეა მაინც ლაპარაკი, სეზონის ბოლომდე არავინ გაუშვებს ჟოზეს, თუ რამე საშინელება არ მოხდა. მერე უფრო გამოჩნდება დარჩება თუ არა, ან ვინ შეცვლის.
0
№7
ავტორი: gogalamps
8 ნოემბერი 2017 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ანჩელოტი ტუ დაინიშნა თქვენთან პირველი ვისაც სკამზე დასვავს ლუკაკუოა.... მაგის კომენტარი 2 ტვის უკან ესეტი იყო რომელ გუნდშიც იბრაა იქ მეორე ფორვარდი არ უნდა იყოსო
0
№8
ავტორი: kaxeti
8 ნოემბერი 2017 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
მეავტობუსე წავიდეს!
0
№9
ავტორი: temo-scholes
8 ნოემბერი 2017 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
მონაკოდან ლეონარდო ჯარდინი, ტოტედან მაურისიო პოჩეტინო და ანჩელოტი ჯერ ჯერობით ეს სამი კანდიტაი ყველაზე კარგი გამოცდილი მწვრთნელებიდან...

ისე კი მე პირადად მწვრთნელად მინდა კაცი რომელმაც კარიერა ჩვენ შეგვალია და საფეხბურთო პირადი აგენტი არ ყავდა არასდროს... <3
0
№10
ავტორი: ikeoni
8 ნოემბერი 2017 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
Jozem icis vin unda wavides da vin araa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top