თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2017, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3113,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი "ბარნლისთან" გამარჯვებაზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ტორფ მურზე" მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილება გამოხატა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლის გაზრდილ შანსებზე ისაუბრა.

ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის გოლებით "წითლებმა" კომფორტული გამარჯვება მოიპოვეს და მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" ერთქულიანი ჩამორჩენის მანძილზე მიუახლოვდნენ.

მწვრთნელმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუ მისცა...

იდეალური თამაში და შედეგი


"ინდივიდუალური თამაში, უმაღლესი დონე. გუნდური თამაში, უმაღლესი დონე. თამაშის სრული კონტროლი. სათამაშოდ ძალიან რთული ადგილია, მაგრამ მატჩის დასაწყისიდანვე ვგრძნობდით, რომ თამაშის მოგებას ვაპირებდით. მეორე ტაიმშიც კი 3-0 ანგარიშთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე 2-0-თან."

ენტონი მარსიალით მოხიბლვა

"თუ მიდგომა სწორია, თუ გონება სწორია, თუ მონდომებაც სწორია, ისედაც ყველასთვის ცხადი იყო მისი ნიჭი, ასე რომ, მართლაც მოხარული ვარ, რაც ჩვენთვის გააკეთა."

სრული მატჩი რუნისთვის

"მე ერთ საათზე ვფიქრობდი. 90 წუთი იმიტომ მივეცი, რომ სოლიდურად გამოიყურებოდა, მატჩში სრულად იყო ჩართული, ბურთს ჭკვიანურად ეპყრობოდა, თამაშში ჩართვით პარტნიორებს დახმარეაბს უწევდა. არც მინდა მნიშვნელოვან გოლზე არც კი ვლაპარაკობ. ჩვენი კაპიტანია."

ფელაინის დაცვითი დისციპლინა

"მე ვიტყოდი, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან მარუანიც იქ იყო სწორხაზოვან ფეხბურთს უმკლავდებოდა, დუეტს ეხმარებოდა, თუმცა, მე ვფიქრობ, სამივე მათგანი (ბლინდი და ბაიი) სოლიდურად გამოიყურებოდა, ვიმეორებ, რთულად გასამკლავებელი მეტოქის წინააღმდეგ."

მხარდაჭერა ტრავმირებულ როხოსა და იბრაჰიმოვიჩს

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ სხვებიც გვყავს. ფეხბურთში ტრავმები ნორმალური მოვლენაა. ამის გამო ტირილს არ ვაპირებთ. ჩვენ ვტირით ჩვენი ორი მეგობრის ტრავმების სერიოზულობაზე და ოპერაციაზე, გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობაზე. ამის გამო ვტირით და ყველა მოწყენილია, მაგრამ ამავდროულად პოზიტიურად უნდა განვეწყოთ, რათა მათ ირგვლივ კარგი ემოცია სუფევდეს და მათ იციან, რომ თითოეული ჩვენგანი მათ გვერდითაა."

სრული მზადყოფნა ხუთშაბათის დერბისთვის

"ჩვენ შორის ერთი ქულაა სხვაობა, მაგრამ "სიტიმ" მხოლოდ პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშოს, ჩვენ კი ევროპული ტურნირიც გვაქვს. დიახ, ოთხეულში შესვლა ჩვენი მიზანია, მაგრამ ჩემი შეგრძნება, ჩემი გაგება ისეთია, რომ ეს კლუბი ტიტულების მოსაგებად არის დაარსებული. პრემიერ ლიგაში ვერაფერ მოვიგებთ. ევროპა ლიგაზე გამარჯვების შანსი კი 25%. ასე რომ, ვფიქრობ, მთელი ძალა ევროპა ლიგისკენ უნდა მივმართოთ."

ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: kashmara
24 აპრილი 2017 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1116
სად ხარტ მოვიწყინე მარტო ბუბლიკ ან სტატია მიანც დადეტ.... როხო სადდაიკარგე დზმა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top