ჟოზე მოურინიოს პრესკონფერენცია.
"სუონსისთან" მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს გაესაუბრა.
ძლიერი დასასრული და გვიანი გოლები"მატჩის 75 წუთამდე ანგარიში 1:0 იყო და შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო, მეტოქე ცდილობდა ანგარიშის შეცვლას. მთელი მატჩის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ თამაში ჩვენი კარნახით მიდიოდა და სასურველ შედეგს მივაღწევდით. ჩვენ არ გავჩერებულვართ და მაქსიმალურად ვცდილობდით რამდენადაც შეგვეძლო წინ წავსულიყავით და გოლები გაგვეტანა. მოხარული ვარ იმით, თუ როგორ გამოიყენეს ბიჭებმა შექმნილი მომენტები."
კვლავ 4:0 ..."ვფიქრობ, რომ ფეხბურთელები თავდაჯერებულნი არიან. როდესაც პირველ ტაიმს ვიგებთ მეორე ტაიმში უკვე აღარ გამოვდივართ იმ ფიქრებით, რომ ანგარიში შევინარჩუნოთ. ვცდილობდით ბურთი შეგვენარჩუნებინა და შეგვექმნა რაც შეიძლება მეტი მომენტი, ორივე მატჩში ეს იდეალურად მოვახერხეთ. ფეხბურთელები, რომლებიც შეცვლაზე შემოვიდნენ არაჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ. ჩემთვის მარტივია ფეხბურთელების შეცვლა, უფრო მეტი შეცვლის უფლება რომ მქონდეს ამას გამოვიყენებდი, რადგანაც თამაშს ყველა იმსახურებს. მე მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთელებს მათი მონდომებისთვის, იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც მოედანზე არ გამოდიან. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის შემადგენლობა, რომელსაც ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეუძლია."
თავდაჯერებულობა"ყველაზე კარგი სიტყვა, რომელიც გუნდის ახლანდელ მდგომარეობას აღნიშნავს არის თავდაჯერებულობა. გუნდი თავდაჯერებულია, თავდაჯერებულია პირველ ტაიმში, მეორე ტაიმში, მთლიანად მატჩის განმავლობაში. ახლა მაინტერესებს თუ როგორი რეაქცია ექნებათ მათ, როდესაც ისინი პირველს გაუშვებენ. ყოველთვის მარტივი გზა არ გვექნება, წინ რთული გზა გვაქვს გასავლელი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ."
ასე გავაგრძელოთ..."გასულ წლის ამ დროს ჩვენ 6 ქულა გვქონდა, მაგრამ სეზონი მე-6 პოზიციაზე დავასრულეთ. დასაწყისი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ის თამაში, რომელიც გუნდმა აჩვენა. არ არსებობს მარტივი მეტოქე, ჩვენ წინ რთული მატჩები გველის და ასე უნდა გავაგრძელოთ."
წყარო:
Manutd.com