თბილისი:
მანჩესტერი:
10-08-2017, 23:15
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5768,
კომენტარები: 29
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი" (პრევიუ)
"ვესტ ჰემთან" მატჩის პრევიუ.
მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ვესტ ჰემი"
ტურნირი: პრემიერ ლიგა (I ტური)
სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი" (75 000)
თარიღი: კვირა, 13 აგვისტო, 2017 წელი
დასაწყისი: 19:00 (თბილისის დროით)
ტრანსლაცია: Silk Universal, Idman Azerbaycan, Матч ТВ, Матч тв футбол 1
არბიტრი: მარტინ ატკინსონი

პრემიერ ლიგა ბრუნდება... მართალია, დიდხნიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგა "ოლდ ტრაფორდს" უბრუნდება, "მანჩესტერ იუნაიტედი" I ტურის ბოლო მატჩში საკუთარ არენა "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება. "რეალ მადრიდთან" წაგებული მატჩის შემდეგ "წითელი ეშმაკები" მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე იფიქრებენ.

სიახლე გუნდებზე - ვიქტორ ლინდელოფს, რომელუ ლუკაკუს და ნემანია მატიჩს შანსი აქვთ "ოლდ ტრაფორდზე" პირველად გამოჩდნენ "იუნაიტედის" მაისურით. ერიკ ბაიი და ფილ ჯონსი სრულ მზადყოფნაში არიან და თუ რომელი დაცვის წყვილი ითამაშებს ეს მხოლოდ მწვრთნელის გადასაწყვეტია. დაწვრილებით ინფორმაციას ჟოზეს ხვალინდელი პრესკონფერენციიდან მივიღებთ. "ვესტ ჰემს" დაუბრუნდნენ ტრავმირებულნი აარონ ქრესუელი და მანუელ ლანცინი, სავარაუდოდ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ სოფიან ფეგული, შეიხ კუიატე, დიაფრა სახო, ენდი ქეროლი და მიკელ ანტონიო. ახალ შენაძენებს ჯო ჰარტს, პაბლო ზაბალეტას, მარკო არნაუტოვიჩსა და ხავიერ ერნანდეს კი თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

როგორ ჩაატარეს გუნდებმა წინასასეზონო ტურნე ? "მანჩესტერ იუნაიტედმა" წარმატებული წინასასეზონო ტურნე ჩაატარა, გუნდმა 7 ამხანაგური მატჩიდან 6 მოიგო. "იუნაიტედმა" ამერიკაში "ლა გალაქსი, "რეალ სოლტ ლეიქი", "მანჩესტერ სიტი" და "რეალ მადრიდი" დაამარცხა, ბოლო მატჩში კი "ბარსელონასთან" მინიმალური სხვაობით წააგო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ გუნდმა კიდევ 2 ამხანაგური მატჩი გამართა, ოსლოში "ვალერენგას" წინააღმდეგ მათ 3:0, ხოლო დუბლინში "სამპდორიას" წინააღმდეგ კი 2:1 მოიგეს. "ჩაქუჩებს" განსხვავებული ზაფხული ჰქონდათ. პირველი ამხანაგური მატჩი მათ ავსტრიაში გამართეს "შტურმ გრაც II" -ის წინააღმდეგ, შეხვედრა ანგარიშით 0:0 დასრულდა, ასევე ავსტრიაში გამართეს მათ მატჩი "ფულჰემის" წინააღმდეგ, აქ მათ 2:1 გაიმარჯვეს. შემდეგ გუნდი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მათ "ალტონა 93" -ის წინააღმდეგ გამართეს შეხვედრა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ბოლო ამხანაგურ მატჩში "ვესტ ჰემი" ისლანდიაში "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

