თბილისი:
მანჩესტერი:
19-08-2017, 19:07
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 4024,
კომენტარები: 25
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ
ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
ჟოზე მოურინიო მატჩის შემდეგ
"სუონსისთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ძლიერი დასასრული და გვიანი გოლები

"მატჩის 75 წუთამდე ანგარიში 1:0 იყო და შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო, მეტოქე ცდილობდა ანგარიშის შეცვლას. მთელი მატჩის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა და სასურველ შედეგს მივაღწევდით. ჩვენ არ გავჩერებულვართ და მაქსიმალურად ვცდილობდით რამდენადაც შეგვეძლო წინ წავსულიყავით და გოლები გაგვეტანა. მოხარული ვარ იმით, თუ როგორ გამოიყენეს ბიჭებმა შექმნილი მომენტები."

კვლავ 4:0 ...

"ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები თავდაჯერებულნი არიან. როდესაც პირველ ტაიმს ვიგებთ მეორე ტაიმში უკვე აღარ გამოვდივართ იმ ფიქრებით, რომ ანგარიში შევინარჩუნოთ. ვცდილობდით ბურთი შეგვენარჩუნებინა და შეგვექმნა რაც შეიძლება მეტი მომენტი, ორივე მატჩში ეს იდეალურად მოვახერხეთ. ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. ჩემთვის მარტივია ფეხბურთელების შეცვლა, უფრო მეტი შეცვლის უფლება რომ მქონდეს ამას გამოვიყენებდი, რადგანაც თამაშს ყველა იმსახურებს. მე მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს მათი მონდომებისთვის, იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც მოედანზე არ გამოდიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის შემადგენლობა, რომელსაც ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეუძლია."

თავდაჯერებულობა

"ყველაზე კარგი სიტყვა, რომელიც გუნდის ახლანდელ მდგომარეობას აღნიშნავს არის თავდაჯერებულობა. გუნდი თავდაჯერებულია, თავდაჯერებულია პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში, მთლიანად მატჩის განმავლობაში. ახლა მაინტერესებს თუ როგორი რეაქცია ექნებათ მათ, როდესაც ისინი პირველს გაუშვებენ. ყოველთვის მარტივი გზა არ გვექნება, წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."

ასე გავაგრძელოთ...

"გასულ წლის ამ დროს ჩვენ 6 ქულა გვქონდა, მაგრამ სეზონი მე-6 პოზიციაზე დავასრულეთ. დასაწყისი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ის თამაში, რომელიც გუნდმა აჩვენა. არ არსებობს მარტივი მეტოქე, ჩვენ წინ რთული მატჩები გველის და ასე უნდა გავაგრძელოთ."

წყარო:Manutd.com
პრესკონფერენცია
25 კომენტარი
№11
ავტორი: ROI
19 აგვისტო 2017 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
Gilocavt manchesterelebo
0
№12
ავტორი: kobinio
19 აგვისტო 2017 20:52
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato Sirabidze
პირველ რიგში ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას... სტანდარტები, ტექნიკა, თამაში, ყველა პოზიციიდან გოლი გაგვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება... დროებით გემშვიდობებით (დროის უქონლობის გამო)...წარმატებული სეზონი ყველას და საიტი "არ გააჩეროთ", ვისაც კი წერა შეუძლია და დრო აქვს ეს საიტი ელოდება მას... აბა დროებით wink love

Madloba kvelafrisatvis davit.
0
№13
ავტორი: krekera
19 აგვისტო 2017 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
კიდევ ერთი მშვენიერი თამაში, გილოცავთ, რეშფორდ არ შეიძლება ვინმემ შეტევის დამთავრებაზე ავარჯიშის უკვე მართლა ტეხავს ტოო!)) მარსიალი ძირითადი კაცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა
0
№14
ავტორი: dachi_mu
19 აგვისტო 2017 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მადლობა დავით love და მადლობა განსაკუთრებულ კაცს love
0
№15
ავტორი: Dato kutaisi
19 აგვისტო 2017 21:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
ციტატა: yohan
თამაშის ხარისხი მარტო მე არ მომეწონაა??????

