თბილისი:
მანჩესტერი:
24-03-2017, 12:18
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2778,
კომენტარები: 23
"რომას" "იუნაიტედის" მცველი სურს
იტალიური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის შეძენას ეცდება.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "რომა" "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის, მატეო დარმიანის იტალიაში დაბრუნებას ეცდება.

"ოლდ ტრაფორდზე" გატარებულ სადებიუტო სეზონში დარმიანმა "წითლების" მაისურით 39 მატჩი ჩაატარა, მაგრამ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა - მატეო ზოგჯერ სათადარიგოთა სკამზეც კი ვეღარ ხვდება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ წყდება ჭორები 27 წლის მცველის კლუბის დატოვების შესახებ. დარმიანს ასევე უკავშირებდნენ "იუვენტუსს", "ინტერსა" და "ჩელსის", რომელსაც ანტონიო კონტე, დარმიანის თანამემამულე და ნაკრებში მისი ყოფილი მწვრთნელი წვრთნის.

თუმცა, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "იუნაიტედთან" განშორებას არ აპირებს. "მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში ვთამაშობ, ამიტომ ბედნიერი ვარ. შესაძლო ტრანსფერზე ბევრს ვკითხულობ და ვისმენ, მაგრამ პირადად მე არაფერი ვიცი. ამჟამად ეს ყველაფერი სიცრუეა", - განაცხადა იტალიელმა.

დარმიანს "იუნაიტედთან" მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. იტალიელი კლუბს 2015 წელს, "ტორინოდან" შეუერთდა. ამ დროის მანძილზე კლუბის მაისურით 57 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
ჭორები
23 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
24 მარტი 2017 14:16
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ციტატა: shotkin
ციტატა: tyeshela1
მე ძაან მინდა რო ვალენსიასთან ერთად ვარელასაც მიეცესხოლმე შანსი. და რო წავა ვალე იქნებ რაღაც დადგეს ვარელასგანაც. ძაან ნიჭიერი ბიჭია არადა..

ჯიგარი ხარ :D რამდენი ხანია მაგას გავიძახი)) მიხარია თანამოაზრე რო გამომიჩნდა მაგ საკითხში. ვარელას კარგი სისწრაფეც აქვს კარგი პასიც და აშკარად დაიხვეწება და ღირს მაგ ბიჭზე ყურადღების გამახვილება. თავის დროზე როცა რეალის დუბლებს ზიდანი წვრთნიდა მახსოვს ზიდანმა აქო და ადიდა და დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა, აი ძაან კაი ბიჭია ეგ და პერეირა უნდა დააბრუნონ და შანსი მისცენ მაგ ხალხს

ვარელა ერთერთი ყველაზე იმედის მომცემი ახალგაზრდა მარჯვენა მცველი იყო თავის დროზე მოიესმა რო იყიდა, ვერ ვხვდები თუნდაც ვან გაალმა რომელსაც ასე უყვარს ახალგაზრდების დაწინაურება, რატო არ მისცა შანსი, აინტრახტშიც იშვიათად ხვდება განაცხადში და მემგონი უკვე ჩაიარა მაგის მატარებელმა. რაც შეეხება დარმიანს, თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ ეხა მაგის ყურება საცოდაობაა, როცა ვიძახდი მარჯვენა მცველია საჭიროთქო აქ ზოგიერთები გამოვარდნენ და რას ქვია ვალენსიაზე უკეთესი ვინ უნდა ვიყიდოთო. ვალენსიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეგ კაცი არის ვინგერი და რამოდენიმე დაცვით კომპონენტში აქვს ხარვეზები, მაგას რო თავი დავანებოთ უკვე ასაკშია და ნომინალური მარჯვენა მცველი აუცილებელია გუნდში, ისეთი რომელსაც შეტევაში სისწრაფის ხარჯზე შეუძლია ჩართვა და დაცვაშიც რო არ ათრევენ.

მართალიი ხარ მაგრამ ჩემიმი აზრით მომავალი წლისთვის მარჯვენა მცველი რომ არიყიდონ იმდენად პრობლემა არიქნება ვიდრე სხვა პოზიციებზე არგაძლიერება , ნუ ვალენსია მინიმუმ კიდე 1 წელი ჩაატარებს კარგად მაინც და შეავსებს მაგ რგოლს (თუ ვიყიდიტ წელსვე ძაან მაგარ მარჯვენა მცველს მაგას მივესალმები) მაგრამ ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია კარგი საყრდენის ყიდვა(ჩამშლელის) კარგი შეტევითი პოტენციალის მქონე ფეხბურთელის ყიდვა(გრიზმანი სასურველია) და კარგი ცენტრალური მცველის ყიდვა იმიტორო სმოლინგის იდიოტობების იმედზე ჩემი მტერი იყოს , ასევე ჯონსის იმედად კაცი ვერიქნება როდის ამოტრიალდება კაცმა არიცის და როხო კი სტაბილური გახდა მარა სადღაც გულის სიღრმეში ბოლომდე არ მჯერა რო სულ ეგრე იქენბა და მაღალი დონის გუდნებთან არ ჩაისვრის , რაც შეეხება მარცხენა მცველს მანდ მოუმ უკვე უნდა გადაწყვიტოს ბოლო ბოლო ენდობა თუარა ლუკს სამომავლოდ და ტუარა იყიდოს ვინმე და პირადად მე მიუხედავად დიდი მადლობებისა და დამსახურებისა დიდად აღარ მინდა იბრას აქ ყოფნა და მირჩევნია ლუკაკუ მოიყვანონ
0
№12
ავტორი: dybbuk
24 მარტი 2017 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1535
ციტატა: shotkin

