თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2017, 05:11
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 3413,
კომენტარები: 41
შესაძლოა "იუნაიტედი" რამოდენიმე მოთამაშემ დატოვოს
ჟოზე მოურინიოს ტრანსფერების განსახორციელებლად მოთამაშეების გაშვება მოუწევს.
შესაძლოა
ბრიტანული, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა, "BBCSport" იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიოს შეატყობინეს, რომ თუ მას სურს იანვრის სატრანსფერო პერიოდში კლუბის გაძლიერება, ამისათვის რამოდენიმე მოთამაშის გასხვისება მოუწევს.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ "იუნატედის" წლიური შემოსავალი 13.5%-ით გაიზარდა გასულ სეზონთან შედარებით, რაც დაახლოებით 265 მილიონ ფუნტ სტერლინგს გულისხმობს. კლუბის მფლობელებს კი ამ მაჩვენებლის გაკონტროლება და გაზრდა სურთ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ "იუნაიტედი" ახალ მოთამაშეების ყიდვას შეეცდება, მაშინ კლუბს სხვა მოთამაშეები დატოვებენ.

გასასხვისებლად ერთ-ერთი პირველი კანდიდატი ლუკ შოუა, რომელიც "იუნაიტედს" 27 მილიონი ფუნტი დაუჯდა, თუმცა მისი ხშირი ტრამვიანობის შედეგად, ასე რომ ვთქვათ, კლუბი ფინანსური კუთხით დაზარალდა.

მთლიანობაში, მოურინიოს მოსვლის შემდეგ კლუბი 16-მა მოთამაშემ დატოვა. ყველაზე მაღალი შემოსავალი "იუნაიტედმა" მემფის დეპაისა (22მლ.) და მორგან შნეიდერლინის (16მლ.) გაყიდვის შემდეგ მიიღო. გარდა ამისა, კლუბის გასავალმა სერიოზულად დაიწია მას შემდეგ, რაც უეინ რუნის და ბასტიან შვაინშტაიგერს გამოემშვიდობა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბოლო კვირაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა მარუან ფელაინის თურქეთში გადაბარგებაზე, რომელიც არსებული კონტრაქტის მიხედვით, ბოლო სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე" და თუ კლუბმა მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს "იუნაიტედს".

წყარო: BBCSport
ჭორები
41 კომენტარი
№41
ავტორი: gburja
9 ნოემბერი 2017 20:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
პოგბას შეუძლია ათიანის თამაში თუ ჩამშლელს ვიყიდით, თუ არადა გრიზმანი 10ზე და პოგბა მატიჩი ცენტრში.
გეთანხმები რომ ფლანგის მცველი გვჭირდება, მაგრამ თუ შოუ ათამაშდა ისე როგორც ტრავმამდე თამაშობდა მაშინ პრობლემა მოიხსნება და ამ შემადგელობით ბევრს მივაღწევთ.

დეხეა
ვალენსია ბაილი ჯონსი შოუ
მატიჩი პოგბა
გრიზმანი
რეშფორდი ლუკაკუ მარსიალი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top