თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2017, 12:18
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2770,
კომენტარები: 23
"რომას" "იუნაიტედის" მცველი სურს
იტალიური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის შეძენას ეცდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რომა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მატეო დარმიანის იტალიაში დაბრუნებას ეცდება.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ სადებიუტო სეზონში დარმიანმა "წითლების" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - მატეო ზოგჯერ სათადარიგოთა სკამზეც კი ვეღარ ხვდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ წყდება ჭორები 27 წლის მცველის კლუბის დატოვების შესახებ. დარმიანს ასევე უკავშირებდნენ "იუვენტუსს", "ინტერსა" და "ჩელსის", რომელსაც ანტონიო კონტე, დარმიანის თანამემამულე და ნაკრებში მისი ყოფილი მწვრთნელი წვრთნის.

თუმცა, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუნაიტედთან" განშორებას არ აპირებს. "მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვთამაშობ, ამიტომ ბედნიერი ვარ. შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ვკითხულობ და ვისმენ, მაგრამ პირადად მე არაფერი ვიცი. ამჟამად ეს ყველაფერი სიცრუეა", - განაცხადა იტალიელმა.

დარმიანს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. იტალიელი კლუბს 2015 წელს, "ტორინოდან" შეუერთდა. ამ დროის მანძილზე კლუბის მაისურით 57 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
ჭორები
23 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2017 12:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა თამაშობს მარცხენა ფლანგზე არბენინებენ და მანდ საერთოდ კატასტროფაა. ჯობია ალბათ დაბრუნდეს იტალიაში ჩვენ კიდე საჭირო მონაცემების მქონე მარჯვენა მცველი გვეღირსოს
0
№2
ავტორი: shotkin
24 მარტი 2017 12:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
წაიღონ მარა უნდა მოვიდეს უკეთესი ვინმე
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
24 მარტი 2017 12:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მე ვფიქრობ უნდა დარჩეს მაინც აქ რაგაც განსაკუთრებული ნიჩი მაინც იტალიელია და შეძლებს მაგალ დონეზე თამაშს გუნდი რო უფრო და უფრო რო მოიწკიპება

რაზე ვფიქრობ იცით ხალხნო ეს დარჩენილი თამაში 30 ტურის ჩათვლით ვიძახი რო მოვიგოთ 61 ქულა გვექნება და 8 თამაში + 24 ქულააა აქიდან მოუმ ერთი 19 ქულა რო აიღოს ამ სეზონში არ იქნება ურიგო 80 ქულლაა ალბათ 3 ადგილი მეორე უფრო ხმამაღალი ჩანს და იმედი მაქ დაიდება წელს 80 ქულა ჩელსი კი ალბათ 100 ქულას აიღებს ჩემი ვარაუდით ან 96 მაინც

1
№4
ავტორი: tyeshela1
24 მარტი 2017 13:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
მე ძაან მინდა რო ვალენსიასთან ერთად ვარელასაც მიეცესხოლმე შანსი. და რო წავა ვალე იქნებ რაღაც დადგეს ვარელასგანაც. ძაან ნიჭიერი ბიჭია არადა..
1
№5
ავტორი: DRJBECKHAM
24 მარტი 2017 13:14
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
საინტერესო ზაფხული იქნება, მოუს სტილია რო არ უყვარს ზედმეტი ფეხბურთელები გუნდში, ესეც წავა და სმოლინგი ჯონსი როხოდან ერთერთიც
0
№6
ავტორი: shotkin
24 მარტი 2017 13:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: tyeshela1
მე ძაან მინდა რო ვალენსიასთან ერთად ვარელასაც მიეცესხოლმე შანსი. და რო წავა ვალე იქნებ რაღაც დადგეს ვარელასგანაც. ძაან ნიჭიერი ბიჭია არადა..