გეთანხმები რო მარჯვენა მცველის პოზიცია ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად სანერვიულოა, საყრდენი აუცილებელია ყველაზე მეტად დაჟე ჩემი აზრით, სმოლინგზე და ჯონსზე უკომენტაროდ, ეგ მემგონი ვისაც ესმის ოდნავ მაინც ფეხბურთი ისედაც ნათელზე ნათელია. გრიზმანზე დღეს წავიკითხე ბრატ რო ყველაფერი გადაწყვეტილია მხოლოდ პირადი დეტალების შეთანხმებაღა დარჩა შესათანხმებელიო და ეგ თუ სიმართლეა გვეშველა და ეგაა, მანიუს თილისმა 7 ნომერიც ეყოლება მოედანზე და ბევრი პრობლემაც მოგვარდება
0
№13
ავტორი: misteryou
24 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 100
მაგრა ვიხალისე მალადეც ბიჭებს
0
№14
ავტორი: shotkin
24 მარტი 2017 14:55
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: dybbuk
ციტატა: shotkin

გეთანხმები რო მარჯვენა მცველის პოზიცია ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებად სანერვიულოა, საყრდენი აუცილებელია ყველაზე მეტად დაჟე ჩემი აზრით, სმოლინგზე და ჯონსზე უკომენტაროდ, ეგ მემგონი ვისაც ესმის ოდნავ მაინც ფეხბურთი ისედაც ნათელზე ნათელია. გრიზმანზე დღეს წავიკითხე ბრატ რო ყველაფერი გადაწყვეტილია მხოლოდ პირადი დეტალების შეთანხმებაღა დარჩა შესათანხმებელიო და ეგ თუ სიმართლეა გვეშველა და ეგაა, მანიუს თილისმა 7 ნომერიც ეყოლება მოედანზე და ბევრი პრობლემაც მოგვარდება

კიბატონო
0
№15
ავტორი: ikeoni
24 მარტი 2017 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11432
Imedia ar wava da darcheba
0
№16
ავტორი: Manstark_United
24 მარტი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: GeorgeBest
როცა თამაშობს მარცხენა ფლანგზე არბენინებენ და მანდ საერთოდ კატასტროფაა. ჯობია ალბათ დაბრუნდეს იტალიაში ჩვენ კიდე საჭირო მონაცემების მქონე მარჯვენა მცველი გვეღირსოს

და ვალენსია რამით დაიწუნება თავის პოზიციაზე ამჟამად?
0
№17
ავტორი: SANDROGRIGA
24 მარტი 2017 17:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ამის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა მოუს ხელში
0
№18
24 მარტი 2017 18:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
გამოგვადგება ეს ფეხბურთელი. am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№19
ავტორი: MU1810
24 მარტი 2017 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: RONALDHINHO
გამარჯობათ მეგობრებო, ბარსელონას ფანი ვარ 98 წლიდან, ჩემ ნიკზე მიხვდებიდით ვინცაა ჩემი კუმირი. ბევრ გენიალურ ფეხბურთელს მოვესწარი, მაგრამ მე ის ყველაზე მაგარად მიმაჩნია და ყოველთვის ასეც იქნება! love

რაც შეეხეება მანიუს, უდიდეს პატივს ვცემ და ვაფასებ ამ გუნდს, იმედია მალე დაბრუნდება მანჩესტერი ლიგაზე და თავის უწინდებურ სახეს დაიბრუნებს გუნდი.

მგონი პირველი სხვაგუნდის გულშემატკივარია რომელიც აქ შემოვიდა და ნერვები არ მოგვიშალა wink love love
0
№20
ავტორი: ROI
24 მარტი 2017 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ციტატა: GeorgeBest
როცა თამაშობს მარცხენა ფლანგზე არბენინებენ და მანდ საერთოდ კატასტროფაა. ჯობია ალბათ დაბრუნდეს იტალიაში ჩვენ კიდე საჭირო მონაცემების მქონე მარჯვენა მცველი გვეღირსოს

აუ ვალენსიას რასუწუნებ ?>
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top