თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2017, 23:15
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5784,
კომენტარები: 29
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
"ვესტ ჰემთან" მატჩის პრევიუ.
მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი"
ტურნირი: პრემიერ ლიგა (I ტური)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" (75 000)
თარიღი: კვირა, 13 აგვისტო, 2017 წელი
დასაწყისი: 19:00 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Silk Universal, Idman Azerbaycan, Матч ТВ, Матч тв футбол 1
არბიტრი: მარტინ ატკინსონი

პრემიერ ლიგა ბრუნდება... მართალია, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა "ოლდ ტრაფორდს" უბრუნდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" I ტურის ბოლო მატჩში საკუთარ არენა "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. "რეალ მადრიდთან" წაგებული მატჩის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე იფიქრებენ.


სიახლე გუნდებზე - ვიქტორ ლინდელოფს, რომელუ ლუკაკუს და ნემანია მატიჩს შანსი აქვთ "ოლდ ტრაფორდზე" პირველად გამოჩდნენ "იუნაიტედის" მაისურით. ერიკ ბაიი და ფილ ჯონსი სრულ მზადყოფნაში არიან და თუ რომელი დაცვის წყვილი ითამაშებს ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. დაწვრილებით ინფორმაციას ჟოზეს ხვალინდელი პრესკონფერენციიდან მივიღებთ. "ვესტ ჰემს" დაუბრუნდნენ ტრავმირებულნი აარონ ქრესუელი და მანუელ ლანცინი, სავარაუდოდ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ სოფიან ფეგული, შეიხ კუიატე, დიაფრა სახო, ენდი ქეროლი და მიკელ ანტონიო. ახალ შენაძენებს ჯო ჰარტს, პაბლო ზაბალეტას, მარკო არნაუტოვიჩსა და ხავიერ ერნანდეს კი თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

როგორ ჩაატარეს გუნდებმა წინასასეზონო ტურნე ? "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარმატებული წინასასეზონო ტურნე ჩაატარა, გუნდმა 7 ამხანაგური მატჩიდან 6 მოიგო. "იუნაიტედმა" ამერიკაში "ლა გალაქსი, "რეალ სოლტ ლეიქი", "მანჩესტერ სიტი" და "რეალ მადრიდი" დაამარცხა, ბოლო მატჩში კი "ბარსელონასთან" მინიმალური სხვაობით წააგო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ გუნდმა კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართა, ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ მათ 3:0, ხოლო დუბლინში "სამპდორიას" წინააღმდეგ კი 2:1 მოიგეს. "ჩაქუჩებს" განსხვავებული ზაფხული ჰქონდათ. პირველი ამხანაგური მატჩი მათ ავსტრიაში გამართეს "შტურმ გრაც II" -ის წინააღმდეგ, შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა, ასევე ავსტრიაში გამართეს მათ მატჩი "ფულჰემის" წინააღმდეგ, აქ მათ 2:1 გაიმარჯვეს. შემდეგ გუნდი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მათ "ალტონა 93" -ის წინააღმდეგ გამართეს შეხვედრა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ბოლო ამხანაგურ მატჩში "ვესტ ჰემი" ისლანდიაში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

როგორ ეთამაშა "იუნაიტედმა" "ჩაქუჩებს" გასულ სეზონში ? - გასულ სეზონში "იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" 3-ჯერ დაუპირისპირდა, არც ერთ შეხვედრაში მანჩესტერელები არ დამარცხებულან. პირველად გასულ სეზონში ისინი "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ, მატჩი ნოემბერში გაიმართა პრემიერ ლიგის ეგიდით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მაშინ დიაფრა სახოს გოლს უპასუხა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რამდენიმე დღეში გუნდები ერთმანეთს კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ ამჯერად "ეფლ ქაფის" შეხვედრაში. მატჩი "იუნაიტედმა" დამაჯერებლად ანგარიშით 4:1 მოიგო, იმ შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩმა და მარსიალმა დუბლი შეასრულეს. კალენდარული წლის ბოლოს "წითელი ეშმაკები" პირველად ეწვივნენ "ვესტ ჰემის" ახალ საშინაო არენას "ლონდონ ოლიმპიკ სტედიუმს", ხუან მატას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლების წყალობით "იუნაიტედმა" მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო.

ჩიჩარიტოს დაბრუნება - "ოლდ ტრაფორდი" კვირას ხავიერ ერნანდესს იხილავს, ყოფილი "წითელი ეშმაკი" პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს "ჩაქუჩების" რიგებში. მექსიკელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 157 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.

იცოდით ? - რომელუ ლუკაკუს "ევერტონის" მაისურით "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 9 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი, მის ანგარიშზე ამ მატჩებში ასევეა 4 საგოლე გადაცემაც. სტატისტიკის თანახმად ბელგიელს ლონდონელების წინააღმდეგ თამაში არ უჭირს და მას ძალიან კარგი შანსი აქვს "ოლდ ტრაფორდზე" პირველ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანოს.