ჯიგარი ხარ :D რამდენი ხანია მაგას გავიძახი)) მიხარია თანამოაზრე რო გამომიჩნდა მაგ საკითხში. ვარელას კარგი სისწრაფეც აქვს კარგი პასიც და აშკარად დაიხვეწება და ღირს მაგ ბიჭზე ყურადღების გამახვილება. თავის დროზე როცა რეალის დუბლებს ზიდანი წვრთნიდა მახსოვს ზიდანმა აქო და ადიდა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა, აი ძაან კაი ბიჭია ეგ და პერეირა უნდა დააბრუნონ და შანსი მისცენ მაგ ხალხს
0
№7
ავტორი: GeorgeBest
24 მარტი 2017 13:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვალერა ძაან მევასება ოღონდ მარტო შეტევაშია კარგი. კოუტინიოსთანაც გამოჩნდა რომ ძაან სუსტია დაცვაში და ჯერ არასაიმედო, თუმცა ნიჭიერი ბიჭია და შანსი უნდა მიეცათ
0
№8
ავტორი: RONALDHINHO
24 მარტი 2017 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
გამარჯობათ მეგობრებო, ბარსელონას ფანი ვარ 98 წლიდან, ჩემ ნიკზე მიხვდებიდით ვინცაა ჩემი კუმირი. ბევრ გენიალურ ფეხბურთელს მოვესწარი, მაგრამ მე ის ყველაზე მაგარად მიმაჩნია და ყოველთვის ასეც იქნება! love

რაც შეეხეება მანიუს, უდიდეს პატივს ვცემ და ვაფასებ ამ გუნდს, იმედია მალე დაბრუნდება მანჩესტერი ლიგაზე და თავის უწინდებურ სახეს დაიბრუნებს გუნდი.
0
№9
ავტორი: gela-manutd
24 მარტი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ჯობია წავიდეს
0
№10
ავტორი: dybbuk
24 მარტი 2017 13:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1529
ციტატა: shotkin
ციტატა: tyeshela1
მე ძაან მინდა რო ვალენსიასთან ერთად ვარელასაც მიეცესხოლმე შანსი. და რო წავა ვალე იქნებ რაღაც დადგეს ვარელასგანაც. ძაან ნიჭიერი ბიჭია არადა..

ჯიგარი ხარ :D რამდენი ხანია მაგას გავიძახი)) მიხარია თანამოაზრე რო გამომიჩნდა მაგ საკითხში. ვარელას კარგი სისწრაფეც აქვს კარგი პასიც და აშკარად დაიხვეწება და ღირს მაგ ბიჭზე ყურადღების გამახვილება. თავის დროზე როცა რეალის დუბლებს ზიდანი წვრთნიდა მახსოვს ზიდანმა აქო და ადიდა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა, აი ძაან კაი ბიჭია ეგ და პერეირა უნდა დააბრუნონ და შანსი მისცენ მაგ ხალხს

ვარელა ერთერთი ყველაზე იმედის მომცემი ახალგაზრდა მარჯვენა მცველი იყო თავის დროზე მოიესმა რო იყიდა, ვერ ვხვდები თუნდაც ვან გაალმა რომელსაც ასე უყვარს ახალგაზრდების დაწინაურება, რატო არ მისცა შანსი, აინტრახტშიც იშვიათად ხვდება განაცხადში და მემგონი უკვე ჩაიარა მაგის მატარებელმა. რაც შეეხება დარმიანს, თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ ეხა მაგის ყურება საცოდაობაა, როცა ვიძახდი მარჯვენა მცველია საჭიროთქო აქ ზოგიერთები გამოვარდნენ და რას ქვია ვალენსიაზე უკეთესი ვინ უნდა ვიყიდოთო. ვალენსიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეგ კაცი არის ვინგერი და რამოდენიმე დაცვით კომპონენტში აქვს ხარვეზები, მაგას რო თავი დავანებოთ უკვე ასაკშია და ნომინალური მარჯვენა მცველი აუცილებელია გუნდში, ისეთი რომელსაც შეტევაში სისწრაფის ხარჯზე შეუძლია ჩართვა და დაცვაშიც რო არ ათრევენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top