როგორ ეთამაშა "იუნაიტედმა" "ჩაქუჩებს" გასულ სეზონში ? - გასულ სეზონში "იუნაიტედი" "ვესტ ჰემს" 3-ჯერ დაუპირისპირდა, არც ერთ შეხვედრაში მანჩესტერელები არ დამარცხებულან. პირველად გასულ სეზონში ისინი "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ, მატჩი ნოემბერში გაიმართა პრემიერ ლიგის ეგიდით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მაშინ დიაფრა სახოს გოლს უპასუხა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. რამდენიმე დღეში გუნდები ერთმანეთს კვლავ "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდნენ ამჯერად "ეფლ ქაფის" შეხვედრაში. მატჩი "იუნაიტედმა" დამაჯერებლად ანგარიშით 4:1 მოიგო, იმ შეხვედრაში იბრაჰიმოვიჩმა და მარსიალმა დუბლი შეასრულეს. კალენდარული წლის ბოლოს "წითელი ეშმაკები" პირველად ეწვივნენ "ვესტ ჰემის" ახალ საშინაო არენას "ლონდონ ოლიმპიკ სტედიუმს", ხუან მატას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლების წყალობით "იუნაიტედმა" მატჩი ანგარიშით 2:0 მოიგო.

ჩიჩარიტოს დაბრუნება - "ოლდ ტრაფორდი" კვირას ხავიერ ერნანდესს იხილავს, ყოფილი "წითელი ეშმაკი" პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს "ჩაქუჩების" რიგებში. მექსიკელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ 157 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა.

იცოდით ? - რომელუ ლუკაკუს "ევერტონის" მაისურით "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ 9 შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი, მის ანგარიშზე ამ მატჩებში ასევეა 4 საგოლე გადაცემაც. სტატისტიკის თანახმად ბელგიელს ლონდონელების წინააღმდეგ თამაში არ უჭირს და მას ძალიან კარგი შანსი აქვს "ოლდ ტრაფორდზე" პირველ ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანოს.

H2H - გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჯამში 137 შეხვედრა ჩაატარეს, "იუნაიტედმა" 64 შეხვედრა მოიგო, "ვესტ ჰემმა" კი 43, 30 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
მატჩის წინ
29 კომენტარი
№21
ავტორი: gache1991
12 აგვისტო 2017 12:04
• სიახლეები: 64
• კომენტარები: 1826
ციტატა: მანუჩარი
კაი თემაა შეკრება მე კივარ ბათუმელი მაგრამ ამ თამაშზე ვერ მოვახერხებ მოსვლას თქ კი წარმატებებს გისურვებთ ლუდისა და ერთად ყოფნაში რაც შეეხება თამაშს უეჭველი ვიგებთ

არაუშავს წინ ბევრად დაძაბული და საიბტერესო თამაშები გველოდება და სხვაბდროს შევიკრიბოთ ბათუმშიც თბილისშიც ქუთაისშიც და იმედია როდესმე მანჩესტერშიც შევიკრიბებით :)))))
0
№22
ავტორი: Dato Sirabidze
12 აგვისტო 2017 12:48
• სიახლეები: 358
• კომენტარები: 346
ციტატა: gache1991
ციტატა: მანუჩარი
კაი თემაა შეკრება მე კივარ ბათუმელი მაგრამ ამ თამაშზე ვერ მოვახერხებ მოსვლას თქ კი წარმატებებს გისურვებთ ლუდისა და ერთად ყოფნაში რაც შეეხება თამაშს უეჭველი ვიგებთ

არაუშავს წინ ბევრად დაძაბული და საიბტერესო თამაშები გველოდება და სხვაბდროს შევიკრიბოთ ბათუმშიც თბილისშიც ქუთაისშიც და იმედია როდესმე მანჩესტერშიც შევიკრიბებით :)))))

ეჭვი არ შეგეპაროს wink am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№23
ავტორი: gache1991
12 აგვისტო 2017 14:47
• სიახლეები: 64
• კომენტარები: 1826
ეჭვი არ შეგეპაროს wink am[/quote]
თუ ოცნებაა ოცნება იყოს:)) ისე ლიგის კენჭისყრა როდის არი :? ჩეხებს რამდენი გუნდი ყავთ?:) მამაჩემი ცხოვრობს და ჩავიდოდა კაცი იწნებ გრუპაში ამოვიდეს მაგათგან ან სპარტა იქნება გასული ან სლავია.ორი გუნდი არამგონია ყავდეთ

