თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2017, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3107,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი "ბარნლისთან" გამარჯვებაზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ტორფ მურზე" მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილება გამოხატა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლის გაზრდილ შანსებზე ისაუბრა.

ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის გოლებით "წითლებმა" კომფორტული გამარჯვება მოიპოვეს და მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" ერთქულიანი ჩამორჩენის მანძილზე მიუახლოვდნენ.

მწვრთნელმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუ მისცა...

იდეალური თამაში და შედეგი


"ინდივიდუალური თამაში, უმაღლესი დონე. გუნდური თამაში, უმაღლესი დონე. თამაშის სრული კონტროლი. სათამაშოდ ძალიან რთული ადგილია, მაგრამ მატჩის დასაწყისიდანვე ვგრძნობდით, რომ თამაშის მოგებას ვაპირებდით. მეორე ტაიმშიც კი 3-0 ანგარიშთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე 2-0-თან."

ენტონი მარსიალით მოხიბლვა

"თუ მიდგომა სწორია, თუ გონება სწორია, თუ მონდომებაც სწორია, ისედაც ყველასთვის ცხადი იყო მისი ნიჭი, ასე რომ, მართლაც მოხარული ვარ, რაც ჩვენთვის გააკეთა."

სრული მატჩი რუნისთვის

"მე ერთ საათზე ვფიქრობდი. 90 წუთი იმიტომ მივეცი, რომ სოლიდურად გამოიყურებოდა, მატჩში სრულად იყო ჩართული, ბურთს ჭკვიანურად ეპყრობოდა, თამაშში ჩართვით პარტნიორებს დახმარეაბს უწევდა. არც მინდა მნიშვნელოვან გოლზე არც კი ვლაპარაკობ. ჩვენი კაპიტანია."

ფელაინის დაცვითი დისციპლინა

"მე ვიტყოდი, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან მარუანიც იქ იყო სწორხაზოვან ფეხბურთს უმკლავდებოდა, დუეტს ეხმარებოდა, თუმცა, მე ვფიქრობ, სამივე მათგანი (ბლინდი და ბაიი) სოლიდურად გამოიყურებოდა, ვიმეორებ, რთულად გასამკლავებელი მეტოქის წინააღმდეგ."

მხარდაჭერა ტრავმირებულ როხოსა და იბრაჰიმოვიჩს

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ სხვებიც გვყავს. ფეხბურთში ტრავმები ნორმალური მოვლენაა. ამის გამო ტირილს არ ვაპირებთ. ჩვენ ვტირით ჩვენი ორი მეგობრის ტრავმების სერიოზულობაზე და ოპერაციაზე, გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობაზე. ამის გამო ვტირით და ყველა მოწყენილია, მაგრამ ამავდროულად პოზიტიურად უნდა განვეწყოთ, რათა მათ ირგვლივ კარგი ემოცია სუფევდეს და მათ იციან, რომ თითოეული ჩვენგანი მათ გვერდითაა."

სრული მზადყოფნა ხუთშაბათის დერბისთვის

"ჩვენ შორის ერთი ქულაა სხვაობა, მაგრამ "სიტიმ" მხოლოდ პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშოს, ჩვენ კი ევროპული ტურნირიც გვაქვს. დიახ, ოთხეულში შესვლა ჩვენი მიზანია, მაგრამ ჩემი შეგრძნება, ჩემი გაგება ისეთია, რომ ეს კლუბი ტიტულების მოსაგებად არის დაარსებული. პრემიერ ლიგაში ვერაფერ მოვიგებთ. ევროპა ლიგაზე გამარჯვების შანსი კი 25%. ასე რომ, ვფიქრობ, მთელი ძალა ევროპა ლიგისკენ უნდა მივმართოთ."

ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
23 აპრილი 2017 21:32
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აწუ 2 იგრა ზაპასში და სხვაობა 3 ქულა ლივერპულთან:))) მჯერა რო სიტის წაკუზვა შეგვიძლია ვაფშე სხვაა ეს სიტი და სეზონის სტარტზე სულ სხვა იყო, ასევე არსენალთანაც არ გაგვიჭირდება გასვლა, ერთადერთი ტოტენჰემია ვისაც ჩვენთვის მოგება შეუძლია მარა ვნახოთ.კაია რო ყველაფერი ჩვენ ხელშია.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 აპრილი 2017 21:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გუნდს ეტყობოდა რო გამარჯვებისთვის თამაშობდა, ორივე მიზანი რეალური მისაღწევია და ბოლომდე უნდა იბრძოლონ ამისთვის
0
№3
ავტორი: stepno
23 აპრილი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ბაიი იყოო საოცრებააა არავინ არ გაახარა დღეეეს love ასევე მთელი გუნდი მომეწონააა ძალია დამაჯერებელი და კარგი თამაში იყოო მეტიც შეგვიძლიააა რათქმაუნდა მაგრაამ დღეისათვის ეს საკმარისი იყოო fellow
1
№4
ავტორი: ROONEY-RUNI
23 აპრილი 2017 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მაგრამ ბაზრობს ყველანაირად რააა მაგრამ ევროპა ლიგის მოგება უფრო უნდა ვიდრე ოთხეულში შესვლა მაგრამ სულ რო არაფერი პრინციპის საკითხია სიტი უნდა გავხიოთ რაც არ უნდა დაგვიჯდეს
0
№5
ავტორი: Manstark_United
23 აპრილი 2017 21:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: shotkin
აწუ 2 იგრა ზაპასში და სხვაობა 3 ქულა ლივერპულთან:))) მჯერა რო სიტის წაკუზვა შეგვიძლია ვაფშე სხვაა ეს სიტი და სეზონის სტარტზე სულ სხვა იყო, ასევე არსენალთანაც არ გაგვიჭირდება გასვლა, ერთადერთი ტოტენჰემია ვისაც ჩვენთვის მოგება შეუძლია მარა ვნახოთ.კაია რო ყველაფერი ჩვენ ხელშია.

ხო გეთანხმები.სიტისთან და არსენალთან არწავაგებთ მაინც მინიმუმ და ეგეც საქმეა.ტოტენჰემი მართლაც საშიშია,ძალიან შემტევი ფეხბურთი აქვთ.ისე კი ოთხეული რეალურია,მთავარია არ გაანიავონ ქულები.
0
№6
ავტორი: kobinio
23 აპრილი 2017 21:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ლივერპულს ბაირამ დუდუკი გაუპო კრისტალპალასმა :)))
0
№7
ავტორი: ikeoni
23 აპრილი 2017 21:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ციტატა: stepno
ბაიი იყოო საოცრებააა არავინ არ გაახარა დღეეეს love ასევე მთელი გუნდი მომეწონააა ძალია დამაჯერებელი და კარგი თამაში იყოო მეტიც შეგვიძლიააა რათქმაუნდა მაგრაამ დღეისათვის ეს საკმარისი იყოო fellow

Baili martla Ra magari gvyavs❤️
0
№8
ავტორი: tedore
23 აპრილი 2017 22:01
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
დეტალურად გადავხედე ცხრილს და თუ სიტის 3-0 მოვუგებთ ეგრევე მესამეზე გადავალთ თუ ოცნებაა ოცნება იყოს)) ისე არც ფრეზე ვიტყოდი უარს ამ შემთხვევაში მაგრამ მჯერა მოგების
0
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
23 აპრილი 2017 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: tedore
დეტალურად გადავხედე ცხრილს და თუ სიტის 3-0 მოვუგებთ ეგრევე მესამეზე გადავალთ თუ ოცნებაა ოცნება იყოს)) ისე არც ფრეზე ვიტყოდი უარს ამ შემთხვევაში მაგრამ მჯერა მოგების


ოცნებასაც ვერ დავარქმევ სადაც ჩელსის 2-0 მოუგეთ ისე რო კარშიც ვერ დაგვირტყეს რატო ვერ უნდა მოუგოთ სიტის 3-0 თუ კარგათ დავაკვირდებით შეასძლებეილც კია ტუ მოინდომებენ ისევე როგორც ცელსისთან
0
№10
ავტორი: gache1991
23 აპრილი 2017 22:27
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დღევანდელმა დღემ და ტურმა ჩაიარა იდეალურად,ეხლა შემდეგ თამაშში სიტიც თუ აყირავდა მერე გვიყურონ შორიდან:D:D GAME ON
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top