თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2017, 13:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2574,
კომენტარები: 21
მოურინიო: "წაუგებელი სერია გრძელდება"
ჟოზე მოურინიო "ჰალთან" დამარცხებას არ აღიარებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აღიარებს, რომ "ჰალთან" მატჩში მისი გუნდი დამარცხდა და ფიქრობს, რომ ყველა ტურნირზე ნაჩვენები წაუგებელი სერია ჯერ კიდევ გრძელდება.

"წითელი ეშმაკები" ლიგის თასის ნახევარფინალში "ვეფხვებს" დაუპირისპირდნენ და საპასუხო მატჩი "ქეი-სი" სტადიონზე 2:1 წააგეს, თუმცა პირველ შეხვედრაში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობის ხარჯზე ფინალში გავიდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით გაიხსნა, რაც ჯონათან მოსმა "იუნაიტედის" საჯარიმოში ჰარი მაგუაიერის წაქცევის გამო დანიშნა, მოგვიანებით კი მსგავს ეპიზოდში კრის სმოლინგის წაქცევის გამო მასპინძლების კარში არ დანიშნა პენალტი მსგავს ეპიზოდში.

მოურინიო მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ეგუება.

"ვფიქრობ, 18-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს - ეს საოცარია. არ წაგვიგია. მე მხოლოდ ორი გოლი დავინახე. პოლ პოგბას გოლი და მათი გოლი - შესანიშნავი გოლი იყო კარგი კომბინაციის შედეგად. ფლანგიდან ბრწყინვალე პასი გაკეთდა, ის ბიჭი კი შორეულ ძელთან კარგად გაიხსნა. 1:1.

რატომ არ ვთვლი "ჰალის" პირველ გოლს? გოლი არ დამინახავს. ფეხბურთელებისადმი ჩემი შეტყობინება ასეთია: "იზეიმეთ, ფინალში ვართ, კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, საგრძნობლად მომატებული გუნდის." თავიდანვე ამას ვამბობდი, ეს ბიჭი კი კარგი მწვრთნელია, თუმცა, შესაძლოა, თქვენ არც კი გჯეროდათ ჩემი.

არ მინდა პენალტზე ლაპარაკი, მაგრამ არც თამაშზე მინდა ლაპარაკი, რადგან მაშინ უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, თამაშს ვაკონტროლებდით და მერე რაღაც მოხდა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: telegraph
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 იანვარი 2017 13:19
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ძალიან უცნაური გულშემატკივრები ჰყავს "იუნაიტედს". ადამიანისადმი პირადი დამოკიდებულების გამო გუნდს ახლავე გაიმეტებდნენ ჩავარდნისთვის.

მოურინიოს ხელმძღვანელობით შესამჩნევი და საგრძნობი პროგრესი გვაქვს, რაც თამაშის ხარისხიდან დაწყებული, ყველაფერი გამოიხატება, მაგრამ ერთ თამაშს წავაგებთ და ჟოზეს უკვე ათავისუფლებენ. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს გიგზი და სქოულზი გუნდში, როცა არცერთს გამოცდილება არ აქვს და არაფერი იციან მწვრთნელობის შესახებ. როგორ შეძლებენ ასეთი ჩავარდნილი გუნდის ფეხზე დაყენებას ისინი, ვინც საქმეს პირველად აკეთებენ და რატომ გიღირთ ზოგიერთებს რისკად, ამას საერთოდ ვერ ვიგებ.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Lady in red
27 იანვარი 2017 13:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
გადაწყდა, არ წაგვიგია wink მთავარია ფინალში ვართ. მსაჯები თუ ვერ ხედავენ შორსმხედველი თვალი მაინც დაუმაგრონ, ან რავიცი რამე, თორემ უკვე ზედმეტის მოსდით და ეს სასაცილო აღარ არის.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 იანვარი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პენალტი არ იყოო და 1-1 დამთავრდაო რა ჟოზემ, ეგრე გამოუვიდა wink


