თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2017, 17:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5665,
კომენტარები: 22
"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მესამე ტურის შეხვედრის პრევიუ.
"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი:"ფედექს ფილდი" (ლენდოვერი, მერილენდი)

თარიღი:ხუთშაბათი, 27 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი:03:30 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: Матч ТВ


"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარსელონა"

"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარსელონას" ამ სეზონში ახალი თავკაცი ჰყავს, ერნესტო ვალვერდე. გუნდს ამერიკაში არ გაჰყოლიან ტრავმირებული დეულოფეუ და რაფინია. ტერ სტეგენი და ანდრე გომეში კი ჯერ კიდევ არდადეგებზე იმყოფებიან.

ჯერჯერობით "ბარსელონამ" ორი შენაძენი განახორციელა, ჟერარ დეულოფეუ და ნელსონ სემედუ. სემედუ გუნდს თან ახლავს ტურნეზე. ჟერემი მატიემ და როდრიგო ტელიომ კლუბი დატოვეს. მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში კი ჟერარ პიკე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ბარსელონას" სრული შემადგენლობა: სილესენი, ორტოლა, ესკეიტა, პიკე, სემედუ, მარლონი, მასკერანო, ალბა, უმტიტი, დუგლასი, დინი, რობერტო, ვიდალი, ვერმალენი, რაკიტიჩი, ბუსქეტსი, დენის სუარეზი, თურანი, ინიესტა, ალენი, სამპერი, სუარესი, მესი, ნეიმარი, ალკასერი, მუნირი, ჟოკინი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

მესამე ამხანაგური მატჩი მათ თანაქალაქელ "სიტის" წინააღმდეგ ჩაატარეს. მატჩი გამორჩეული იყო, რადგანაც ეს იყო პირველი დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდა. "იუნაიტედმა" ლუკაკუსა და რეშფორდის გოლებით შეხვედრა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

მეოთხე მატჩში კლუბი "რეალს" დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "იუნაიტედმა" მოიგო. მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ იქნება ბოლო, რომელსაც კლუბი ამერიკაში ჩაატარებს. რადგანაც "ბარსელონას" მატჩის შემდეგ "იუნაიტედში" ევროპაში ბრუნდება.

ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ხუან მატა და ანდერ ერერა არ მიიღებენ. მატა გამოჯანმრთელდა და ის კვირას "ვალერენგასთან" გასამართი მატჩისთვის იქნება მზად. როდის დაბრუნდება ერერა უცნობია, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ის აუცილებლად შეძლებს
სუპერ თასზე მონაწილეობის მიღებას.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


ევროპულ ტურნირებზე ოფიციალურად კლუბები ერთმანეთს 11-ჯერ შევხდნენ. "ბარსელონამ" 4 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 3, ხოლო 4 მატჩიც ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:3 (ამხანაგური მატჩი)

გოლები: რუნი 8, ლინგარდი 65, რაფინია 89, იანუზაი 90+1.
მატჩის წინ
22 კომენტარი
№21
ავტორი: makaveli
27 ივლისი 2017 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ბიჭებოოოოოოოოოოოოოო სილქი აჩვენებსო და მართალიაა თუ იცით ???????????/
0
№22
ავტორი: mtyvneli-barceloneli
29 ივლისი 2017 00:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: manubro
GG MU!!!! მეზიზღებიან ბოლო ორი ფინალის გამო!

Ahahahaha :D fergiusons raukna gvardim :D xavim skoulzs iniestam gigzs Tunis vilam mesim penaldus :D

ციტატა: Dato Sirabidze
ეგ ორი ფინალი მაგათმა კაცურად მოგვიგეს და ასატანია და აი რეალმა რო მოგვიგო არაკაცურად მაგიტო არ მევასებიან ეგენი...

სასტარტო არავინ იცის, საერთოდ ბარსას მსნ ჰყავს თორე სხვაგან ნებისმიერ პოზიციაზე შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და მეტიც, უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს

Dacvashi vingyavs uketesi blindi tu darmiani tu pikes jobia lindelofi :D nu centrshi pogba gyavs erti rakitichze uketesi nu shedegebit titulebit vera mag pogbas da pirlos dauchira iniesta rakitichma centri mara vagiareb dges jobia buskectan kerikis shedareba megrexeba da iniestastan ro erera 0ia vicit ho :D mekare da pogba gyavs uketesi da nu ha Valencia jer jobia vidals
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top