თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2017, 13:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2575,
კომენტარები: 21
მოურინიო: "წაუგებელი სერია გრძელდება"
ჟოზე მოურინიო "ჰალთან" დამარცხებას არ აღიარებს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ აღიარებს, რომ "ჰალთან" მატჩში მისი გუნდი დამარცხდა და ფიქრობს, რომ ყველა ტურნირზე ნაჩვენები წაუგებელი სერია ჯერ კიდევ გრძელდება.

"წითელი ეშმაკები" ლიგის თასის ნახევარფინალში "ვეფხვებს" დაუპირისპირდნენ და საპასუხო მატჩი "ქეი-სი" სტადიონზე 2:1 წააგეს, თუმცა პირველ შეხვედრაში მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობის ხარჯზე ფინალში გავიდნენ.

შეხვედრაში ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით გაიხსნა, რაც ჯონათან მოსმა "იუნაიტედის" საჯარიმოში ჰარი მაგუაიერის წაქცევის გამო დანიშნა, მოგვიანებით კი მსგავს ეპიზოდში კრის სმოლინგის წაქცევის გამო მასპინძლების კარში არ დანიშნა პენალტი მსგავს ეპიზოდში.

მოურინიო მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ეგუება.

"ვფიქრობ, 18-მატჩიანი წაუგებელი სერია გვაქვს - ეს საოცარია. არ წაგვიგია. მე მხოლოდ ორი გოლი დავინახე. პოლ პოგბას გოლი და მათი გოლი - შესანიშნავი გოლი იყო კარგი კომბინაციის შედეგად. ფლანგიდან ბრწყინვალე პასი გაკეთდა, ის ბიჭი კი შორეულ ძელთან კარგად გაიხსნა. 1:1.

რატომ არ ვთვლი "ჰალის" პირველ გოლს? გოლი არ დამინახავს. ფეხბურთელებისადმი ჩემი შეტყობინება ასეთია: "იზეიმეთ, ფინალში ვართ, კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, საგრძნობლად მომატებული გუნდის." თავიდანვე ამას ვამბობდი, ეს ბიჭი კი კარგი მწვრთნელია, თუმცა, შესაძლოა, თქვენ არც კი გჯეროდათ ჩემი.

არ მინდა პენალტზე ლაპარაკი, მაგრამ არც თამაშზე მინდა ლაპარაკი, რადგან მაშინ უნდა ვთქვა, რომ ყველაფერი ჩვენს ხელთ იყო, თამაშს ვაკონტროლებდით და მერე რაღაც მოხდა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: telegraph
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
27 იანვარი 2017 18:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მსგავსი ეპიზოდი კი არა უარესი იყო სმოლინგზე, იქ როხოც ქაჩავდა და ჰალის ფეხბურთელიც, ორივე მხრიდან იყო ჯარიმა და მასეთ ეპიზოდებში პენალს კი არა ჩვეულებრივ ჯარიმას არ დებენ, სმოლინგი კიდე დააგდო იპონზე მცველმა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top