თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2017, 14:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3266,
კომენტარები: 87
მოურინიო: "თვითკმაყოფილების დრო არ არის"
მოურინიო მხოლოდ ტიტულზე ფიქრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ეცადოს იმ ტურნირის მოგებას, რომლის საშუალებითაც ტიტულის დაუფლების საშუალება ექნება.

"წითელი ეშმაკები" დღეს ევროპა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" 1-ბურთიანი უპირატესობის ფონზე უმასპინძლებენ და ტურნირის ფინალში ეცდებიან გასვლას, სადაც "ლიონსა" და "აიაქსს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

აღნიშნული ტიტულის მოგების შემთხვევაში "იუნაიტედი" არა მარტო მეორე ძირითად ტიტულს მოიგებს მიმდინარე სეზონში, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოიპოვებს და მომდევნო სეზონის დასაწყისში ევროპის სუპერ თასის მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.

მოურინიო ამ ყოველივეზე დაფუძნებით გუნდს მოტივირებისკენ მოუწოდებს.

"ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავედით, ასე იმიტომ მოხდება, რომ საკმარისად კარგები არ ვართ.

პრესტიჟისა და ფინანსებისთვის ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა. ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა. იქ თუ არ თამაშობ, ესე იგი, საკმარისად კარგი არ ხარ.

ფინალში თუ ვერ გავედით და მომდევნო სეზონშიც ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ, ასე იმიტომ მოხდება, რომ საკმარისად კარგები არ ვართ.

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელში მონაწილეობაც გვსურს. მაგრამ ახლა კონცენტრირება იმაზე უნდა მოვახდინო, სადაც ვართ. არავის აქვს ჩემზე მოტივაცია "სელტას" დასამარცხებლად.

ერთია ოთხეულში მოსახვედრად თამაში და სულ სხვაა ევროპული ტუნირის მოგების ცდა. სხვაობა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილს შორის არის ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, მაგრამ არა ტიტული, ღირსება ან პრესტიჟი.

ამჟამად ჩვენ მხოლოდ ტიტულზე, ევროპის სუპერ თასზე დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაშზე ვფიქრობთ და ამ ყველაფრის ფონზე თვითკმაყოფილების დრო არ გვაქვს.

კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ფინალის თამაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ტიტულის მოსაგებად ბრძოლა, რომელიც არასდროს მოგვიგია. ევროპული წარმატების მქონე მცირე ჯგუფი გვყავს. რუნი და კერიკი არიან ინგლისელი ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხანია თამაშობენ ამ კლუბში, ასევე მატაც.

სხვა კი არავის მოუგია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კლუბისა და ფეხბურთელებისთვის. ჩვენ თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N
ინტერვიუები
87 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
11 მაი 2017 15:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავედით, ასე იმიტომ მოხდება, რომ საკმარისად კარგები არ ვართ.
ვფიქრობ, წელს არ ვართ მაგისთვის საკამრისად კარგები, ძაან უაზროდ გავანიავეთ პრემიერ ლიგაში ქულები, თან რამდენი შანსი გვქონდა. ევროპა ლიგაზე შედარებით უკეთ ვთამაშობთ და ასეც უნდა დასრულდეს
0
№2
ავტორი: dybbuk
11 მაი 2017 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
ამ ტურნირის ვერ მოგება უკვე კრიმინალი იქნება, სეზონის თამაში იქნება და ყველაფერი უნდა გააკეთონ ამისათვის
0
№3
ავტორი: LASHQARA
11 მაი 2017 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეს თასი ჩვენია და ეს ყველაფერი მალე გაოფიციალურდება, სხვანაირად გუნდი მომავალ სეზონშიც იგივე დღეში იქნება და მაურინიოსაც მალე გააცილებენ მანჩესტერიდან am მაგრამ ეს არ მოხდება ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ გვეკუთვნის მანჩესტერს და მის გულშემატკივარს love am
0
№4
ავტორი: onlyred
11 მაი 2017 17:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
უნდა მოიგოთ !!
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2017 18:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ევროპა ლიგა უეჭველი უნდა მოიგონ, ფატალური იქნება დამარცხება
0
№6
ავტორი: WeAreUnited
11 მაი 2017 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
კაროჩე რააააა ამ ტრავმებმა ხომ ტვინი მო****
0
№7
ავტორი: ikeoni
11 მაი 2017 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Chvenia tasi chvenii
1
№8
ავტორი: stepno
11 მაი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჩვენია ევროპა ლიგა და სუპერ თასი რეალი მანჩესტერი გაიჩIთEბა
0
№9
ავტორი: LASHQARA
11 მაი 2017 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: stepno
ჩვენია ევროპა ლიგა და სუპერ თასი რეალი მანჩესტერი გაიჩIთEბა

ვერ დაგეთანხმები მანჩესტერი-იუვენტუსი love am
0
№10
ავტორი: kaxeti
11 მაი 2017 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
თუ ვერ მოიგებ უნდა ააკურკლო ამ გუნდიდან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top