თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2017, 13:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2614,
კომენტარები: 22
მოურინიო: "ინგლისის თასის შეწირვას აღარ ვაპირებ"
ჟოზე მოურინიო ევროპის უძველეს სათასო ტურნირს აგდებით არ მოეკიდება.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის თასის გათამაშებას სერიოზულად მიუდგება და "ბლექბერთან" მატჩში ძლიერ შემადგენლობას გაიყვანს.

მიმდინარე სეზონის განმავლობაში მოურინიოს კოლეგებმა ღიად - სიტყვით ან საქმით - აჩვენეს თავისი არასერიოზული დამოკიდებულება ინგლისის თასისადმი. მათ შორისაა მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემიდან", იურგენ კლოპი "ლივერპულიდან" და კლაუდიო რანიერი "ლესტერ სიტიდან".

ჟოზე თავის კარიერულ გამოცდილებას იხსენებს, როცა 2005 წელს "ჩელსისთან" ერთად "ნიუკასლთან" 1:0 დამარცხდა, რაც შემდეგ ინანა.

პორტუგალიელმა თავისი გაკვეთილი მიიღო და ახლა სხვა მწვრთნელებს მოუწოდებს საქმისადმი სერიოზული მიდგომისკენ.

"ინგლისის თასის შეწირვა ერთხელ უკვე მომიხდა. ერთი კვირის განმავლობაში "ბარსელონას" წინააღმდეგ უნდა მეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და "ლივერპულის" წინააღმდეგ ლიგის თასის ფინალში, მათ შორის კი ინგლისის თასის მატჩი იყო "ნიუკასლთან", ამიტომ ეს მატჩი შევწირე, რადგან ძალიან გარისკვას მოვერიდე.

მთლიანად "ბარსელონასა" და "ლივერპულზე" ვიყავი კონცენტრირებული. ყველაფერი კარგად წარიმართა, რადგან "ბარსელონას" მოვუგეთ და "ლივერპულთან" ფინალშიც ჩვენ გავიმარჯვეთ. მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ ინგლისის თასი შევწირე, სასიამოვნო არ იყო.

ამიტომ აღარ შევწირავ. თუკი წავაგებ, ესე იგი, მეტოქემ მაჯობა, ცუდად ვითამაშეთ და ესაა მიზეზი, მაგრამ არა შეწირვა.

"ბლექბერთან" სტუმრად ტურნირისადმი პატივისცემით გავემგზავრებით. "რედინგისა" და "უიგანის" წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ, ასე რომ, ჩემპიონშიპის დონე ჩვენთვის ახალი არ არის. გარდა ამისა, ერთია "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და სულ სხვაა - გასვლაზე. ამიტომაც სერიოზულად ვუდგები.

ვაპირებ თუ არა იმავე შემადგენლობის გაყვანას, რაც "სენტ-ეტიენთან" იყო? არა. რა თქმა უნდა, რამდენიმე მოთამაშეს შევცვლი. მაგრამ კარგ შემადგენლობას გამოვიყვან, ამ ტურნირს ძალიან ვაფასებ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველი მატჩისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

არ ვიცი, ზოგიერთ მწვრთნელს რატომ მიაჩნია უმნიშვნელო ტურნირად. შესაძლოა, შესაბამისი კულტურის მქონე ცოტა ინგლისელი მწვრთნელი გვყავს.

შესაძლოა, ბევრი უცხოელი მწვრთნელის ყოფნაა მიზეზი, რადგან ყველა ვერ ითვისებს ამ ქვეყნის კულტურას. პირადად მე პირველივე შემთხვევაში ვისწავლე გაკვეთილი, როცა "ნიუკასლთან" დავმარცხდით.

"ჩელსისთან" ერთად ლიგა ერთისა და ლიგა ორის გუნდების წინააღმდეგ წამიგია, მაგრამ მეტი მატჩი არასდროს შემიწირავს. ვმარცხდებოდით იმიტომ, რომ ვმარცხდებოდით. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სერიოზულად განვეწყო. მომწონს "უემბლი", მომწონს ინგლისის თასი და ამ თასის მოგებას ვეცდები".


წყარო: skysports
ინტერვიუები
22 კომენტარი
№11
ავტორი: MU RED
18 თებერვალი 2017 14:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 76
ციტატა: giorgi_mg
აი ესაა როცა მწვრთნელის და გუნდის მენტალიტეტი ემთხვევა ერთმანეთს რაც ამ 3 წლის განმავლობაში გვაკლდა!