ოპანაა მოარტყეს პირველი ლუზერპულს:)) კოუტინიო სკამზეც არ ყავთ :)) კაია კაია კაი ამბები :)) ერთით ნაკლები კონკურენტი თუ იქნება მაგას რა აჯობებს :))
0
№24
ავტორი: მანუჩარი
12 აგვისტო 2017 15:31
• სიახლეები: 0
• კომენტარები: 25
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: gache1991
ციტატა: მანუჩარი
კაი თემაა შეკრება მე კივარ ბათუმელი მაგრამ ამ თამაშზე ვერ მოვახერხებ მოსვლას თქ კი წარმატებებს გისურვებთ ლუდისა და ერთად ყოფნაში რაც შეეხება თამაშს უეჭველი ვიგებთ

არაუშავს წინ ბევრად დაძაბული და საიბტერესო თამაშები გველოდება და სხვაბდროს შევიკრიბოთ ბათუმშიც თბილისშიც ქუთაისშიც და იმედია როდესმე მანჩესტერშიც შევიკრიბებით :)))))

ეჭვი არ შეგეპაროს wink am

აუცილებლად შევიკრიბებით თანაც ყველა შეკრების ბოლოს გახარებულები ვიქნებით
0
№25
ავტორი: mufc1878
12 აგვისტო 2017 17:51
• სიახლეები: 0
• კომენტარები: 291
ჩელსის პირში აძლევენ 1 ტაიმი მორჩა და 3-0 ბარნლი უბაბანებს
0
№26
ავტორი: gache1991
12 აგვისტო 2017 18:17
• სიახლეები: 64
• კომენტარები: 1826
ლუზერი აყირავდა:) ჩელსი აყირავდა :დ არსრნალიი მაინც გაძვრა ბოლოს:)) რუნიმ შეაგდო და ფოსუმენსას ძირითადი დააწყებინა.ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენთვის იდეალურად დაიწყო:)) ერთი 5ტური რო მოგვაგებინა რა იქნებოდაა...
0
№27
ავტორი: giorgiginturi
12 აგვისტო 2017 23:17
• სიახლეები: 0
• კომენტარები: 513
[quote=mufc1878]ჩელსის პირში აძლევენ 1 ტაიმი მორჩა და 3-0 ბარნლი უბაბანებს[/quo
უბაბანებს კარგიაა wink საღოლ

მაგათ კიდევ ბევრი გაულაღლაღებს წელს! და აზარიც მიხვდება რომ უნდა გადმოვიდეს იუნაიტედში wink
0
№28
ავტორი: KeithkiP
21 ოქტომბერი 2017 05:35
• სიახლეები: 0
• კომენტარები: 22
Хочу с вами поделиться одной полезной хостинговой компанией под названием ProHoster, которая предллагает мощный интернет хостинг с бесплатным конструктором сайтов, SSL сертификатом, профессиональная ДДОС защита и еще много других полезных и бесплатных фишек. Так-же у данной компании можно заказать VPS, аренду выделенного сервера, профессиональную ДДОС защиту. Я уже несколько лет работаю с ProHoster и очень этому рад. Вот реф. ссыылка на регистрацию.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://prohoster.info/kompaniya/blog/hosting-php-mysql-luchshee-reshenie-ot-prohoster/
№29
ავტორი: WilmaJap
30 ნოემბერი 2017 13:40
• სიახლეები: 0
• კომენტარები: 9
Spasibo, ochen' interesnaya zametka.|
A chto vy skazhete, esli ya skazhu, chto vse vashi posty vydumka?|
Zdorovo vsem kak vy otnosites' k PUtinu ?|
Zametil takuyu tendenciyu, chto v blogah poyavilos' mnogo ne adekvatnyh kommentariev, ne mogu ponyat', ehto chto kto to spamit tak? A zachem, chtob padlu komuto sdelat'))) Imho glupo…|
Mozhno i po ehtomu voprosu, ved' tol'ko v spore mozhet byt' dostignuta istina. :)|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ https://vk.com/wall-135336688_93

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top