ხარისხი მამენტ მოსაწონი და აღსაფრთოვანებელი არ იყო მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია თუ მეტოქე როგორ გეთამაშება და ამ მხრივ სუონსი ძაან ჩაკეტილად თამაშობდა 3 ცენტრალური მცველით და ძნელია ასეთ დროს ლამაზად ითამაშო.როგორც კი გაიხსნა მაშინვე რაც ვუქენით კი ვნახეთ.მარსიალი როცა შემოდის ძაან იცვლება თამაში.ტაქტიკურად ხო არბიცვლება არაფერი მაგრამ შეტევაში როცა მიდიან უაზრო დარტყმა არ კეთდება მარსო ანნპასს აკეთებს ან აბოლოვებს მიტო მინდა ის ძირითადში.შეიძლება ძირითადში რო დაიწყებს კი არც გაიტანოს მაგრამ ისეა ახლა ტიპი მონდომებული დამოტივირებული რო გაფუჭებას მომენტისას და რისკს ერიდება და შედეგზე არის ორიენტირებული.რასაც ვერ ვიტყვი რეშზე.აი ისეთ ჩაკეტილ თამაშში როცამომენტებს ვერ ქმნი და უცებ შანსი გეძლევა და უაზროდურტყამ შეიძლება გუნდს ქულების დაკარგვად დაუჯდეს.მართალია მომენტი მთლიანად თვითონ შექმნა მაგრამ მეტი ცივსისხლიანობა და ტვინის დაყოლება ჭირდება გადაწყვეტილების მიღებისას. მომკალით და თამაშს როცა ვუყურებბმარტომე მეჩვენება რო რეში მარჯვენა ფლანგისკენ უფრო ხშირად არის?ფლანგზე უფრო პროდუქტიულია ეს ბიჭი და არა ცენტრზე.მე მარჯვნივ დავაყენებდი იმისდა მიუხედავად რო მემარჯვენეა.გვახსოვს თამაშები როცა ყველა შემოიყარა არ მახსოვს გოლი გვჭირდებოდა მარსოც რეშიც ერთად იყვნენ.დროა რეში დაჯდეს ცოტა ხნით და ვნახოთ ახლამარსო რას იზამს და რეში შეცვლაზე.ეს როტაცია ისედაც იქნება ბუნებრივად
0
№16
ავტორი: Svanchester
19 აგვისტო 2017 21:20
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
დღევანდელ თამაშში იმდენი სიამოვნება ვერ მივიღე როგორც ვესტ ჰემთან..მაგრამ მინდა ვთქვა რო ეს პროგრესია დიდი პროგრესი
0
№17
ავტორი: Erik Lamela
19 აგვისტო 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
გაუმარჯოს წითელ ეშმაკუნებს ) მაგრა მიყვარს ეს გუნდი რეალის შემდეგ :) წარმატებები ეპლში )
0
№18
ავტორი: mixnara
19 აგვისტო 2017 21:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
Gilocavt yvelas. Fantasi ligis Kodi momweros vinmem
0
№19
ავტორი: sandroo
19 აგვისტო 2017 21:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 385
am tamashis mtavari siurprizi is aris ro sharshan aset tamashebs fres vamtavrebdit exla ki 4-0 vigebt
0
№20
ავტორი: PaLoMo
19 აგვისტო 2017 22:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Dato Sirabidze
პირველ რიგში ყველას ვულოცავ ამ გამარჯვებას... სტანდარტები, ტექნიკა, თამაში, ყველა პოზიციიდან გოლი გაგვაქვს და იმედია ასე გაგრძელდება... დროებით გემშვიდობებით (დროის უქონლობის გამო)...წარმატებული სეზონი ყველას და საიტი "არ გააჩეროთ", ვისაც კი წერა შეუძლია და დრო აქვს ეს საიტი ელოდება მას... აბა დროებით wink love

rasac shen am saitistvis da chventvis aketebsi am mokle deoshi dasafasebelia .warmatebebi ritic xar dakavebuli. mec didi siamovnebitbgavaketebsi siaxleebs,magram azrze ar var eg rogor unda 1mcire bidzficbki ronmomces vinmem chemit davamugamebdi mere.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top