თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2017, 17:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5660,
კომენტარები: 22
"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მესამე ტურის შეხვედრის პრევიუ.
"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი:"ფედექს ფილდი" (ლენდოვერი, მერილენდი)

თარიღი:ხუთშაბათი, 27 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი:03:30 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: Матч ТВ


"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარსელონა"

"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარსელონას" ამ სეზონში ახალი თავკაცი ჰყავს, ერნესტო ვალვერდე. გუნდს ამერიკაში არ გაჰყოლიან ტრავმირებული დეულოფეუ და რაფინია. ტერ სტეგენი და ანდრე გომეში კი ჯერ კიდევ არდადეგებზე იმყოფებიან.

ჯერჯერობით "ბარსელონამ" ორი შენაძენი განახორციელა, ჟერარ დეულოფეუ და ნელსონ სემედუ. სემედუ გუნდს თან ახლავს ტურნეზე. ჟერემი მატიემ და როდრიგო ტელიომ კლუბი დატოვეს. მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში კი ჟერარ პიკე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ბარსელონას" სრული შემადგენლობა: სილესენი, ორტოლა, ესკეიტა, პიკე, სემედუ, მარლონი, მასკერანო, ალბა, უმტიტი, დუგლასი, დინი, რობერტო, ვიდალი, ვერმალენი, რაკიტიჩი, ბუსქეტსი, დენის სუარეზი, თურანი, ინიესტა, ალენი, სამპერი, სუარესი, მესი, ნეიმარი, ალკასერი, მუნირი, ჟოკინი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

მესამე ამხანაგური მატჩი მათ თანაქალაქელ "სიტის" წინააღმდეგ ჩაატარეს. მატჩი გამორჩეული იყო, რადგანაც ეს იყო პირველი დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდა. "იუნაიტედმა" ლუკაკუსა და რეშფორდის გოლებით შეხვედრა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

მეოთხე მატჩში კლუბი "რეალს" დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "იუნაიტედმა" მოიგო. მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ იქნება ბოლო, რომელსაც კლუბი ამერიკაში ჩაატარებს. რადგანაც "ბარსელონას" მატჩის შემდეგ "იუნაიტედში" ევროპაში ბრუნდება.

ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ხუან მატა და ანდერ ერერა არ მიიღებენ. მატა გამოჯანმრთელდა და ის კვირას "ვალერენგასთან" გასამართი მატჩისთვის იქნება მზად. როდის დაბრუნდება ერერა უცნობია, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ის აუცილებლად შეძლებს
სუპერ თასზე მონაწილეობის მიღებას.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


ევროპულ ტურნირებზე ოფიციალურად კლუბები ერთმანეთს 11-ჯერ შევხდნენ. "ბარსელონამ" 4 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 3, ხოლო 4 მატჩიც ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:3 (ამხანაგური მატჩი)

გოლები: რუნი 8, ლინგარდი 65, რაფინია 89, იანუზაი 90+1.
მატჩის წინ
22 კომენტარი
№1
ავტორი: manubro
26 ივლისი 2017 17:14
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 471
GG MU!!!! მეზიზღებიან ბოლო ორი ფინალის გამო!
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვინ ვართ ჩვენ?! - დედის მტ***ელები!!!
№2
ავტორი: shotkin
26 ივლისი 2017 17:25
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ახალგაზრდული კამანდა ბევრად ძლიერი გვყავს ჩვენ ვიდრე ბარსას და ზოგადად ნებისმიერი მოვიდეს და დაგვიდგეს ახალგაზრდულებში. სასტარტო საინტერესოა როგორი იქნება რეალთან როგორც დაიწყეს ისევ ისე დაიწყებენ ალბათ?
2
№3
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივლისი 2017 17:27
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ეგ ორი ფინალი მაგათმა კაცურად მოგვიგეს და ასატანია და აი რეალმა რო მოგვიგო არაკაცურად მაგიტო არ მევასებიან ეგენი...

სასტარტო არავინ იცის, საერთოდ ბარსას მსნ ჰყავს თორე სხვაგან ნებისმიერ პოზიციაზე შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და მეტიც, უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№4
ავტორი: PaLoMo
26 ივლისი 2017 17:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
savaraudod uxvgoliani iqneba es matchi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: redbull
26 ივლისი 2017 17:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მთავარია დაცვა და სწორი ტაქტიკარაც მოუს ბარსასთან არ ეშლება! თან თუ გადავხედავთ ამ ტურნირს მგონი ჩვენ უფრო ძლიერი გუნდი ვართ...მაგათი ჯუჯა კამანდა უნდა გავთელოთ!!!
0
№6
ავტორი: ikeoni
26 ივლისი 2017 18:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
ციტატა: manubro
GG MU!!!! მეზიზღებიან ბოლო ორი ფინალის გამო!

Realze magrad mezizgeba))
0
№7
ავტორი: nika van nistelroy
26 ივლისი 2017 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ბარსას ბრდღვნას ვიხილავთ

ციტატა: manubro
GG MU!!!! მეზიზღებიან ბოლო ორი ფინალის გამო!

მეც ეგრე
0
№8
ავტორი: Temo_Ibra
26 ივლისი 2017 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ამ თამაშსაც თუ მოიგებენ თასს აწევენ ხო? რაღაც საერთაშორისო თასი ხომაა ნუ რა მნიშვნელობა აქვს წინ ემიუ am
0
№9
ავტორი: gache1991
26 ივლისი 2017 19:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კაი გამოცდილება იქნება ახალგაზრდებისთვის,მიჩელი ტუანზებე არ ატამაშა რეალთან და ძაან მაინტერესებს მაგათი მენსას თამაში,მაკტომინმა უმაგრესი პადაჩა გაუკეთა იმ გონებაშეზღუდულს მარა რათ გინდა..ვნახოთ დაცვა როგორ ეთამაშება საუკეთესო ტრიოს..როგორ მომენატრა ეგეთ გუნდებთან თამაში ოფიციალურად ლიგა მალე დაიწყოოს
0
№10
ავტორი: GeorgeBest
26 ივლისი 2017 19:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბარსამ კაი თამაშები დადო, ახალი მწვრთნელი, ახალი ტაქტიკა და რავი, იმედია თავს არ გაიგიჟებენ wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top