თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2017, 23:15
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5776,
კომენტარები: 29
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
"ვესტ ჰემთან" მატჩის პრევიუ.
მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი"
ტურნირი: პრემიერ ლიგა (I ტური)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" (75 000)
თარიღი: კვირა, 13 აგვისტო, 2017 წელი
დასაწყისი: 19:00 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Silk Universal, Idman Azerbaycan, Матч ТВ, Матч тв футбол 1
არბიტრი: მარტინ ატკინსონი

პრემიერ ლიგა ბრუნდება... მართალია, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა "ოლდ ტრაფორდს" უბრუნდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" I ტურის ბოლო მატჩში საკუთარ არენა "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. "რეალ მადრიდთან" წაგებული მატჩის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე იფიქრებენ.


სიახლე გუნდებზე - ვიქტორ ლინდელოფს, რომელუ ლუკაკუს და ნემანია მატიჩს შანსი აქვთ "ოლდ ტრაფორდზე" პირველად გამოჩდნენ "იუნაიტედის" მაისურით. ერიკ ბაიი და ფილ ჯონსი სრულ მზადყოფნაში არიან და თუ რომელი დაცვის წყვილი ითამაშებს ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. დაწვრილებით ინფორმაციას ჟოზეს ხვალინდელი პრესკონფერენციიდან მივიღებთ. "ვესტ ჰემს" დაუბრუნდნენ ტრავმირებულნი აარონ ქრესუელი და მანუელ ლანცინი, სავარაუდოდ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ სოფიან ფეგული, შეიხ კუიატე, დიაფრა სახო, ენდი ქეროლი და მიკელ ანტონიო. ახალ შენაძენებს ჯო ჰარტს, პაბლო ზაბალეტას, მარკო არნაუტოვიჩსა და ხავიერ ერნანდეს კი თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

როგორ ჩაატარეს გუნდებმა წინასასეზონო ტურნე ? "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარმატებული წინასასეზონო ტურნე ჩაატარა, გუნდმა 7 ამხანაგური მატჩიდან 6 მოიგო. "იუნაიტედმა" ამერიკაში "ლა გალაქსი, "რეალ სოლტ ლეიქი", "მანჩესტერ სიტი" და "რეალ მადრიდი" დაამარცხა, ბოლო მატჩში კი "ბარსელონასთან" მინიმალური სხვაობით წააგო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ გუნდმა კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართა, ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ მათ 3:0, ხოლო დუბლინში "სამპდორიას" წინააღმდეგ კი 2:1 მოიგეს. "ჩაქუჩებს" განსხვავებული ზაფხული ჰქონდათ. პირველი ამხანაგური მატჩი მათ ავსტრიაში გამართეს "შტურმ გრაც II" -ის წინააღმდეგ, შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა, ასევე ავსტრიაში გამართეს მათ მატჩი "ფულჰემის" წინააღმდეგ, აქ მათ 2:1 გაიმარჯვეს. შემდეგ გუნდი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მათ "ალტონა 93" -ის წინააღმდეგ გამართეს შეხვედრა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ბოლო ამხანაგურ მატჩში "ვესტ ჰემი" ისლანდიაში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

როგორ ეთამაშა "იუნაიტედმა" "ჩაქუჩებს" გასულ სეზონში ? - გასულ სეზონში "იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" 3-ჯერ დაუპირისპირდა, არც ერთ შეხვედრაში მანჩესტერელები არ დამარცხებულან. პირველად გასულ სეზონში ისინი "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ, მატჩი ნოემბერში გაიმართა პრემიერ ლიგის ეგიდით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მაშინ დიაფრა სახოს გოლს უპასუხა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რამდენიმე დღეში გუნდები ერთმანეთს კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ ამჯერად "ეფლ ქაფის" შეხვედრაში. მატჩი "იუნაიტედმა" დამაჯერებლად ანგარიშით 4:1 მოიგო, იმ შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩმა და მარსიალმა დუბლი შეასრულეს. კალენდარული წლის ბოლოს "წითელი ეშმაკები" პირველად ეწვივნენ "ვესტ ჰემის" ახალ საშინაო არენას "ლონდონ ოლიმპიკ სტედიუმს", ხუან მატას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლების წყალობით "იუნაიტედმა" მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო.

ჩიჩარიტოს დაბრუნება - "ოლდ ტრაფორდი" კვირას ხავიერ ერნანდესს იხილავს, ყოფილი "წითელი ეშმაკი" პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს "ჩაქუჩების" რიგებში. მექსიკელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 157 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.

იცოდით ? - რომელუ ლუკაკუს "ევერტონის" მაისურით "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 9 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი, მის ანგარიშზე ამ მატჩებში ასევეა 4 საგოლე გადაცემაც. სტატისტიკის თანახმად ბელგიელს ლონდონელების წინააღმდეგ თამაში არ უჭირს და მას ძალიან კარგი შანსი აქვს "ოლდ ტრაფორდზე" პირველ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანოს.

H2H - გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჯამში 137 შეხვედრა ჩაატარეს, "იუნაიტედმა" 64 შეხვედრა მოიგო, "ვესტ ჰემმა" კი 43, 30 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მატჩის წინ
29 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
10 აგვისტო 2017 23:17
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
რაც შეიძლება მალე შეცვალეთ რა ეს დიზაინი ;დ გვერდებზე ვგულისხმობ ძაან უშნოდაა
5
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: SANDROGRIGA
10 აგვისტო 2017 23:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უნივერსალზე უნდა იყოს წესით, რეკლამა გავიდა
0
№3
ავტორი: PaLoMo
11 აგვისტო 2017 00:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
aba manchesteri xsnis aplisooo?
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: IBRA-KADABRA
11 აგვისტო 2017 07:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
მოუთმენლად ველიიიიიიიი am
0
№5
ავტორი: GeorgeBest
11 აგვისტო 2017 10:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Lucian
რაც შეიძლება მალე შეცვალეთ რა ეს დიზაინი ;დ გვერდებზე ვგულისხმობ ძაან უშნოდაა

ყველაფერი სწორადაა, ქეშის ბრალია, უნდა გაასუფთავო smile

ვისაც ეს პრობლემა გაქვთ ctrl+f5 დააჭირეთ და მოგვარდება.
0
№6
ავტორი: Svanchester
11 აგვისტო 2017 10:08
  • სიახლეები: 2770
  • კომენტარები: 3859
მხოლოდ 3 ქულა
0
№7
ავტორი: ikeoni
11 აგვისტო 2017 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Dzalian martivad movugebt
0
№8
ავტორი: Mixito
11 აგვისტო 2017 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Karoche magari kamanda gvyavs da shedegi aucilebelad mova
0
№9
ავტორი: ManUTD4Ever
11 აგვისტო 2017 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: SANDROGRIGA
უნივერსალზე უნდა იყოს წესით, რეკლამა გავიდა

ხო პროგრამაშიც წერია
0
№10
ავტორი: ilia tebidze
11 აგვისტო 2017 11:05
  • სიახლეები: 10
  • კომენტარები: 25
chems siaxleeb uuradxhebas ar aqcevt?
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ სუუუუუუუუუუუ
ცდებიი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top