თბილისი:
მანჩესტერი:
23-04-2017, 21:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3113,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი "ბარნლისთან" გამარჯვებაზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდეგ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ "ტორფ მურზე" მოპოვებული გამარჯვებით კმაყოფილება გამოხატა და პრემიერ ლიგის ოთხეულში შესვლის გაზრდილ შანსებზე ისაუბრა.

ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის გოლებით "წითლებმა" კომფორტული გამარჯვება მოიპოვეს და მეოთხე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" ერთქულიანი ჩამორჩენის მანძილზე მიუახლოვდნენ.

მწვრთნელმა "იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუ მისცა...

იდეალური თამაში და შედეგი


"ინდივიდუალური თამაში, უმაღლესი დონე. გუნდური თამაში, უმაღლესი დონე. თამაშის სრული კონტროლი. სათამაშოდ ძალიან რთული ადგილია, მაგრამ მატჩის დასაწყისიდანვე ვგრძნობდით, რომ თამაშის მოგებას ვაპირებდით. მეორე ტაიმშიც კი 3-0 ანგარიშთან უფრო ახლოს ვიყავით, ვიდრე 2-0-თან."

ენტონი მარსიალით მოხიბლვა

"თუ მიდგომა სწორია, თუ გონება სწორია, თუ მონდომებაც სწორია, ისედაც ყველასთვის ცხადი იყო მისი ნიჭი, ასე რომ, მართლაც მოხარული ვარ, რაც ჩვენთვის გააკეთა."

სრული მატჩი რუნისთვის

"მე ერთ საათზე ვფიქრობდი. 90 წუთი იმიტომ მივეცი, რომ სოლიდურად გამოიყურებოდა, მატჩში სრულად იყო ჩართული, ბურთს ჭკვიანურად ეპყრობოდა, თამაშში ჩართვით პარტნიორებს დახმარეაბს უწევდა. არც მინდა მნიშვნელოვან გოლზე არც კი ვლაპარაკობ. ჩვენი კაპიტანია."

ფელაინის დაცვითი დისციპლინა

"მე ვიტყოდი, სამი ცენტრალური მცველით ვითამაშეთ, რადგან მარუანიც იქ იყო სწორხაზოვან ფეხბურთს უმკლავდებოდა, დუეტს ეხმარებოდა, თუმცა, მე ვფიქრობ, სამივე მათგანი (ბლინდი და ბაიი) სოლიდურად გამოიყურებოდა, ვიმეორებ, რთულად გასამკლავებელი მეტოქის წინააღმდეგ."

მხარდაჭერა ტრავმირებულ როხოსა და იბრაჰიმოვიჩს

"ორი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, მაგრამ სხვებიც გვყავს. ფეხბურთში ტრავმები ნორმალური მოვლენაა. ამის გამო ტირილს არ ვაპირებთ. ჩვენ ვტირით ჩვენი ორი მეგობრის ტრავმების სერიოზულობაზე და ოპერაციაზე, გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობაზე. ამის გამო ვტირით და ყველა მოწყენილია, მაგრამ ამავდროულად პოზიტიურად უნდა განვეწყოთ, რათა მათ ირგვლივ კარგი ემოცია სუფევდეს და მათ იციან, რომ თითოეული ჩვენგანი მათ გვერდითაა."

სრული მზადყოფნა ხუთშაბათის დერბისთვის

"ჩვენ შორის ერთი ქულაა სხვაობა, მაგრამ "სიტიმ" მხოლოდ პრემიერ ლიგაში უნდა ითამაშოს, ჩვენ კი ევროპული ტურნირიც გვაქვს. დიახ, ოთხეულში შესვლა ჩვენი მიზანია, მაგრამ ჩემი შეგრძნება, ჩემი გაგება ისეთია, რომ ეს კლუბი ტიტულების მოსაგებად არის დაარსებული. პრემიერ ლიგაში ვერაფერ მოვიგებთ. ევროპა ლიგაზე გამარჯვების შანსი კი 25%. ასე რომ, ვფიქრობ, მთელი ძალა ევროპა ლიგისკენ უნდა მივმართოთ."

ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: mogeba
23 აპრილი 2017 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
mao siti daachoqe da ar minda araferi wels
0
№12
ავტორი: Phil Jones
23 აპრილი 2017 22:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოკლედ შევეცდები ვთქვა ყველაფერი: იყო მართლა იდეალური თამაში, დავიწყოთ ბაიის საოცარი დაცვით, ფელაინი მართლა გაუმკლავდა უაზრო ჩაწოდებებს რაც ვთქვი რამოდენიმე დღის წინ რომ აუცილებელია ასეთ გუნდებთანთქო და გაამართლა კიდევაც, მარსიალის ამ 25 გოლს ველოდები რამდენი ხანია, სავარაუდოდ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშაც იყო ამის გამო, თითქოსდა არაფერი მაგრამ როცა იცი რომ გუნდს შენი 1 გოლი 10 მილიონი ევრო დაუჯდება ალბათ მოქმედებს ეგეც და აწი აუცილებლად მოუმატებს თან უფრო მეტი სათამაშო დროც ექნება. მსაჯებზე რა უნდა ითქვას ისევ პენალტი არ დაგვიდეს 100 პროცენტიანი (ბარტონმა რომ ჩაარტყა რუნის უკნიდან).
უკვე მეორე თამაშია მატჩის იმედგაცრუება დე ხეაა ))) ეს ხუმრობით რათქმაუნდა და იმედია ასეც იქნება სულ!
რუნის გოლმა საოცრად გამახარა და დღეს ნამდვილი ლიდერი იყო, ბევრს ესაუბრებოდა ფეხბურთელებს, პოგბაც კარგი იყო, ერერაც... ამ ყველაფრის ფონზე მე მაინც საუკეთესო ფეხბურთელად ბაიის დავასახელებდი.

