თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2017, 21:28
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 3794,
კომენტარები: 22
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
დღის ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსფერო სიახლეები.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეები
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიანტონი მარსიალი
ანტონი მარსიალი ინგლისურმა პრესამ ლონდონის "არსენალს" დაუკავშირა. Mail Online -ის განცხადებით ლონდონური კლუბი მზადაა ფრანგის შესაძენად, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მათ კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩაეშლებათ.

ალბათ დაგვეთანხმებით რომ Mail Online -მა საკმაოდ კარგად იხუმრა...
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიხამეს როდრიგეზი
ხამეს როდრიგეზი და "მანჩესტერ იუნაიტედი" შეთანხმდნენ. Diario Gol -ის თანახმად კოლუმბიელმა პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა ინგლისელებთან. "რეალი" მზადაა როდრიგეზი £61.6 მილიონის სანაცვლოდ გაუშვას.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიჰარი კეინი
ჰარი კეინის "იუნაიტედთან" დაკავშირება ალბათ დროის საკითხი იყო და ეს დროც როგორც ჩანს მოვიდა. Sunday Mirror -ის ინფორმაციით მოურინიომ უკვე დაავალა ედვარდ ვუდვორდს ინგლისელის მოყვანა. "მანჩესტერი" მზადაა კეინი სარეკორდო თანხად შეიძინოს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინემანია მატიჩი
M.E.N -ის შემდეგ უკვე ESPN -იც იტყობინება, რომ ნემანია მატიჩი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. გამოცემის ინფორმაციით სერბი "იუნაიტედს" მომავალ კვირაში უნდა შეუერთდეს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიფედერიკო ბერნარდესკი
იტალიური Mediaset -ის თანახმად "იუნაიტედის" რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელია. ფედერიკო ბერნარდესკი პერიშიჩის ალტერნატივად განიხილება და იმ შემთხვევაში თუ ინგლისური კლუბი ვერ მოახერხებს ხორვატის გადმობირებას ისინი სწორედ ბერნარდესკიზე გადაერთვებიან. "იუნაიტედს" მის შესაძენად €55 მილიონის გადახდა მოუწევს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებირაჯა ნაინგოლანი
თუ იტალიურ II Tempo -ს დავუჯერებთ "მანჩესტერ იუნაიტედმა" რაჯა ნაინგოლანთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა. ფეხბურთელი მანჩესტერში გადასვლით €7.5 მილიონს გამოიმუშავებს.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებინელსონ სამედო
ნელსონ სამედო კვლავ "იუნაიტედის" რადარზეა. როგორც ჩანს მანჩესტერს მართლაც სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი მისი შეძენა. O Jogo -ს თანახმად ინგლისელებმა "ბენფიკას" სამედოს სანაცვლოდ €35 მილიონი უკვე შესთავაზეს, მაგრამ "ბენფიკა" ეს შეთავაზება უარით გაისტუმრეს რადგანაც მათ ფეხბურთელში €50 მილიონის მიღება სურთ.
25.06.2017 - დღის სატრანსფერო სიახლეებიგარეტ ბეილი
გარეტ ბეილის მომავალი სპორტულმა მედიამ კვლავ დაუკავშირა "იუნაიტედს". რამდენიმე გამოცემა ავრცელებს ინფრომაციას ბეილის მანჩესტერში ტრანსფერის თაობაზე. მათგან ერთ-ერთია ბრიტანული Guardian,რომლის თანახმადაც გარეტ ბეილი ახალ სეზონს "იუნაიტედთან" ერთად დაიწყებს.
სატრანსფერო ფანჯარა
კომენტარები: 22
№11
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2017 05:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Itokshi yvela chventan gadmodis)))
0
№12
ავტორი: Dato Sirabidze
26 ივნისი 2017 06:17
  • სიახლეები: 358
  • კომენტარები: 346
ციტატა: ikeoni
Itokshi yvela chventan gadmodis)))

ან კიდე პირიქით... ყველა ჩვენ გვადებს... სინამდვილეში 3-4 ფეხბურთელს უკეთებენ შეთავაზებას და ეგენი გადმოვლენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ " There is a mystique and a romance about it which no other club can match" - Jose Mourinho
№13
ავტორი: trusard
26 ივნისი 2017 07:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 37
მარსიალი თუ გაუშვეს მაგარი ცენზურალები იქნებიან
0
№14
ავტორი: Manstark_United
26 ივნისი 2017 10:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ერთი სატრანსფერო სიახლეები მომიღებს ბოლოს და მეორე NAEK.GE derpwhy
0
№15
ავტორი: giorgi_mg
26 ივნისი 2017 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აქედან რეალური ალბათ 1-2_ია
0
№16
ავტორი: Iunaitedi
26 ივნისი 2017 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
Shansi araa me xamesas aq gadmotesleba arminda da arminda chveni fexburteli gaxdes da verc verasdros sheviyvareb amtips.
0
№17
ავტორი: ikeoni
26 ივნისი 2017 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
ციტატა: Dato Sirabidze
ციტატა: ikeoni
Itokshi yvela chventan gadmodis)))

ან კიდე პირიქით... ყველა ჩვენ გვადებს... სინამდვილეში 3-4 ფეხბურთელს უკეთებენ შეთავაზებას და ეგენი გადმოვლენ

იმედია ძმა თორე დამაწყდა ნერვებიი
0
№18
ავტორი: nugo-nugo
26 ივნისი 2017 18:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
მატიჩი არა ოღონდ ეგეთი ფელაინცი გვეყოფა ნაინგოლანი ფაბინოდან ერთერთი გვინდა მაგ პოზიციაზე დაიერიც არაა ცუდი
0
№19
ავტორი: pogba.
26 ივნისი 2017 21:14
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
მაგრა ჩავიჯვით ამ ფანჯარაზე მგონი რააააა
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
26 ივნისი 2017 21:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ხალხნო ტყუილად ნუ იშლით ნერვებს ჯერ ივნისი არ დამთავრებულა.მთავარი ტრანსფერები ივლისში იქნება.ლინდელოფზე ზამთარში რო იყო საუბარი მაშინ გაჩარხული საქმეა ეგ და ასე ადრიანად მიტო გამოვიდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top