არადა პენალტი მართლა არ იყო დასადები areyoukiddingme
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
27 იანვარი 2017 13:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
პლეისტეიშენს რო თამაშობენ და ერთი რო გოლს გაიტანს და მეორე რო ეუბნება გვერდზე ვიხედებოდი არ ითვლევაო დაახლოებით ისე გამოუვიდა ოღონდ რეალობაში :) არადა მართლა სად იყო პენალტი :/
0
№5
ავტორი: stepno
27 იანვარი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ვახო ( G G M U)
პენალტი არ იყოო და 1-1 დამთავრდაო რა ჟოზემ, ეგრე გამოუვიდა wink


არადა პენალტი მართლა არ იყო დასადები areyoukiddingme

სად დაინახაა აი მაგრად მინდა რო სადმე შევხვდე და ვკითხო რაა wink
0
№6
ავტორი: tupaca
27 იანვარი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: RojoDiablo
ძალიან უცნაური გულშემატკივრები ჰყავს "იუნაიტედს". ადამიანისადმი პირადი დამოკიდებულების გამო გუნდს ახლავე გაიმეტებდნენ ჩავარდნისთვის.

მოურინიოს ხელმძღვანელობით შესამჩნევი და საგრძნობი პროგრესი გვაქვს, რაც თამაშის ხარისხიდან დაწყებული, ყველაფერი გამოიხატება, მაგრამ ერთ თამაშს წავაგებთ და ჟოზეს უკვე ათავისუფლებენ. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს გიგზი და სქოულზი გუნდში, როცა არცერთს გამოცდილება არ აქვს და არაფერი იციან მწვრთნელობის შესახებ. როგორ შეძლებენ ასეთი ჩავარდნილი გუნდის ფეხზე დაყენებას ისინი, ვინც საქმეს პირველად აკეთებენ და რატომ გიღირთ ზოგიერთებს რისკად, ამას საერთოდ ვერ ვიგებ.

+1 მოუსავით ნოლიდან დაიწყონ და მერე ვნახოთ, განსაკუთრებით გიგზს ეხება ეს რამდენი გუნდი იუკადრისა უკვე და პირდაპირ მანჩესტერის მწვრთნელობა უნდა ბიჭს :))
0
№7
ავტორი: DIORDI
27 იანვარი 2017 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
მსჰვენიერი სჰდეგი იყო მვარია პინლსჰივარტ
0
№8
ავტორი: Mixito
27 იანვარი 2017 14:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: RojoDiablo
ძალიან უცნაური გულშემატკივრები ჰყავს "იუნაიტედს". ადამიანისადმი პირადი დამოკიდებულების გამო გუნდს ახლავე გაიმეტებდნენ ჩავარდნისთვის.

მოურინიოს ხელმძღვანელობით შესამჩნევი და საგრძნობი პროგრესი გვაქვს, რაც თამაშის ხარისხიდან დაწყებული, ყველაფერი გამოიხატება, მაგრამ ერთ თამაშს წავაგებთ და ჟოზეს უკვე ათავისუფლებენ. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს გიგზი და სქოულზი გუნდში, როცა არცერთს გამოცდილება არ აქვს და არაფერი იციან მწვრთნელობის შესახებ. როგორ შეძლებენ ასეთი ჩავარდნილი გუნდის ფეხზე დაყენებას ისინი, ვინც საქმეს პირველად აკეთებენ და რატომ გიღირთ ზოგიერთებს რისკად, ამას საერთოდ ვერ ვიგებ.

Ai magis tqma mindoda
0
№9
ავტორი: ikeoni
27 იანვარი 2017 14:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Msajebi ro wels dedas itynaven magas rat unda tqma
0
№10
ავტორი: Malboro463
27 იანვარი 2017 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5891
კაი მსაჯები დე დას ოტყ..ნ მარა გუნდიზეც რომ ვერ იტყვი თანდათან უფრო უმატებსო ეგეც ფაქტია. დღეს კარგად ითამაშეს ხვალ ცუდად,ზეგ უარესად, მაზეგ გადასარევად.
მარსიალის გაშვება დაღუპავს ამ კაცს ჯერ ხომ ჩელსის დე და უტირა ახალგაზრდა ტალამტები არ დატოვა გუნდში ეხლაანჩესტერს მოადგა. მოიყვანოს რაგბისტები მის ტაქტიკას მოერგება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top