თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2017, 21:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3788,
კომენტარები: 22
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიანტონი მარსიალი
ანტონი მარსიალი ინგლისურმა პრესამ ლონდონის "არსენალს" დაუკავშირა. Mail Online -ის განცხადებით ლონდონური კლუბი მზადაა ფრანგის შესაძენად, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მათ კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩაეშლებათ.

ალბათ დაგვეთანხმებით რომ Mail Online -მა საკმაოდ კარგად იხუმრა...
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიხამეს როდრიგეზი
ხამეს როდრიგეზი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ. Diario Gol -ის თანახმად კოლუმბიელმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა ინგლისელებთან. "რეალი" მზადაა როდრიგეზი £61.6 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიჰარი კეინი
ჰარი კეინის "იუნაიტედთან" დაკავშირება ალბათ დროის საკითხი იყო და ეს დროც როგორც ჩანს მოვიდა. Sunday Mirror -ის ინფორმაციით მოურინიომ უკვე დაავალა ედვარდ ვუდვორდს ინგლისელის მოყვანა. "მანჩესტერი" მზადაა კეინი სარეკორდო თანხად შეიძინოს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინემანია მატიჩი
M.E.N -ის შემდეგ უკვე ESPN -იც იტყობინება, რომ ნემანია მატიჩი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. გამოცემის ინფორმაციით სერბი "იუნაიტედს" მომავალ კვირაში უნდა შეუერთდეს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიფედერიკო ბერნარდესკი
იტალიური Mediaset -ის თანახმად "იუნაიტედის" რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელია. ფედერიკო ბერნარდესკი პერიშიჩის ალტერნატივად განიხილება და იმ შემთხვევაში თუ ინგლისური კლუბი ვერ მოახერხებს ხორვატის გადმობირებას ისინი სწორედ ბერნარდესკიზე გადაერთვებიან. "იუნაიტედს" მის შესაძენად €55 მილიონის გადახდა მოუწევს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებირაჯა ნაინგოლანი
თუ იტალიურ II Tempo -ს დავუჯერებთ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რაჯა ნაინგოლანთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ფეხბურთელი მანჩესტერში გადასვლით €7.5 მილიონს გამოიმუშავებს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინელსონ სამედო
ნელსონ სამედო კვლავ "იუნაიტედის" რადარზეა. როგორც ჩანს მანჩესტერს მართლაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მისი შეძენა. O Jogo -ს თანახმად ინგლისელებმა "ბენფიკას" სამედოს სანაცვლოდ €35 მილიონი უკვე შესთავაზეს, მაგრამ "ბენფიკა" ეს შეთავაზება უარით გაისტუმრეს რადგანაც მათ ფეხბურთელში €50 მილიონის მიღება სურთ.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიგარეტ ბეილი
გარეტ ბეილის მომავალი სპორტულმა მედიამ კვლავ დაუკავშირა "იუნაიტედს". რამდენიმე გამოცემა ავრცელებს ინფრომაციას ბეილის მანჩესტერში ტრანსფერის თაობაზე. მათგან ერთ-ერთია ბრიტანული Guardian,რომლის თანახმადაც გარეტ ბეილი ახალ სეზონს "იუნაიტედთან" ერთად დაიწყებს.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 22
№1
ავტორი: SANDROGRIGA
25 ივნისი 2017 21:40
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აჰა ყველასთნ შეუთანხმებიათ თურმე პირადი კონტრაქტის დეტალები :D
1
№2
ავტორი: yohan
25 ივნისი 2017 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
აქედან ამრტო ბეილის ამბავი ხამესის და კეინის ამბავი გამიხარდა დანარჩენი რიავიცი აბა მატიჩი არც თუ ისე ცუდია მაგრამ კაცი რომელიც ჩელსიში ზედმეტი იყო და აქ მოგვყავს ცოტა არ იყოს უცნაურია აღარც პერიშიჩზე დამთავრეულა თურმე საუბრები მოკლედ ვისი ვისაშია რას გაიგებ

ისე რო ვუფიქრდები ახლა აქედან სამივე თუ განახორციელეს მოკლედ საოცარი გუნდი იკვრება რა :DDD

მიდი ვუდვორდ შეგვახსენე შენი გმირობებით თავი <3 manutd
0
№3
ავტორი: JuanMata
25 ივნისი 2017 21:58
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
კარგი სიახლეები კია, მარა რაღაც საეჭვო, იმედია ხამესი მართლა გადმოდის, მანჩესტერის გარდა სხვა გუნდში არ უნდა არსადო კი წერენ.

რაჯაზე მეეჭვება, ფაბინიო და მატიჩი ერთად ეგეც საეჭვოა, ერთ-ერთი იქნება ალბათ.

კეინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მგონია მორატაზე ბევრად ძლიერი იყოს და უფრო იაფად და უმტკივნეულოდ მოგვცემენ. მაგრამ ახლა ნებისმიერი შემტევის ტრანსფერის ნახვა გამიხარდება wink
0
№4
ავტორი: Lalana
25 ივნისი 2017 22:13
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
აქედან რაჯას,როდრიგესის,ბერნანდესკისა და მორატას ტრანსფერები თუ განხორციელდა სხვა დანარჩენი ამ ზაფხულს არც გვინდა :დ
1
№5
ავტორი: PaLoMo
25 ივნისი 2017 22:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
ციტატა: JuanMata
კარგი სიახლეები კია, მარა რაღაც საეჭვო, იმედია ხამესი მართლა გადმოდის, მანჩესტერის გარდა სხვა გუნდში არ უნდა არსადო კი წერენ.

რაჯაზე მეეჭვება, ფაბინიო და მატიჩი ერთად ეგეც საეჭვოა, ერთ-ერთი იქნება ალბათ.

კეინის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არ მგონია მორატაზე ბევრად ძლიერი იყოს და უფრო იაფად და უმტკივნეულოდ მოგვცემენ. მაგრამ ახლა ნებისმიერი შემტევის ტრანსფერის ნახვა გამიხარდება wink

keins premier ligis stajiani motamashe tan 2sezonia bombardiri xdeba da yvelaze karg variantad eg mimachnia nu moratas arafers berchi,magram 2shoris keins avircjevdi.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: dzia_David
25 ივნისი 2017 22:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ავშენებულვართ, ლიგაზე აღარც გავიდეთ მაშინ შემდეგ წელს, რა მუღამი აქ მაინც ვიგებთ ;დ
0
№7
ავტორი: bziki
25 ივნისი 2017 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რონალდომ გააჩერა მორატას ტრანსფერი და სანამ რონალდოზე თეორული შანსია იასნია მორატა მოიცდის, პერისიჩს იმხელა ფასი დაადეს არ ვყიდითო ეთქვათ იგივე იქნებოდა, საერთოდ არაა ცუდი ფეხბურთელი უკვე იმ ასაკშია სტაბილურობით რო გამოირჩევიან ხოლმე ეგეც და მატიჩიც მარა საქმე სხვა რამეშია ორივე მაქსიმუმ 3 წელს ითამაშებენ, ეგ 3 იც თუ გაქაჩეს საკითხავია, გვინდა ეგეთ ხალხზე დაყრდნობა? მერე ისევ გვექნება ეგ პოზიციები გასაძლიერებელი მატიჩი როგორც ჩანს არაა პირველი არჩევანი აი პერისიჩი რატოა პრიორიტეტული ვიდრე სანჩესი,დემბელე,დუგლას კოშტა,ვილიანი,მოურა არ ვიცი, ხამესზე წრმოდგენა არ მაქ მართლა უნდა თუ ჭორებია ხამესი თუ მოვა ჟოზემ თავის სტილს უნდა უღალატოს და ვინუჟდენი ბურთის კონტროლზე გააკეთოს მეტი აქცენტი პლიუს ნახევარდაცვასაც მესამე კაცი აკლდება და პოგბამ ისევ დაცვიდან ითამაშოს
დამთავრდეს კომფედერაციის თასი და გაირკვევა რა ხდება რონალდოზე,სავარაუდოთ პერესი სკაზკებს დადგავს, შეუმშრალებს ცრემლიან თვალებს რონის და ყველა სურვილს დაუკმაყოფილებს. ეგრე ხდება ხოლმე სულ:D
რაჯა მაგრა გაასწორებდა რა ხამესი რის ხამესი მოიყვანონ რაჯა ფულსაც დაზოგავენ

ბერნანდესკი კიდე წავიდეს ინტერში,მილანში,იუვეში. 100% დარწმუნებული ვარ მაგაზე მაგრად დუბლებიდან ამოწეული ვინმე ბავშვი გაქაჩავს.ჯერ ხო დიდი არაფერი არაა და მერე იტალიელი სერია ა ს გამოცდილებით
0
№8
ავტორი: Manstark_United
26 ივნისი 2017 04:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ცხრიანისთვის კეინი ან მორატა
ფლანგზე პერისჩი ან/და კიდე ვინმე wink
საყრდენი ფაბინიო ან მატიჩი
ეს ტრანსფერები გაკეთდეს და მერე შეიძლება რამე ამბიციაზე საუბარი
0
№9
ავტორი: gega23
26 ივნისი 2017 04:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 30
კეინი ან მორატა, ხამესი, ნაინგოლანი ან ფაბინიო და დემბელე.ლიგას უეჩველი ავიგებთ
0
№10
ავტორი: Phil Jones
26 ივნისი 2017 05:24
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ბეილი იმდენად მინდა რომ ვიჯერებ ყველა ჭორს ))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top