თბილისი:
მანჩესტერი:
18-02-2017, 13:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2614,
კომენტარები: 22
მოურინიო: "ინგლისის თასის შეწირვას აღარ ვაპირებ"
ჟოზე მოურინიო ევროპის უძველეს სათასო ტურნირს აგდებით არ მოეკიდება.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ინგლისის თასის გათამაშებას სერიოზულად მიუდგება და "ბლექბერთან" მატჩში ძლიერ შემადგენლობას გაიყვანს.

მიმდინარე სეზონის განმავლობაში მოურინიოს კოლეგებმა ღიად - სიტყვით ან საქმით - აჩვენეს თავისი არასერიოზული დამოკიდებულება ინგლისის თასისადმი. მათ შორისაა მაურისიო პოჩეტინო "ტოტენჰემიდან", იურგენ კლოპი "ლივერპულიდან" და კლაუდიო რანიერი "ლესტერ სიტიდან".

ჟოზე თავის კარიერულ გამოცდილებას იხსენებს, როცა 2005 წელს "ჩელსისთან" ერთად "ნიუკასლთან" 1:0 დამარცხდა, რაც შემდეგ ინანა.

პორტუგალიელმა თავისი გაკვეთილი მიიღო და ახლა სხვა მწვრთნელებს მოუწოდებს საქმისადმი სერიოზული მიდგომისკენ.

"ინგლისის თასის შეწირვა ერთხელ უკვე მომიხდა. ერთი კვირის განმავლობაში "ბარსელონას" წინააღმდეგ უნდა მეთამაშა ჩემპიონთა ლიგაზე და "ლივერპულის" წინააღმდეგ ლიგის თასის ფინალში, მათ შორის კი ინგლისის თასის მატჩი იყო "ნიუკასლთან", ამიტომ ეს მატჩი შევწირე, რადგან ძალიან გარისკვას მოვერიდე.

მთლიანად "ბარსელონასა" და "ლივერპულზე" ვიყავი კონცენტრირებული. ყველაფერი კარგად წარიმართა, რადგან "ბარსელონას" მოვუგეთ და "ლივერპულთან" ფინალშიც ჩვენ გავიმარჯვეთ. მაგრამ შეგრძნება იმისა, რომ ინგლისის თასი შევწირე, სასიამოვნო არ იყო.

ამიტომ აღარ შევწირავ. თუკი წავაგებ, ესე იგი, მეტოქემ მაჯობა, ცუდად ვითამაშეთ და ესაა მიზეზი, მაგრამ არა შეწირვა.

"ბლექბერთან" სტუმრად ტურნირისადმი პატივისცემით გავემგზავრებით. "რედინგისა" და "უიგანის" წინააღმდეგ უკვე ვითამაშეთ, ასე რომ, ჩემპიონშიპის დონე ჩვენთვის ახალი არ არის. გარდა ამისა, ერთია "ოლდ ტრაფორდზე" თამაში და სულ სხვაა - გასვლაზე. ამიტომაც სერიოზულად ვუდგები.

ვაპირებ თუ არა იმავე შემადგენლობის გაყვანას, რაც "სენტ-ეტიენთან" იყო? არა. რა თქმა უნდა, რამდენიმე მოთამაშეს შევცვლი. მაგრამ კარგ შემადგენლობას გამოვიყვან, ამ ტურნირს ძალიან ვაფასებ. "მანჩესტერ იუნაიტედი" ყოველი მატჩისადმი სერიოზულ მიდგომას მოითხოვს.

არ ვიცი, ზოგიერთ მწვრთნელს რატომ მიაჩნია უმნიშვნელო ტურნირად. შესაძლოა, შესაბამისი კულტურის მქონე ცოტა ინგლისელი მწვრთნელი გვყავს.

შესაძლოა, ბევრი უცხოელი მწვრთნელის ყოფნაა მიზეზი, რადგან ყველა ვერ ითვისებს ამ ქვეყნის კულტურას. პირადად მე პირველივე შემთხვევაში ვისწავლე გაკვეთილი, როცა "ნიუკასლთან" დავმარცხდით.

"ჩელსისთან" ერთად ლიგა ერთისა და ლიგა ორის გუნდების წინააღმდეგ წამიგია, მაგრამ მეტი მატჩი არასდროს შემიწირავს. ვმარცხდებოდით იმიტომ, რომ ვმარცხდებოდით. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, სერიოზულად განვეწყო. მომწონს "უემბლი", მომწონს ინგლისის თასი და ამ თასის მოგებას ვეცდები".


წყარო: skysports
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: kverna
18 თებერვალი 2017 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მიდი მოუ მე მჯერა შენი

მიდი მოუ მე მჯერა შენი
0
№22
ავტორი: marcus rashford
19 თებერვალი 2017 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ციტატა: soso narimanidze
მართალი ხარ მოუ არაფერი არ უნდა დავთმოთ

სოსო შე ბოზო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top