თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2017, 19:07
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3889,
კომენტარები: 25
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ
"სუონსისთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ძლიერი დასასრული და გვიანი გოლები

"მატჩის 75 წუთამდე ანგარიში 1:0 იყო და შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო, მეტოქე ცდილობდა ანგარიშის შეცვლას. მთელი მატჩის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა და სასურველ შედეგს მივაღწევდით. ჩვენ არ გავჩერებულვართ და მაქსიმალურად ვცდილობდით რამდენადაც შეგვეძლო წინ წავსულიყავით და გოლები გაგვეტანა. მოხარული ვარ იმით, თუ როგორ გამოიყენეს ბიჭებმა შექმნილი მომენტები."

კვლავ 4:0 ...

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები თავდაჯერებულნი არიან. როდესაც პირველ ტაიმს ვიგებთ მეორე ტაიმში უკვე აღარ გამოვდივართ იმ ფიქრებით, რომ ანგარიში შევინარჩუნოთ. ვცდილობდით ბურთი შეგვენარჩუნებინა და შეგვექმნა რაც შეიძლება მეტი მომენტი, ორივე მატჩში ეს იდეალურად მოვახერხეთ. ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. ჩემთვის მარტივია ფეხბურთელების შეცვლა, უფრო მეტი შეცვლის უფლება რომ მქონდეს ამას გამოვიყენებდი, რადგანაც თამაშს ყველა იმსახურებს. მე მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს მათი მონდომებისთვის, იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც მოედანზე არ გამოდიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის შემადგენლობა, რომელსაც ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეუძლია."

თავდაჯერებულობა

"ყველაზე კარგი სიტყვა, რომელიც გუნდის ახლანდელ მდგომარეობას აღნიშნავს არის თავდაჯერებულობა. გუნდი თავდაჯერებულია, თავდაჯერებულია პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში, მთლიანად მატჩის განმავლობაში. ახლა მაინტერესებს თუ როგორი რეაქცია ექნებათ მათ, როდესაც ისინი პირველს გაუშვებენ. ყოველთვის მარტივი გზა არ გვექნება, წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."

ასე გავაგრძელოთ...

"გასულ წლის ამ დროს ჩვენ 6 ქულა გვქონდა, მაგრამ სეზონი მე-6 პოზიციაზე დავასრულეთ. დასაწყისი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ის თამაში, რომელიც გუნდმა აჩვენა. არ არსებობს მარტივი მეტოქე, ჩვენ წინ რთული მატჩები გველის და ასე უნდა გავაგრძელოთ."

წყარო:Manutd.com
პრესკონფერენცია
25 კომენტარი
№1
ავტორი: Dato Sirabidze
19 აგვისტო 2017 19:09
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
პირველ რიგში ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას... სტანდარტები, ტექნიკა, თამაში, ყველა პოზიციიდან გოლი გაგვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება... დროებით გემშვიდობებით (დროის უქონლობის გამო)...წარმატებული სეზონი ყველას და საიტი "არ გააჩეროთ", ვისაც კი წერა შეუძლია და დრო აქვს ეს საიტი ელოდება მას... აბა დროებით wink love
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№2
ავტორი: nika1997
19 აგვისტო 2017 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Memgoni ukve gacherda saiti arc shemdegi matchi daiwera vistan da rofisa da arc angarishi daewera rac noviget
0
№3
ავტორი: Dato kutaisi
19 აგვისტო 2017 19:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: Dato Sirabidze
პირველ რიგში ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას... სტანდარტები, ტექნიკა, თამაში, ყველა პოზიციიდან გოლი გაგვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება... დროებით გემშვიდობებით (დროის უქონლობის გამო)...წარმატებული სეზონი ყველას და საიტი "არ გააჩეროთ", ვისაც კი წერა შეუძლია და დრო აქვს ეს საიტი ელოდება მას... აბა დროებით wink love

მადლობა გაწეული დიდი შრომისთვის ჩემო ძვირფასო ადამიანო.შენ ისეთ დროს მოევლინე აქაურობას როცა ყველაზემეტად უჭირდა და იმედი მაქ ვინმე ღირსეულად შეგცვლის შენს არ ყოფნაში.კიდევ ერთხელ მადლობა ყველას სახელით
0
№4
ავტორი: ikeoni
19 აგვისტო 2017 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gilocavt bichebo wels seriozuli gundi gvyavs❤️
0
№5
ავტორი: makaveli
19 აგვისტო 2017 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
როხო დიაბლო სადაარიი? ხო ცოცხალია
0
№6
ავტორი: koksonn
19 აგვისტო 2017 20:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
ხალხო კერიკი სად არის?
0
№7
ავტორი: kaxeti
19 აგვისტო 2017 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
კუთვნილი პირველი ადგილი!
0
№8
ავტორი: ilia tebidze
19 აგვისტო 2017 20:11
  • სიახლეები: 10
  • კომენტარები: 25
ციტატა: Dato Sirabidze
პირველ რიგში ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას... სტანდარტები, ტექნიკა, თამაში, ყველა პოზიციიდან გოლი გაგვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება... დროებით გემშვიდობებით (დროის უქონლობის გამო)...წარმატებული სეზონი ყველას და საიტი "არ გააჩეროთ", ვისაც კი წერა შეუძლია და დრო აქვს ეს საიტი ელოდება მას... აბა დროებით wink love

აქ გახლავართ.მაგრამ სიაახლებს ვინ დამიმტკიცებს?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სუუუუუუუუუუუ
ცდებიი
№9
ავტორი: Manstark_United
19 აგვისტო 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
კარგი თამაში გამოგვივიდა wink
0
№10
ავტორი: yohan
19 აგვისტო 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
თამაშის ხარისხი მარტო მე არ მომეწონაა??????
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top