თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3095,
კომენტარები: 24
ობლაკის აგენტი ინგლისში ჩაფრინდა
"ატლეტიკოს" მეკარის ტრანსფერის განხილვა უკვე დაწყებულია.
ობლაკის აგენტი ინგლისში ჩაფრინდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას გარეშე ყოფნისთვის ემზადება და მზადების პროცესში ესპანელის შემცვლელად მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარის, იან ობლაკის კანდიდატურას განიხილავს.

"წითლების" მეკარეს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალში" გადასვლას, რისი მცდელობაც გასულ სეზონში უკვე ჰქონდა.

თუ ეს ასეც მოხდება, მოურინიო ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის შეძენას ეცდება, რაც "წითლების" ტრანსფერი იქნება დიეგო სიმეონეს გუნდიდან.

თავის დროზე დე ხეაც სწორედ "ვისენტე კალდერონიდან" გადავიდა "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ზედიზედ სამჯერ გახდა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

MEN Sport-ი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სლოვენიელი მეკარის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.

ობლაკის მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 85 მლნ. ფუნტია მითითებული და სამი სხვადასხვა კლუბი აპირებს ამ თანხის გადახდას.

მეკარე, რომელიც ძალიან კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, მეგობრობს თავის თანაგუნდელებთან, ანტუან გრიზმანსა და ხოსე ხიმენესთან, რომლებიც ასევე არიან დაკავშირებული "იუნაიტედში" ტრანსფერთან.

ობლაკთან დაკავშირებულმა წყარომ MEN Sport-ს განუცხადა: "ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის პატივია გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა და ასეთ კლუბში თამაში. თუ დე ხეა ესპანეთში დაბრუნდება, ყველაფერია შესაძლებელი".

კიდევ ერთი მეკარე, ვისაც დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ, ჯანლუიჯი დონარუმაა "მილანიდან".

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№21
ავტორი: LASHQARA
14 მაი 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რა არ მოგწონთ ობლაკში ნანახი გაქვთ რა სეივებს აკეთებს, აი რო გგონია რო უეჭველი გოლია ისეთ სეივს აკეთებს არაამქვეყნიური გეგონება love am
0
№22
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2017 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Dato kutaisi
ჩემის აზრით დეხეა თუ წავა მეკარე საერთოდ არ არის საყიდელი.მე პირადად რომეროს ნამდვილად არ ვემდური.ვალდესი ყავდა ბარსას და ფრინავდა ფუნდი.შენ წინ მითხარი ვინ გყავს თორე მეკარემდე თუ დავედით როგორც აქამდე ვიყავით და მეკარის ხარჯზე უნდა ვაგროვოთ ქულები მაშინ კარგად გვქონია საქმე.

ზუსტად იგივე აზრზე ვარ მეც, თუ წავა წავიდეს დე ხეა და საერთოდ არ არის საჭირო ასტრონომიულ თანხად ვინმეს მოყვანა ერთი ნორმალური მეკარე ზამენისთვის და ეგ არის, მთავარი გასაძლიერებელი პოზიციებზე დაიხარჯოს ეგ თანხები ჯობია, დარწმუნებული ვარ ხვდება მოუ მაგდენს.
დე ხეა მივცეთ ჯეიმსა მოგვცენ და ერთი 30მ დაგვიმატონ მგონი რეალურია
0
№23
ავტორი: irakli87
14 მაი 2017 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
რეალი რო მეზიზღება ისე არაფერი არ მეზიზღება. მართლა გაახურეს მაგ პედარასტებმა საქმე. წავიდნენ და იყიდონ დანურამა და ობლაკიც თუ უნდათ. სულ მანჩესტერთან აქვთ ასაგლეჯი ფეღბურთელი. მაგათი სამეფო კლუბის წოდებამ შეიდო რა, ვარსკვლავი ვერ გაგვიჩერებია კლუბში. სხვა კლუბი ვერ ნახეს რამდენი ვარსკვლავია. ძაან ისე გამოდის თითქოს მანჩესტერი იყოს დაბალი კლასის კლუბი რომელსაც ფული აღარ აქვს და ყიდის თუკი ვინმეს გაზრდის. ამის მერე რო დაგიწყებენ რეალის ისტორიაზე საუბარს შევ.........ცი ეგეთ ფეღბურთს, გუნდი ფეღბურთის სამეფო კლუბი კი არა მარკეტინგის სამეფო უფროა. მაგრამ ეტყობა ჩვენი გუნდის მფლობელები არიან ნაგვები! დარწმუნებული ვარ აბრამოვიჩს რეალი ესე თავზე ვერ დააჯდება ვერასდროს როგორც მანჩესტერს აზის. პრინციპის და ავტორიტეტის ამბავიც არის. ჩვენ ფულზე მეტად ტიტულები უფრო უნდა გვაინტერესებდეს და ეს ინტერესი თითოეულ ფეღბურთელს უნდა გაუჩინონ!
0
№24
ავტორი: David de Gea 1
14 მაი 2017 21:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
ყველაზე მეტად დავიდზე დამწყდება გული თუ წავიდა დაჟე რონალდო რო წავიდა იმაზეე მეტადაც კიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top