თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2017, 21:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3794,
კომენტარები: 22
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიანტონი მარსიალი
ანტონი მარსიალი ინგლისურმა პრესამ ლონდონის "არსენალს" დაუკავშირა. Mail Online -ის განცხადებით ლონდონური კლუბი მზადაა ფრანგის შესაძენად, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მათ კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩაეშლებათ.

ალბათ დაგვეთანხმებით რომ Mail Online -მა საკმაოდ კარგად იხუმრა...
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიხამეს როდრიგეზი
ხამეს როდრიგეზი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ. Diario Gol -ის თანახმად კოლუმბიელმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა ინგლისელებთან. "რეალი" მზადაა როდრიგეზი £61.6 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიჰარი კეინი
ჰარი კეინის "იუნაიტედთან" დაკავშირება ალბათ დროის საკითხი იყო და ეს დროც როგორც ჩანს მოვიდა. Sunday Mirror -ის ინფორმაციით მოურინიომ უკვე დაავალა ედვარდ ვუდვორდს ინგლისელის მოყვანა. "მანჩესტერი" მზადაა კეინი სარეკორდო თანხად შეიძინოს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინემანია მატიჩი
M.E.N -ის შემდეგ უკვე ESPN -იც იტყობინება, რომ ნემანია მატიჩი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. გამოცემის ინფორმაციით სერბი "იუნაიტედს" მომავალ კვირაში უნდა შეუერთდეს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიფედერიკო ბერნარდესკი
იტალიური Mediaset -ის თანახმად "იუნაიტედის" რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელია. ფედერიკო ბერნარდესკი პერიშიჩის ალტერნატივად განიხილება და იმ შემთხვევაში თუ ინგლისური კლუბი ვერ მოახერხებს ხორვატის გადმობირებას ისინი სწორედ ბერნარდესკიზე გადაერთვებიან. "იუნაიტედს" მის შესაძენად €55 მილიონის გადახდა მოუწევს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებირაჯა ნაინგოლანი
თუ იტალიურ II Tempo -ს დავუჯერებთ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რაჯა ნაინგოლანთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ფეხბურთელი მანჩესტერში გადასვლით €7.5 მილიონს გამოიმუშავებს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინელსონ სამედო
ნელსონ სამედო კვლავ "იუნაიტედის" რადარზეა. როგორც ჩანს მანჩესტერს მართლაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მისი შეძენა. O Jogo -ს თანახმად ინგლისელებმა "ბენფიკას" სამედოს სანაცვლოდ €35 მილიონი უკვე შესთავაზეს, მაგრამ "ბენფიკა" ეს შეთავაზება უარით გაისტუმრეს რადგანაც მათ ფეხბურთელში €50 მილიონის მიღება სურთ.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიგარეტ ბეილი
გარეტ ბეილის მომავალი სპორტულმა მედიამ კვლავ დაუკავშირა "იუნაიტედს". რამდენიმე გამოცემა ავრცელებს ინფრომაციას ბეილის მანჩესტერში ტრანსფერის თაობაზე. მათგან ერთ-ერთია ბრიტანული Guardian,რომლის თანახმადაც გარეტ ბეილი ახალ სეზონს "იუნაიტედთან" ერთად დაიწყებს.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 22
№21
ავტორი: yohan
26 ივნისი 2017 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 74
კაროჩე მაგარი პესიმისტურად ვარ განწყობილი და არ ვიცი რააა იმედია ვცდები მაგრამ ნუ კაროჩე რავი რა
0
№22
ავტორი: Best Fan
27 ივნისი 2017 05:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 47
1 მაინც სიმართლე რომ იყოს უკვე მიგწევაა არადა სიტიმ და ჩელსიმ უკვე დაითრიეს კაი ფუტბოლისტები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top