თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2017, 12:18
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2778,
კომენტარები: 23
"რომას" "იუნაიტედის" მცველი სურს
იტალიური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის შეძენას ეცდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რომა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მატეო დარმიანის იტალიაში დაბრუნებას ეცდება.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ სადებიუტო სეზონში დარმიანმა "წითლების" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - მატეო ზოგჯერ სათადარიგოთა სკამზეც კი ვეღარ ხვდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ წყდება ჭორები 27 წლის მცველის კლუბის დატოვების შესახებ. დარმიანს ასევე უკავშირებდნენ "იუვენტუსს", "ინტერსა" და "ჩელსის", რომელსაც ანტონიო კონტე, დარმიანის თანამემამულე და ნაკრებში მისი ყოფილი მწვრთნელი წვრთნის.

თუმცა, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუნაიტედთან" განშორებას არ აპირებს. "მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვთამაშობ, ამიტომ ბედნიერი ვარ. შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ვკითხულობ და ვისმენ, მაგრამ პირადად მე არაფერი ვიცი. ამჟამად ეს ყველაფერი სიცრუეა", - განაცხადა იტალიელმა.

დარმიანს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. იტალიელი კლუბს 2015 წელს, "ტორინოდან" შეუერთდა. ამ დროის მანძილზე კლუბის მაისურით 57 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
ჭორები
23 კომენტარი
№21
ავტორი: Manstark_United
24 მარტი 2017 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ზემოდან დაგიმატებთ ლინგარდს და წაიყვანეთ რაა !!!
0
№22
ავტორი: king leo
25 მარტი 2017 10:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
წავა დარმიანი რომაში მე ასე მგონია
0
№23
ავტორი: stepno
25 მარტი 2017 10:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
უნდა წავიდეეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top