და კიდევ ლუზერების წაგებამ ეს დღე იდეალურად აქცია!
0
№13
ავტორი: bziki
23 აპრილი 2017 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
გასვლებზე არ გვიჭირს თითქმის დარწმუნებული ვარ სიტის გავხევთ ვერ ვხვდები რა უნდა დაგვიპირისპირონ სისწრაფეშიც ვაჯობებთ და ბურთის ფლობაშიც, აი მერეა საქმე არსენალს დასაკარგი არაფერი აქ და შეილება ბოლო სეზონიც იყოს არსენასი იოლად არ შეეგუებიან მარცხს მე ფრეც დამაკმაყოფილებს და დარწმუნებული ვარ ჟოზესაც wink , ტოტენჰემი ჩვენი ბულკია მაგათი არ მეშინია, დაუგეგმავ ქულებსაც იმედია არ დაკარგავენ ძაან რეალურია ოთხეული ლუზერებმაც არმგონია ყველა თამაში მოიგონ

ხო და სიტის სილვა დაემტვრა იმედია არ იქნება
0
№14
ავტორი: GRIEZMANN 7
23 აპრილი 2017 23:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მშვენიერი დღე გვქონდაა კარგი თამაში და კიდე რა გამისწორდა ბენტეკემ რო ჩაუდო კლოპს თავისი შავი სასქესო ორგანოო:d არევასებოდა ბენტეკე და დაუბრუნა ხურდაა
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
24 აპრილი 2017 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მაგარი კაცი ხარ მოუ ეგრე გააგღზელე ეხა დაგვჩა 6 თამაში მოსაგები ეპლში და 3 თამაში ევროპის ლიგაზე რო თასი დავიჭიროთ ხელში და მჯერა მაგის მიდით ბიჭებო ჩვენ ხო მანჩესტერ იუნაიტედი გქვია
0
№16
ავტორი: levionok
24 აპრილი 2017 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
გამარჯობათ მეგობრებო,აღდგომის მერე არ შემოვსულვარ და გილოცავთ ყველას!!! რაც შეეხება თამაშს ერთ რაღაცაზე დავფიქრდი,როცა გუნდს ამხელა სერიოზული დანაკლისი აქვს და გუნდი გამართულად თამაშობს ეს უკვე სწორ გზაზე დგომას ნიშნავს,ბარნლი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი სახლში თან მოტივირებული და თან უკანალიც ააქვს რაღაცის! ყველამ იბრძოლა სწორად ითამაშეს და შედეგიც მოვიდა ბრავო ყველას მაგრამ მე ბაის და პოგბას გამოვყოფდი ძალიან ძლიერები არიან პოგბას გოლები აკლია და მომდევნო სეზონიდან ვიცი რომ ბევრს გაიტანს. გილოცავთ ყველას
0
№17
ავტორი: LASHQARA
24 აპრილი 2017 02:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
იბრას დიდი პატივისცემის მიუხედავად, მგონია რომ იბრა დიდი დანაკლისი არაა მანჩესტერისთვის და ეს ყველა შემდეგ თამაშში უკეთ გამოჩნდება, ბევრად გუნდური შეტევები გვექნება, ვიდრე ერთ კაცზე ჩაკიდებული ბურთები როომელიც 10 დან 7 ნიავდება love am
0
№18
ავტორი: JuanMata
24 აპრილი 2017 08:06
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: tedore
დეტალურად გადავხედე ცხრილს და თუ სიტის 3-0 მოვუგებთ ეგრევე მესამეზე გადავალთ თუ ოცნებაა ოცნება იყოს)) ისე არც ფრეზე ვიტყოდი უარს ამ შემთხვევაში მაგრამ მჯერა მოგების


თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ჩელსისთან, სულაც არ იქნება ოცნება, საკმაოდ რეალურია.
0
№19
ავტორი: kaxeti
24 აპრილი 2017 13:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ციტატა: kobinio
ლივერპულს ბაირამ დუდუკი გაუპო კრისტალპალასმა :)))

ბაირამ სატრაწავში

სიტისთამ მინიმუმ არ ვაგებთ
0
№20
ავტორი: mogeba
24 აპრილი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ver vitan liverpiluls da sitis damarchenbs vehlguebi
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top