თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2017, 14:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3267,
კომენტარები: 87
მოურინიო: "თვითკმაყოფილების დრო არ არის"
მოურინიო მხოლოდ ტიტულზე ფიქრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მიღწეულზე არ უნდა დაკმაყოფილდეს და ეცადოს იმ ტურნირის მოგებას, რომლის საშუალებითაც ტიტულის დაუფლების საშუალება ექნება.

"წითელი ეშმაკები" დღეს ევროპა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში "სელტა ვიგოს" 1-ბურთიანი უპირატესობის ფონზე უმასპინძლებენ და ტურნირის ფინალში ეცდებიან გასვლას, სადაც "ლიონსა" და "აიაქსს" შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

აღნიშნული ტიტულის მოგების შემთხვევაში "იუნაიტედი" არა მარტო მეორე ძირითად ტიტულს მოიგებს მიმდინარე სეზონში, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოიპოვებს და მომდევნო სეზონის დასაწყისში ევროპის სუპერ თასის მატჩშიც მიიღებს მონაწილეობას.

მოურინიო ამ ყოველივეზე დაფუძნებით გუნდს მოტივირებისკენ მოუწოდებს.

"ჩემპიონთა ლიგაზე თუ ვერ გავედით, ასე იმიტომ მოხდება, რომ საკმარისად კარგები არ ვართ.

პრესტიჟისა და ფინანსებისთვის ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა ლიგაა. ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის ჩემპიონთა ლიგა არის ჩემპიონთა ლიგა. იქ თუ არ თამაშობ, ესე იგი, საკმარისად კარგი არ ხარ.

ფინალში თუ ვერ გავედით და მომდევნო სეზონშიც ევროპა ლიგაზე ვითამაშებთ, ასე იმიტომ მოხდება, რომ საკმარისად კარგები არ ვართ.

ჩემპიონთა ლიგა არის ტურნირი, რომელში მონაწილეობაც გვსურს. მაგრამ ახლა კონცენტრირება იმაზე უნდა მოვახდინო, სადაც ვართ. არავის აქვს ჩემზე მოტივაცია "სელტას" დასამარცხებლად.

ერთია ოთხეულში მოსახვედრად თამაში და სულ სხვაა ევროპული ტუნირის მოგების ცდა. სხვაობა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილს შორის არის ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა, მაგრამ არა ტიტული, ღირსება ან პრესტიჟი.

ამჟამად ჩვენ მხოლოდ ტიტულზე, ევროპის სუპერ თასზე დიდი გუნდის წინააღმდეგ თამაშზე ვფიქრობთ და ამ ყველაფრის ფონზე თვითკმაყოფილების დრო არ გვაქვს.

კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ევროპული ფინალის თამაში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ ტიტულის მოსაგებად ბრძოლა, რომელიც არასდროს მოგვიგია. ევროპული წარმატების მქონე მცირე ჯგუფი გვყავს. რუნი და კერიკი არიან ინგლისელი ფეხბურთელები, რომლებიც დიდი ხანია თამაშობენ ამ კლუბში, ასევე მატაც.

სხვა კი არავის მოუგია. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კლუბისა და ფეხბურთელებისთვის. ჩვენ თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: M.E.N
ინტერვიუები
87 კომენტარი
№11
ავტორი: Mixito
11 მაი 2017 23:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Saiti mokvdaaa ?
0
№12
ავტორი: JuanMata
11 მაი 2017 23:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: LASHQARA
ციტატა: stepno
ჩვენია ევროპა ლიგა და სუპერ თასი რეალი მანჩესტერი გაიჩIთEბა

ვერ დაგეთანხმები მანჩესტერი-იუვენტუსი love am


პოგბა გაიტანს გოლს და არ აღნიშნავს wink
0
№13
ავტორი: tedore
11 მაი 2017 23:53
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ბლინდმა ბევრი შეცდომა დაუშვა ერთ ტაიმში უკვე სხვა ისეთი არაფერი ხდება გასაკვირი მეორე ტაიმშიც უნდა შევუგდოთ ერთი გოლი და დამთავრდება ყველაფერი
0
№14
ავტორი: kashmara
11 მაი 2017 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
მართლა რა მოუვიდა საიტს დაიკიდეთ ვაფშე თუ რა პონტში პასურობთ ტეხავს მაგრად ჩემი აზრით....
0
№15
ავტორი: irakli87
11 მაი 2017 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ერთი რამ მაინტერესებს თუ იცით? პოგბას წინათამაში გაფრთხილება აქვს და მეორე ყვითელ ბარათზე ფინალს გამოტოვებს თუ ბათილდება? უკვე ორჯერ დაჯარიმდა და დიდი შანსია მსაჯმა არ დაინდოს და გააფრთხილოს. პოგბას გარეშე ფინალი კატასტროფა იქნება.
0
№16
ავტორი: LASHQARA
11 მაი 2017 23:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რა შეტენა ფელაინმა დაუსვა წერტილი ყველაფერს love am
0
№17
ავტორი: Dato kutaisi
11 მაი 2017 23:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
მთლად 5 გოლი რო გაიტანოს რეშფორდმა მაინც არაა ცენტრი რა.პოგბას იმ თავზე გადაგდებებს რო უბრალოდ არასწორედ მიღების გამო გააფუჭებ რა.ზოგადად რეშზე ამდენი ხანია მაქ წარმოდგენა რო ყ ელაზე კარგად რაც გამოსდის ეს სირბილია.ჩაწოდება მიღება პრობლემური აქ და დასახვეწი.ეჰ პოგბას დონის და შესაფერი წყვილი ყავდეს და თუ არ ითამაშებს მხითოც ყველა ნახავთ.უკან თუ არ დაიხიეს შემტევებმა ნახევარდაცვა არ ყოფნის ან როგორ გეყოფა როცა ერთი კაცის ადგილს ფელაინი სულ აცდენს:)
0
№18
ავტორი: Mixito
12 მაი 2017 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Aseti tamashii ? Ara ra mou 1 golze rato cherdebi ?
0
№19
ავტორი: Dato kutaisi
12 მაი 2017 01:00
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ამნაირი გასვლის და ამნაირი თამაშის დედაც რა მე დამაგჯა ნერვები აღარ ვარგივარ.ბაის გარეშე ფინალი მე არ ვიცი არა
0
№20
ავტორი: ALEXFERGUSON
12 მაი 2017 01:02
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ციტატა: Dato kutaisi
ამნაირი გასვლის და ამნაირი თამაშის დედაც რა მე დამაგჯა ნერვები აღარ ვარგივარ.ბაის გარეშე ფინალი მე არ ვიცი არა

ფინალში არ გადადის არც ყვითელი და არც წითელი როგორც ვიცი. ასე რომ ბაი იქნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top