თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3095,
კომენტარები: 24
ობლაკის აგენტი ინგლისში ჩაფრინდა
"ატლეტიკოს" მეკარის ტრანსფერის განხილვა უკვე დაწყებულია.
ობლაკის აგენტი ინგლისში ჩაფრინდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" დავიდ დე ხეას გარეშე ყოფნისთვის ემზადება და მზადების პროცესში ესპანელის შემცვლელად მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარის, იან ობლაკის კანდიდატურას განიხილავს.

"წითლების" მეკარეს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის "რეალში" გადასვლას, რისი მცდელობაც გასულ სეზონში უკვე ჰქონდა.

თუ ეს ასეც მოხდება, მოურინიო ლა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მეკარის შეძენას ეცდება, რაც "წითლების" ტრანსფერი იქნება დიეგო სიმეონეს გუნდიდან.

თავის დროზე დე ხეაც სწორედ "ვისენტე კალდერონიდან" გადავიდა "ოლდ ტრაფორდზე", სადაც ზედიზედ სამჯერ გახდა კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელი.

MEN Sport-ი ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სლოვენიელი მეკარის წარმომადგენლები მიმდინარე კვირაში გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდნენ და "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან მოლაპარაკებებს მართავდნენ.

ობლაკის მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 85 მლნ. ფუნტია მითითებული და სამი სხვადასხვა კლუბი აპირებს ამ თანხის გადახდას.

მეკარე, რომელიც ძალიან კარგად ლაპარაკობს ინგლისურად, მეგობრობს თავის თანაგუნდელებთან, ანტუან გრიზმანსა და ხოსე ხიმენესთან, რომლებიც ასევე არიან დაკავშირებული "იუნაიტედში" ტრანსფერთან.

ობლაკთან დაკავშირებულმა წყარომ MEN Sport-ს განუცხადა: "ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის პატივია გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა და ასეთ კლუბში თამაში. თუ დე ხეა ესპანეთში დაბრუნდება, ყველაფერია შესაძლებელი".

კიდევ ერთი მეკარე, ვისაც დე ხეას შემცვლელად მოიაზრებენ, ჯანლუიჯი დონარუმაა "მილანიდან".

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
24 კომენტარი
№11
ავტორი: bachooo
14 მაი 2017 15:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
ობლაკი მაგარი მეკარეა დეხეას შემდეგ love რატო ყიდის გაუგებარია areyoukiddingme
0
№12
ავტორი: sergiggmu2000
14 მაი 2017 15:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ციტატა: ikeoni
ეს ძალიან მაგარი მაკარეა მაგაზე ორი აზრი არაა მაგრამ დავიტა არ უნდა წავიდეს რაა:((
0
№13
ავტორი: kantona-7
14 მაი 2017 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არწავა დე4ხეა არსად ჩემიაზრით და ჩვეულებრივი ამბავია ამის ტრანსფერზე ჭორები რომარჩერდება>>>რაც შეეხება ობლაკს ძალიან მაღალი დონის მეკარეა და არაფრით ჩამოუვარდება დეხეას(ვინც უყურებს ობლაკის თამაშებს დამეთანხმება) მაგრამ 85 მლ ფუნტი რაამბავია მაშინ დეხეა 100 მლ ფუნტში უნდადა გაიყიდოს მინიმუმ>>>რაც შეეხება დონარუმას სულაც არმინდა მაგის ყიდვა და უბრალოდ გაპიარებული უფროა ვიდრე მაგხელა დონის მეკარე რაც სახელიაქვს>>>ასერომ თუვინმეს დეხეას შეცვლა შეუძლია ეს ობლაკია ჩემიაზრით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: giorgi_mg
14 მაი 2017 15:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რომელი გუნდი გადაიხდის 85მ ფუნტს ამ მეკარეში მაგრად მაინტერესებს, 85 მ_ნად ორ კარგ ფეხბურთელს ან მინიმუმ 1 ვარსკვლავს ვიყიდით და რომეროც მშვენივრად დადგება მთავარ მეკარედ რას უწუნებთ რითია ობლაკზე ნაკლები?! უბრალოდ არ მისცემია მეტი შანსი
ვაფშე არ არის ეგ პოზიცია გასაძლიერებელი ჭ კლასის დაცვა და ფლანგები რო გვყავს მაგას მიხედოს ჯერ ჯობია
0
№15
ავტორი: Benny
14 მაი 2017 15:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
დონარუმა ყველაზე კარგი ვარიანტია ჩემი აზრით
0
№16
ავტორი: kaxeti
14 მაი 2017 15:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
თუ დ ე ხეა ვერ შევინარჩუნეთ და საქმე იქითკენ მიდის ობლაკი შესანიშნავი კანდიტატურაა აი ხამესზე რა გითხრათ არ ვიცი
0
№17
ავტორი: MU1810
14 მაი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
წავა დეხეა დიდი ალბათობით
0
№18
ავტორი: უეინ რუნი
14 მაი 2017 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
არამგონია დე ხეა წავიდეს თუ წავიდა საუკეტესო ვარიანტია ობლაკი
0
№19
ავტორი: beqno2
14 მაი 2017 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
დეხეა თუ წავა ვერ მიაღწევს წარმატებას რეალში რადგან რეალი იმ დონისა არ იქნება კვლავ და შემდგომ როგორიც ახლაა ახლაც არაა გადასარევი გუნდი რო არა გამართლება და მსაჯების დახმარება მეოთხედფინალშიც არ უნდა გასულიყო და ლა ლიგაში მესამეზეც არ უნდა იყოს არათუ პირველზე ასე რომ სერიოზულ შეცდომას და გამოუსწორებელს დაუშვებს დეხეა თუ წავა... მანჩე გაცილებით ძლიერი გახდება რამდენიმე წელიწადში ვიდრე რეალია ახლა მთავარია ევროპა მოვიგოთ და ტრანსფერები იტყვის თავისას მომავალ წელს
0
№20
ავტორი: Dato kutaisi
14 მაი 2017 20:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ჩემის აზრით დეხეა თუ წავა მეკარე საერთოდ არ არის საყიდელი.მე პირადად რომეროს ნამდვილად არ ვემდური.ვალდესი ყავდა ბარსას და ფრინავდა ფუნდი.შენ წინ მითხარი ვინ გყავს თორე მეკარემდე თუ დავედით როგორც აქამდე ვიყავით და მეკარის ხარჯზე უნდა ვაგროვოთ ქულები მაშინ კარგად გვქონია საქმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top