ხო გეთანხმები ბრატ და ძალიან მომწონს ჟოზეს მიდგომა მოვიგოთ ტიტულები შევმატოთ ჩვენ გუნდს რატომაც არა
0
№12
ავტორი: black is always elegant
18 თებერვალი 2017 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ციტატა: MU RED
ციტატა: giorgi_mg
აი ესაა როცა მწვრთნელის და გუნდის მენტალიტეტი ემთხვევა ერთმანეთს რაც ამ 3 წლის განმავლობაში გვაკლდა!

ხო გეთანხმები ბრატ და ძალიან მომწონს ჟოზეს მიდგომა მოვიგოთ ტიტულები შევმატოთ ჩვენ გუნდს რატომაც არა

სულ არაფერს თასის მოგება ჯობია

ციტატა: RojoDiablo
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

სოსო, შენ ხარ? hi2

სოსო არა ნიკააა გვარამია კაით რა ამ ბავშვური სისულელეების გჯერათ? angry
0
№13
ავტორი: gela-manutd
18 თებერვალი 2017 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 771
ციტატა: soso narimanidze
ციტატა: SANDROGRIGA
სწორი მიდგომაა, ისეთ მდგომარეეობაშია გუნდი რო ყველა ტურნირზე უნდა იბრძოლოს, ინგლისის თასი მოგება კარგია თავისთავად. ევროპა ლიგაზეც უნდა ეცადნონ მაქსიმუმს, ოთხეული არაა გარანტირებული

ფეხბურთში ცოტა ვერ ვერკვევი მე სოსო ის თუ მიცნობთ

კეთილი იყოს სოსო შენი ფეხი ოცნების თეატრში მაგარი კაცი ხარ მაგრა გაფასებ
0
№14
ავტორი: giorgi kandelakisvili
18 თებერვალი 2017 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: soso narimanidze
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

სოსო, შენ ხარ? hi2

კი, ახალი ამ საიტზე ვარ სიმღერას შევეშვი აქ გასაქანი არაა, შემოგევლეთ ყველა მანჩესტერის ფანს მაგრად მიხარია რო მცნობთ

სოსოს ვენაცვალე შენ ვინ არ გიცნობს manutd
0
№15
ავტორი: GeorgeBest
18 თებერვალი 2017 15:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოუს პირველ ტიიტულს ველი

სუპერ თასს მოუს ვერ მივაწერთ
0
№16
ავტორი: black is always elegant
18 თებერვალი 2017 15:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ციტატა: gela-manutd
ციტატა: soso narimanidze
ციტატა: SANDROGRIGA
სწორი მიდგომაა, ისეთ მდგომარეეობაშია გუნდი რო ყველა ტურნირზე უნდა იბრძოლოს, ინგლისის თასი მოგება კარგია თავისთავად. ევროპა ლიგაზეც უნდა ეცადნონ მაქსიმუმს, ოთხეული არაა გარანტირებული

ფეხბურთში ცოტა ვერ ვერკვევი მე სოსო ის თუ მიცნობთ

კეთილი იყოს სოსო შენი ფეხი ოცნების თეატრში მაგარი კაცი ხარ მაგრა გაფასებ

ისე ძაან მაგარი კაცია სოსო

ციტატა: giorgi kandelakisvili
ციტატა: soso narimanidze
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

სოსო, შენ ხარ? hi2

კი, ახალი ამ საიტზე ვარ სიმღერას შევეშვი აქ გასაქანი არაა, შემოგევლეთ ყველა მანჩესტერის ფანს მაგრად მიხარია რო მცნობთ

სოსოს ვენაცვალე შენ ვინ არ გიცნობს manutd

სოსო მაგარი კაცია
0
№17
ავტორი: giorgi qistauri
18 თებერვალი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: soso narimanidze
ციტატა: SANDROGRIGA
სწორი მიდგომაა, ისეთ მდგომარეეობაშია გუნდი რო ყველა ტურნირზე უნდა იბრძოლოს, ინგლისის თასი მოგება კარგია თავისთავად. ევროპა ლიგაზეც უნდა ეცადნონ მაქსიმუმს, ოთხეული არაა გარანტირებული

ფეხბურთში ცოტა ვერ ვერკვევი მე სოსო ის თუ მიცნობთ

ეს ის სოფლელი ტიპია
0
№18
ავტორი: ROI
18 თებერვალი 2017 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
რატქმაუნდა ყველა ტურნირი დზალიან კარგია ტან ყველა მნისჰვნელოვანი ტიტულია :*
0
№19
ავტორი: ikeoni
18 თებერვალი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Eg meore shemadgenloba bleqberistvis kiara bevrad magali donis gundistvis iqneba tavis tkivilii
0
№20
ავტორი: tyeshela1
18 თებერვალი 2017 20:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ნუ პრინციპში ფერგისაც მაგარად ეკიდა ხოლმე.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top