თბილისი:
მანჩესტერი:
26-07-2017, 17:11
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 5672,
კომენტარები: 22
"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მესამე ტურის შეხვედრის პრევიუ.
"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი"


სტადიონი:"ფედექს ფილდი" (ლენდოვერი, მერილენდი)

თარიღი:ხუთშაბათი, 27 ივლისი,2017 წელი

მატჩის დასაწყისი:03:30 (თბილისის დროით)

ტრანსლაცია: Матч ТВ


"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარსელონა"

"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ბარსელონას" ამ სეზონში ახალი თავკაცი ჰყავს, ერნესტო ვალვერდე. გუნდს ამერიკაში არ გაჰყოლიან ტრავმირებული დეულოფეუ და რაფინია. ტერ სტეგენი და ანდრე გომეში კი ჯერ კიდევ არდადეგებზე იმყოფებიან.

ჯერჯერობით "ბარსელონამ" ორი შენაძენი განახორციელა, ჟერარ დეულოფეუ და ნელსონ სემედუ. სემედუ გუნდს თან ახლავს ტურნეზე. ჟერემი მატიემ და როდრიგო ტელიომ კლუბი დატოვეს. მოედანზე გამოსვლის შემთხვევაში კი ჟერარ პიკე თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ბარსელონას" სრული შემადგენლობა: სილესენი, ორტოლა, ესკეიტა, პიკე, სემედუ, მარლონი, მასკერანო, ალბა, უმტიტი, დუგლასი, დინი, რობერტო, ვიდალი, ვერმალენი, რაკიტიჩი, ბუსქეტსი, დენის სუარეზი, თურანი, ინიესტა, ალენი, სამპერი, სუარესი, მესი, ნეიმარი, ალკასერი, მუნირი, ჟოკინი.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"იუნაიტედი" ამერიკაში 9 ივლისს ჩავიდა. მოურინიოსა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს 27 ფეხბურთელი გაჰყვა. ამერიკაში კი მათ პოლ პოგბა და რომელუ ლუკაკუ შეუერთდა.

პირველ ამხანაგურ მატჩში მოურინიოს შერგიდებმა "ლოს-ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს ანგარიშით 5:2, მეორე ამხანაგურ შეხვედრაში კი მათ 2:1 დაამარცხეს "რეალ სოლტ ლეიქი". აღსაღნიშნავია რომ გამარჯვება "იუნაიტედს" ლუკაკუს სადებიუტო გოლით ხვდა წილად.

მესამე ამხანაგური მატჩი მათ თანაქალაქელ "სიტის" წინააღმდეგ ჩაატარეს. მატჩი გამორჩეული იყო, რადგანაც ეს იყო პირველი დერბი, რომელიც დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ ჩატარდა. "იუნაიტედმა" ლუკაკუსა და რეშფორდის გოლებით შეხვედრა დამაჯერებლად, 2:0 მოიგო.

მეოთხე მატჩში კლუბი "რეალს" დაუპირისპირდა. ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "იუნაიტედმა" მოიგო. მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ იქნება ბოლო, რომელსაც კლუბი ამერიკაში ჩაატარებს. რადგანაც "ბარსელონას" მატჩის შემდეგ "იუნაიტედში" ევროპაში ბრუნდება.

ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ხუან მატა და ანდერ ერერა არ მიიღებენ. მატა გამოჯანმრთელდა და ის კვირას "ვალერენგასთან" გასამართი მატჩისთვის იქნება მზად. როდის დაბრუნდება ერერა უცნობია, თუმცა მისი ტრავმა სერიოზული არ არის და ის აუცილებლად შეძლებს
სუპერ თასზე მონაწილეობის მიღებას.

"იუნაიტედის" სრული შემადგენლობა: დავიდ დე ხეა, სერხიო რომერო, ჯოელ პერეირა, ვიქტორ ლინდელოფი,კრის სმოლინგი, ფილ ჯონსი, ერიკ ბაიი, ანტონიო ვალენსია, მატეო დარმიანი, ლუკ შოუ, აქსელ ტუანზება, ტიმოტი ფოსუ-მენსა, დეილი ბლინდი, მიტჩელი, ეშლი იანგი, მაიქლ ქერიქი, მარუან ფელაინი, ანდერ ერერა, პოლ პოგბა, ჯესი ლინგარდი, ანდრეას პერეირა, მაქთომი, ხუან მატა, მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი,ჰენრიხ მხითარიანი, რომელუ ლუკაკუ.

წინა შეხვედრები


ევროპულ ტურნირებზე ოფიციალურად კლუბები ერთმანეთს 11-ჯერ შევხდნენ. "ბარსელონამ" 4 მატჩი მოიგო, "იუნაიტედმა" 3, ხოლო 4 მატჩიც ფრედ დასრულდა.

