"ატლეტიკოს" მეკარის ტრანსფერის განხილვა უკვე დაწყებულია.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას გარეშე ყოფნისთვის ემზადება და მზადების პროცესში ესპანელის შემცვლელად მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარის, იან ობლაკის კანდიდატურას განიხილავს.
"წითლების" მეკარეს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალში" გადასვლას, რისი მცდელობაც გასულ სეზონში უკვე ჰქონდა.
თუ ეს ასეც მოხდება, მოურინიო ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის შეძენას ეცდება, რაც "წითლების" ტრანსფერი იქნება დიეგო სიმეონეს გუნდიდან.
თავის დროზე დე ხეაც სწორედ "ვისენტე კალდერონიდან" გადავიდა "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ზედიზედ სამჯერ გახდა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
MEN Sport-ი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სლოვენიელი მეკარის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.
ობლაკის მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 85 მლნ. ფუნტია მითითებული და სამი სხვადასხვა კლუბი აპირებს ამ თანხის გადახდას.
მეკარე, რომელიც ძალიან კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, მეგობრობს თავის თანაგუნდელებთან, ანტუან გრიზმანსა და ხოსე ხიმენესთან, რომლებიც ასევე არიან დაკავშირებული "იუნაიტედში" ტრანსფერთან.
ობლაკთან დაკავშირებულმა წყარომ MEN Sport-ს განუცხადა:
"ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის პატივია გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა და ასეთ კლუბში თამაში. თუ დე ხეა ესპანეთში დაბრუნდება, ყველაფერია შესაძლებელი".კიდევ ერთი მეკარე, ვისაც დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ, ჯანლუიჯი დონარუმაა "მილანიდან".
წყარო:
M.E.N.