თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2017, 13:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2575,
კომენტარები: 21
მოურინიო: "წაუგებელი სერია გრძელდება"
ჟოზე მოურინიო "ჰალთან" დამარცხებას არ აღიარებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აღიარებს, რომ "ჰალთან" მატჩში მისი გუნდი დამარცხდა და ფიქრობს, რომ ყველა ტურნირზე ნაჩვენები წაუგებელი სერია ჯერ კიდევ გრძელდება.

"წითელი ეშმაკები" ლიგის თასის ნახევარფინალში "ვეფხვებს" დაუპირისპირდნენ და საპასუხო მატჩი "ქეი-სი" სტადიონზე 2:1 წააგეს, თუმცა პირველ შეხვედრაში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობის ხარჯზე ფინალში გავიდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით გაიხსნა, რაც ჯონათან მოსმა "იუნაიტედის" საჯარიმოში ჰარი მაგუაიერის წაქცევის გამო დანიშნა, მოგვიანებით კი მსგავს ეპიზოდში კრის სმოლინგის წაქცევის გამო მასპინძლების კარში არ დანიშნა პენალტი მსგავს ეპიზოდში.

მოურინიო მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ეგუება.

"ვფიქრობ, 18-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს - ეს საოცარია. არ წაგვიგია. მე მხოლოდ ორი გოლი დავინახე. პოლ პოგბას გოლი და მათი გოლი - შესანიშნავი გოლი იყო კარგი კომბინაციის შედეგად. ფლანგიდან ბრწყინვალე პასი გაკეთდა, ის ბიჭი კი შორეულ ძელთან კარგად გაიხსნა. 1:1.

რატომ არ ვთვლი "ჰალის" პირველ გოლს? გოლი არ დამინახავს. ფეხბურთელებისადმი ჩემი შეტყობინება ასეთია: "იზეიმეთ, ფინალში ვართ, კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, საგრძნობლად მომატებული გუნდის." თავიდანვე ამას ვამბობდი, ეს ბიჭი კი კარგი მწვრთნელია, თუმცა, შესაძლოა, თქვენ არც კი გჯეროდათ ჩემი.

არ მინდა პენალტზე ლაპარაკი, მაგრამ არც თამაშზე მინდა ლაპარაკი, რადგან მაშინ უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, თამაშს ვაკონტროლებდით და მერე რაღაც მოხდა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: telegraph
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
27 იანვარი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
ციტატა: RojoDiablo
ძალიან უცნაური გულშემატკივრები ჰყავს "იუნაიტედს". ადამიანისადმი პირადი დამოკიდებულების გამო გუნდს ახლავე გაიმეტებდნენ ჩავარდნისთვის.

მოურინიოს ხელმძღვანელობით შესამჩნევი და საგრძნობი პროგრესი გვაქვს, რაც თამაშის ხარისხიდან დაწყებული, ყველაფერი გამოიხატება, მაგრამ ერთ თამაშს წავაგებთ და ჟოზეს უკვე ათავისუფლებენ. ჩემთვის პირადად გაუგებარია, რატომ უნდა მოვიდეს გიგზი და სქოულზი გუნდში, როცა არცერთს გამოცდილება არ აქვს და არაფერი იციან მწვრთნელობის შესახებ. როგორ შეძლებენ ასეთი ჩავარდნილი გუნდის ფეხზე დაყენებას ისინი, ვინც საქმეს პირველად აკეთებენ და რატომ გიღირთ ზოგიერთებს რისკად, ამას საერთოდ ვერ ვიგებ.

მე მხოლოდ ესე მინდა გიპასუხო და შენი აზრი გავამყარო,მოუ არის ერთადერთი მწვრთვნელი,ვისაც შეუძლია ბაბუს დონეზე ავიდეს.....
0
№12
ავტორი: Phil Jones
27 იანვარი 2017 14:59
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
პენალტი მართლა არ იყო! ეგეთი ჯამირმა მინიმუმ 10ჯერ ხდება საჯარიმოში. აი სმოლინგი კუ უეჭველი წააქციეს. ოღონდ ამას მიკერძოებული პოზიციიდან არ ვამბობ. ფაქტია!
0
№13
ავტორი: stepno
27 იანვარი 2017 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: stepno
ციტატა: ვახო ( G G M U)
პენალტი არ იყოო და 1-1 დამთავრდაო რა ჟოზემ, ეგრე გამოუვიდა wink


არადა პენალტი მართლა არ იყო დასადები areyoukiddingme

სად დაინახაა პენალტი აი მაგრად მინდა რო სადმე შევხვდე და ვკითხო რაა wink
0
№14
ავტორი: tyeshela1
27 იანვარი 2017 15:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
რატო ხართ ესე ნეგატიურად განწყობილი, გუნდს არ სჭIრდებიდა მოგება და თავიც არ შეუწუხებიათ. ორიენტირი შედეგზე უნდა გაკეთდეს და არა 18 მატჩიან წაუგებელ სერიაზე.
0
№15
ავტორი: Mixito
27 იანვარი 2017 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Mtavaria finalshi vart
0
№16
ავტორი: უეინ რუნი
27 იანვარი 2017 16:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ეს თასი მალე მანჩესტერში ჩამოვა
0
№17
ავტორი: vanovano
27 იანვარი 2017 16:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
Finalshi gaxvedi da daikide mou
0
№18
ავტორი: vincent
27 იანვარი 2017 16:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ფინალი როდისაა ხომარიცით?
0
№19
ავტორი: gaga1987
27 იანვარი 2017 16:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: vincent
ფინალი როდისაა ხომარიცით?

26 თებერვალს.
0
№20
ავტორი: kobinio
27 იანვარი 2017 17:58
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ორი აშკარა პენალი არ დაგვიდო იმ დოდოლამ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top