უკანასკნელი შეხვედრა


"ბარსელონა" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1:3 (ამხანაგური მატჩი)

გოლები: რუნი 8, ლინგარდი 65, რაფინია 89, იანუზაი 90+1.
მატჩის წინ
22 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
26 ივლისი 2017 20:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ისე რატო არავინ მიაქცია ყურადრება იმას მოუმ რაც უთხრა მოუმ ბეილს?:))დავიჯერო ხშირად ამბობს ხოლმე ეგ ეგეთებს?აგერ მბაპეზე თუ დაჩალიჩდა რეალი იქნებ გამოუშვან ცხენკაცა აქეთ:))ვინგერიც ეგ იქნება მარცხენა მცველიც მეკარეც და ყველაფერი
0
№12
ავტორი: kobinio
26 ივლისი 2017 20:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: Dato Sirabidze
ეგ ორი ფინალი მაგათმა კაცურად მოგვიგეს და ასატანია და აი რეალმა რო მოგვიგო არაკაცურად მაგიტო არ მევასებიან ეგენი...

სასტარტო არავინ იცის, საერთოდ ბარსას მსნ ჰყავს თორე სხვაგან ნებისმიერ პოზიციაზე შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა და მეტიც, უკეთესი ფეხბურთელებიც გვყავს

აბა ბიჭო.იმის მერე თურქი მსაჯები ხო მეზიზღება და ნანიც შემზიზღდა მაშინ.რა გუნდი იყოო ეეეეჰ!!! აი მაგ გუნდ ლიგის მოგება უთუოდ შეეძლო მაგრამ... ბოზმა მსაჯმა
0
№13
ავტორი: dzia_David
26 ივლისი 2017 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ნეიმარმა მაგრად დახაზაა იუვენტუსთან, იმედია ჩვენთან ცოტა დამშვიდებული გაიჩითება. ისე ადრე ლა ლიგის გუნდებზე რო მიდგებოდა ხოლმე საქმე რეალისკენ უფრო ვიხრებოდი ხოლმე მარაა ბოლო პერიოდში შემზიზღდაა ეგ გუნდიიი მაგრად და დაჟე ბოლო ელ კლასიკოზეც ბარსას მოგება უფრო გამისწორდებოდა ვხვდებოდი თამაშის ყურებისას :D :DD რატო არ ვიციი. ;დდ ისე იმ ორ ფინალს რაც შეეხება პირველ ფინალში უნდა გვებრძოლა უკეთესად და მოგვეგო თორე მეორე ფინალში უკვე აშკარაა ფავორიტები იყვნენ, უკეთესი გუნდი იყო აშკარად და მოიგეს კიდეც. ასეთ რაღააცეებზე არ დაბოღმვა და დედის ცენზურას გინება არ მევასება, აი იმ თურქი მსაჯის დედას კი რაც შეეხება ჩამოვაცმევდი ჩემ სავაშ ბეიიზე სიამოვნებით. ეხლაც ნერვები მეშლება რო მახსენდება.
0
№14
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივლისი 2017 21:30
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: gache1991
კაი გამოცდილება იქნება ახალგაზრდებისთვის,მიჩელი ტუანზებე არ ატამაშა რეალთან და ძაან მაინტერესებს მაგათი მენსას თამაში,მაკტომინმა უმაგრესი პადაჩა გაუკეთა იმ გონებაშეზღუდულს მარა რათ გინდა..ვნახოთ დაცვა როგორ ეთამაშება საუკეთესო ტრიოს..როგორ მომენატრა ეგეთ გუნდებთან თამაში ოფიციალურად ლიგა მალე დაიწყოოს