H2H - გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჯამში 137 შეხვედრა ჩაატარეს, "იუნაიტედმა" 64 შეხვედრა მოიგო, "ვესტ ჰემმა" კი 43, 30 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მატჩის წინ
29 კომენტარი
№11
ავტორი: Anderherrera20
11 აგვისტო 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
სილკ უნივერსალის განრიგი ვნახე და ზეგ აჩვენებენ 7ზე მანჩესტერი ვესტ ჰემის მატჩს!!!
0
№12
ავტორი: Dato Sirabidze
11 აგვისტო 2017 12:30
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
მე პირადად სილქზე თამაშს არანაირად არ ვუყურებ, ერთი სეზონი ვუყურე და საკმარისია, სჯობს ბრიტანულ ან რუსულ არხებზე უყუროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№13
ავტორი: Anderherrera20
11 აგვისტო 2017 12:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
ციტატა: Dato Sirabidze
მე პირადად სილქზე თამაშს არანაირად არ ვუყურებ, ერთი სეზონი ვუყურე და საკმარისია, სჯობს ბრიტანულ ან რუსულ არხებზე უყუროთ

მიკერძოებული კომენტატორები მიშლიან ნერვებს!! სხვამხრიმ კარგია მიმოხილვები და პრემიელიგის გადაცემებს რომ უშვებენ
0
№14
11 აგვისტო 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ბიჭებო ფან კლუბი არსად არ უყურებს თამაშებს დიდი ეკრანზე? ლუდით და ამბით...
0
№15
ავტორი: david surguladze
11 აგვისტო 2017 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ბიჭებო ხომ არ შევიკრიბოთ ბათუმში ,მანჩესტერის პირველ მატჩზე?
0
№16
ავტორი: gache1991
11 აგვისტო 2017 19:54
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მე თბილისადან ვარ ჩამოსული კვარიათში და ბიჭებთან ერთად ვუყურე ბათუმში,სამწუხაროდ ვესტჯჰემთან ვეღარ მოვახერხებ მარა ყველას გირჩევთ ვინც აქაურია თუ ჩამოსულია აქაური ბიჭები ყველაფერს აკეთებენ რო აკი სიტუაცია იყოს და კარგად და გემრიელად უყურო თამაშს :))
0
№17
ავტორი: Lev
11 აგვისტო 2017 23:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ეხლა არსენალს ვუყურე ლესტერთან. ელვისებური სისწრაფით გადადიან ცენტრიდან შეტევაში. იმედია ჟოზე რამეს მოიფიქრებს როცა რაკეტა თავდასხმა რაშფორდი ლუკაკუ და მარსიალი გვყვავს პოგბას ზოზინს და ერერას უკან პასებს იმედია არ გადაყვება ჩვენი შეტევითი პოტენციალი და დაცვიდანაც სწრაფად გადავალთ შეტევაში. ჟოზემ უნდა მოხოდოს გუნდი და მეორე ნომრად თუ ითამაშებს გუნდს დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა უნდა ასწავლოს თორე მაგ ასპექტში ძალიან სუსტები ვართ. პრემიერლიგაში სწრაფი და მოქნილი ნახევარდაცვა იგებს თამაშებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№18
ავტორი: temo-scholes
12 აგვისტო 2017 03:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: gache1991
მე თბილისადან ვარ ჩამოსული კვარიათში და ბიჭებთან ერთად ვუყურე ბათუმში,სამწუხაროდ ვესტჯჰემთან ვეღარ მოვახერხებ მარა ყველას გირჩევთ ვინც აქაურია თუ ჩამოსულია აქაური ბიჭები ყველაფერს აკეთებენ რო აკი სიტუაცია იყოს და კარგად და გემრიელად უყურო თამაშს :))

გენაცვალე ლეო... რატო ვეგარ ახერხებ ხო მშვიდობა გაქვს?
0
№19
ავტორი: gache1991
12 აგვისტო 2017 08:34
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
გენაცვალე ლეო... რატო ვეგარ ახერხებ ხო მშვიდობა გაქვს?[/quote]
Kii kii mshvudobaa:) exla Shen moxvdi tbilisshi da IQ vuyurot:)) imedia tbilisshic moebmeba tavi eget shekrebebs da :))
0
№20
ავტორი: მანუჩარი
12 აგვისტო 2017 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
კაი თემაა შეკრება მე კივარ ბათუმელი მაგრამ ამ თამაშზე ვერ მოვახერხებ მოსვლას თქ კი წარმატებებს გისურვებთ ლუდისა და ერთად ყოფნაში რაც შეეხება თამაშს უეჭველი ვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top