თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2017, 13:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2608,
კომენტარები: 22
მოურინიო: "ინგლისის თასის შეწირვას აღარ ვაპირებ"
ჟოზე მოურინიო ევროპის უძველეს სათასო ტურნირს აგდებით არ მოეკიდება.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის თასის გათამაშებას სერიოზულად მიუდგება და "ბლექბერთან" მატჩში ძლიერ შემადგენლობას გაიყვანს.

მიმდინარე სეზონის განმავლობაში მოურინიოს კოლეგებმა ღიად - სიტყვით ან საქმით - აჩვენეს თავისი არასერიოზული დამოკიდებულება ინგლისის თასისადმი. მათ შორისაა მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემიდან", იურგენ კლოპი "ლივერპულიდან" და კლაუდიო რანიერი "ლესტერ სიტიდან".

ჟოზე თავის კარიერულ გამოცდილებას იხსენებს, როცა 2005 წელს "ჩელსისთან" ერთად "ნიუკასლთან" 1:0 დამარცხდა, რაც შემდეგ ინანა.

პორტუგალიელმა თავისი გაკვეთილი მიიღო და ახლა სხვა მწვრთნელებს მოუწოდებს საქმისადმი სერიოზული მიდგომისკენ.

"ინგლისის თასის შეწირვა ერთხელ უკვე მომიხდა. ერთი კვირის განმავლობაში "ბარსელონას" წინააღმდეგ უნდა მეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და "ლივერპულის" წინააღმდეგ ლიგის თასის ფინალში, მათ შორის კი ინგლისის თასის მატჩი იყო "ნიუკასლთან", ამიტომ ეს მატჩი შევწირე, რადგან ძალიან გარისკვას მოვერიდე.

მთლიანად "ბარსელონასა" და "ლივერპულზე" ვიყავი კონცენტრირებული. ყველაფერი კარგად წარიმართა, რადგან "ბარსელონას" მოვუგეთ და "ლივერპულთან" ფინალშიც ჩვენ გავიმარჯვეთ. მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ ინგლისის თასი შევწირე, სასიამოვნო არ იყო.

ამიტომ აღარ შევწირავ. თუკი წავაგებ, ესე იგი, მეტოქემ მაჯობა, ცუდად ვითამაშეთ და ესაა მიზეზი, მაგრამ არა შეწირვა.

"ბლექბერთან" სტუმრად ტურნირისადმი პატივისცემით გავემგზავრებით. "რედინგისა" და "უიგანის" წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ, ასე რომ, ჩემპიონშიპის დონე ჩვენთვის ახალი არ არის. გარდა ამისა, ერთია "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და სულ სხვაა - გასვლაზე. ამიტომაც სერიოზულად ვუდგები.

ვაპირებ თუ არა იმავე შემადგენლობის გაყვანას, რაც "სენტ-ეტიენთან" იყო? არა. რა თქმა უნდა, რამდენიმე მოთამაშეს შევცვლი. მაგრამ კარგ შემადგენლობას გამოვიყვან, ამ ტურნირს ძალიან ვაფასებ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველი მატჩისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

არ ვიცი, ზოგიერთ მწვრთნელს რატომ მიაჩნია უმნიშვნელო ტურნირად. შესაძლოა, შესაბამისი კულტურის მქონე ცოტა ინგლისელი მწვრთნელი გვყავს.

შესაძლოა, ბევრი უცხოელი მწვრთნელის ყოფნაა მიზეზი, რადგან ყველა ვერ ითვისებს ამ ქვეყნის კულტურას. პირადად მე პირველივე შემთხვევაში ვისწავლე გაკვეთილი, როცა "ნიუკასლთან" დავმარცხდით.

"ჩელსისთან" ერთად ლიგა ერთისა და ლიგა ორის გუნდების წინააღმდეგ წამიგია, მაგრამ მეტი მატჩი არასდროს შემიწირავს. ვმარცხდებოდით იმიტომ, რომ ვმარცხდებოდით. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სერიოზულად განვეწყო. მომწონს "უემბლი", მომწონს ინგლისის თასი და ამ თასის მოგებას ვეცდები".


წყარო: skysports
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: soso narimanidze
18 თებერვალი 2017 13:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ
0
№2
ავტორი: PaLoMo
18 თებერვალი 2017 13:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
ტიტულებია საჭირო ჯოზე ტიტულებიიი :))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: RojoDiablo
18 თებერვალი 2017 13:48
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

სოსო, შენ ხარ? hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: soso narimanidze
18 თებერვალი 2017 13:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

სოსო, შენ ხარ? hi2

კი, ახალი ამ საიტზე ვარ სიმღერას შევეშვი აქ გასაქანი არაა, შემოგევლეთ ყველა მანჩესტერის ფანს მაგრად მიხარია რო მცნობთ
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
18 თებერვალი 2017 13:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
სწორი მიდგომაა, ისეთ მდგომარეეობაშია გუნდი რო ყველა ტურნირზე უნდა იბრძოლოს, ინგლისის თასი მოგება კარგია თავისთავად. ევროპა ლიგაზეც უნდა ეცადნონ მაქსიმუმს, ოთხეული არაა გარანტირებული
0
№6
ავტორი: soso narimanidze
18 თებერვალი 2017 13:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: SANDROGRIGA
სწორი მიდგომაა, ისეთ მდგომარეეობაშია გუნდი რო ყველა ტურნირზე უნდა იბრძოლოს, ინგლისის თასი მოგება კარგია თავისთავად. ევროპა ლიგაზეც უნდა ეცადნონ მაქსიმუმს, ოთხეული არაა გარანტირებული

ფეხბურთში ცოტა ვერ ვერკვევი მე სოსო ის თუ მიცნობთ
0
№7
ავტორი: dunkan
18 თებერვალი 2017 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

Gamarjoba soso Diana var gurwkaia ras shvebi?
0
№8
ავტორი: giorgi_mg
18 თებერვალი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი ესაა როცა მწვრთნელის და გუნდის მენტალიტეტი ემთხვევა ერთმანეთს რაც ამ 3 წლის განმავლობაში გვაკლდა!
0
№9
18 თებერვალი 2017 14:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
კარგია ჟოზე რომ ასე ფიქრობ. am am am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მანჩესტერს დიდება ლივერპულს სიკვდილი.
№10
ავტორი: LASHQARA
18 თებერვალი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ყველაფერი უნდა მოვიგოთ რაც გვეკუთვნის, უნდა დავიბრუნოთ ძველი დიდება და ქარიზმა, არავინ არ უნდა უყურებდეს აგდებულად მანჩესტერს როგორც მეტოქეს, ყველასთვის ანგარიშგასაწევი ძალა უნდა ვიყოთ და მერე დავაფასებ ჟოზეს ბოლომდე love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top