ყურადღება მივაქციეთ, მაგრამ მანამდე მოურინიომ პირადად განაცხადა რომ ბეილს ველაპარაკე და ის თავს კარგად გრძნობს მადრიდში და მისი შეძენის მცდელობა დროის ტყული ფლანგვა იქნებაო... რაც მაგ ვიდეოში იყო უბრალოდ გაეხუმრა და მეორე დღეს უკვე დაიწყეს წერა მანჩესტერს რეალი კვლავ უნდა... მაგიტომ მიმაჩნია ჭორი... მერეც რეალმა კარგად იცის რომ კრირო ბერდება, ბეილი კი მომავალია, 90 მილიონი გააკეთა დანილო-მორატადან და მბაპეს ისედაც მოიყვანს, რეალს ფულთან როდის იყო პრობლემა ქონდა... პოგბაზე კონკურენტი იუნაიტედი ჰყავდა და მაგიტომ დაიჩაგრა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№15
ავტორი: gache1991
26 ივლისი 2017 21:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ხო მარა როგორც ჩანს არ არი საკმარისი ეგ ფულები..მაგათ ხო ქონდათ ფინანსური პრობლემები და დაახლოებით ატლეტიკოსნაირი ბანი რარაც პერიოდი..ბეილზე ტქვა ეგ თუ რონალდოზე:?ზღაპარია ეგეთი ფეხბურტელების მოყვანაო..არ ვიცი ყველამ ტავის საქმის უკეტესად იცის მარა რეალურად ბეილმა ბევრი ვერაფერი გააკეტა რეალში,რონალდოს ჩრდილის გარდა ვერ იტყვი რო ან დიმარიაზე მეტი აქ გაკეტებული რეალისთვის ან იოზილზე თუნდაც..სად ტოტენჰემის ბეილი და სად ეს,ტრამვებს რო თავი დავანებოთ ვერ არი ისეთი თავისუფალი და ლაღი..სასწაული იქნებოდა ეგ ჩვენთან..
0
№16
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივლისი 2017 21:59
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: gache1991
ხო მარა როგორც ჩანს არ არი საკმარისი ეგ ფულები..მაგათ ხო ქონდათ ფინანსური პრობლემები და დაახლოებით ატლეტიკოსნაირი ბანი რარაც პერიოდი..ბეილზე ტქვა ეგ თუ რონალდოზე:?ზღაპარია ეგეთი ფეხბურტელების მოყვანაო..არ ვიცი ყველამ ტავის საქმის უკეტესად იცის მარა რეალურად ბეილმა ბევრი ვერაფერი გააკეტა რეალში,რონალდოს ჩრდილის გარდა ვერ იტყვი რო ან დიმარიაზე მეტი აქ გაკეტებული რეალისთვის ან იოზილზე თუნდაც..სად ტოტენჰემის ბეილი და სად ეს,ტრამვებს რო თავი დავანებოთ ვერ არი ისეთი თავისუფალი და ლაღი..სასწაული იქნებოდა ეგ ჩვენთან..

ბეილზე თქვა, ეგ ბანი თანხების არასწორ გამოყენებაში თუ რაღაც მაგისთვის მიარტყეს, მოკლედ ძაან დიდი ჭორია რა, თან მაშინ როცა ბეილმა გამოვიდა კიდეც და თქვა თვეც არ იქნება გასული რომ მადრიდში ბედნიერი ვარ და ახალი სეზონისთვის ვემზადებიო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№17
ავტორი: gache1991
26 ივლისი 2017 22:05
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს ბარკლი არც მე მევასება და ეჭვი მაქ მოურინიოც გიჟდებოდეს მარა თუ ვერც დაიერს ვყიდულობთ მატიჩში ამდენი ფულის მოყვანას ხო არ მოგვეყვანა,ევერტონი დარწმუნებული ვარ ჯერ ჩვენ გვკითხავს ხო არ გვინდა და მერე გაყიდის:))გაპიარებული ინგლისელი ბავშვიია მარა ნიჭი რო აქ და ხელწამოსაკრავი იგროკი არ არი რათ უნდა თქმა..35-40 თუ მოგვცემენ მშვენივრად გამოგვადგებოდა

აგერ კუმანმა ტქვა 100 % მიდისო და ..ცვალონ ამან და პოგბამ ერერას მეწყვილეობა,არც ესაა ცუდი შეტევის დროს,ფიზიკურად ზლიერია და რავიცი..არსენალის ნაგავ იგროკებს ბევრს ჯობია დავიჯერო არავინ ეჩალიჩება???

პროსტაა ამ სტოუნზმა და სტერლინგმა ინგლისელი იგროკებიძააან გააბანძა,ყველა ეწვის ტვალით უყურებს,ვნახოთ ეხლა კინი როგორ იტამაშებს ევერტონში..პიკფორდი,რამდენი ინგლისელი ფეხბურთელია გაიბრწყინებენ გაააპიარებენ და ვსო მერე
0
№18
ავტორი: Svanchester
26 ივლისი 2017 22:25
  • სიახლეები: 2779
  • კომენტარები: 3861
პოზიტიურად შევხვდეთ მატჩს წარმატებები ბიჭებს...
0
№19
ავტორი: bziki
26 ივლისი 2017 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
დღეს ყველა ლივერპულის ფანი კოუტინიოს ამბების გადამკიდე მანჩესტერს ბალეშიკობს lol lol ეს ისე მევასება ლუზერებზე ღადაობა

ბარკლის რაც შეეხება: კიდე შეუძლია რო მოუმატოს??? ესაა მთავარი კითხვა,ჟოზესს გადასაწყვეტია ყველა ვარიანტში თუ ჯერა რო კიდე განითარდება დაითრიოს,თორე ეხლა რა დონეც აქ მანჩესტერისთვის არაა საკმარისი,5 წელია უკვე ეპლშია გამოცდილება კი აქ:D ისე ტრენერი თუ ენდო და პოზიციაც სწორედ მისცა შეილება გაიხსნას და აიშვას მინიმუმ 1 სეზონი

დააგდოს რა ეგ მატიჩი და პერისიჩი მალე თუ ყიდულობენ შეეჩვიონ ეგენიც ცოტა გუნდს
0
№20
ავტორი: SANDROGRIGA
26 ივლისი 2017 23:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია მოიგებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top