თბილისი:
მანჩესტერი:
24-01-2017, 12:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3294,
კომენტარები: 21
მარსიალისა და მოურინიოს ურთიერთობა დაიძაბა
ფეხბურთელი და მწვრთნელი ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან.
მარსიალისა და მოურინიოს ურთიერთობა დაიძაბა
ენტონი მარსიალის ურთიერთობა ჟოზე მოურინიოსთან კიდევ ერთხელ დაიძაბა, რისი მიზეზიც "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში ფრანგის არ შეყვანა გახდა.

მარსიალი და მისი წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 18-კაციანი განაცხადის მიღმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დარჩა, "მეთუნუქეებთან" მატჩის შემდეგ კი მოურინიომ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მარსიალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აღენიშნება და მხოლოდ მწვრთნელის გადაწყვეტილებით ვერ მოხვდა შემადგენლობაში.

2016 წლის მიწურულს მარსიალმა თითქოს აღიდგინა თავისი ფორმა, გაიტანა რა "მიდლსბროსა" და "რედინგის" კარში გოლები, მაგრამ "ლივერპულის" მარჯვენა მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ მისი თამაშით მოურინიო უკმაყოფილო დარჩა.

21 წლის ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" მიმდინარე სეზონში პერიფერიულ ფიგურად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ სადებიუტო სეზონში მან 17 გოლი გაიტანა.

მარსიალი იმითაც უკმაყოფილო იყო, რომ მისი 9 ნომერი ზლატან იბრაჰიმოვიჩს გადასცეს, ამ მიზეზებს კი ისიც ემატება, რომ ფრანგი ცოლს გაშორდა.

გასულ თვეში ენტონის აგენტმა, ფილიპ ლემბოლიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი "სევილიაში" იჯარის წესით გადასვლით იყო დაინტერესებული, რის შემდეგაც მოურინიოსა და აგენტს შორის სიტყვიერი ორთაბრძოლა გაიმართა, რამეთუ პორტუგალიელმა აღნიშნა, რომ მარსიალმა მხოლოდ მწვრთნელს უნდა უსმინოს და არა თავის აგენტს.

"იუნაიტედი" არ აპირებს მარსიალის თაობაზე წინადადების განხილვას, რადგანაც მემფის დეპაიმ კლუბი უკვე დატოვა და იმავეს აპირებს ეშლი იანგიც, რის გამოც გუნდს მარცხენა ფლანგზე მოქმედი ფეხბურთელების ნაკლებობა ექნება.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
21 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
24 იანვარი 2017 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მე პირადად რაღაც უაზრო ჭორები მგონია და თქვენი არ ვიცი
1
№2
ავტორი: giorgisamnidze99
24 იანვარი 2017 12:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მარსი მიდი ჩაცხე მოუს რო ძირითადში მოხდე
0
№3
ავტორი: MEMPHIS 7
24 იანვარი 2017 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ეს თუ მართალია მოუ მაგრად უცენზურავებს და ვანგაალის ტრანსფერებს ერჩის მემფის და მორგანს შანსიც არმიცა ახლა კი ჭორები ვრცელდება იმაზე რო მოუს ჩარხანოღლუ უნდა ცუდი არაა თურქი მაგრამ მარსიალიც კაი ბიჭია და ეს იბრა რაგახდა ასეთი ძლივს დადის ბლად
0
№4
ავტორი: Manstark_United
24 იანვარი 2017 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ლივერპულთან ვერმოგება მარსიალის დიდი დამსახურებაა.უბრალოდ ვალდებული იყო ლივერპულის სუსტი წერტილი "გადაეყლაპა",მაგრამ მხოლოდ მატჩის რაღაც ნაწილს თამაშობს.თითქოს თავიდან ცდილობს და ორი ცდა რომ არ გამოვიდა,ნებდება და ხასიათი უფუჭდება.
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2017 13:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ მართალია ცუდია მარა არამგონია მართალი იყოს
0
№6
ავტორი: PaLoMo
24 იანვარი 2017 13:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
მასე პოგბამაც ჩააგდო მატჩები,მაგრამ არ უდან ათამაშოს ? დააყენოს ზედიზედ მატჩები და ნახავ როორ ათამაშდებაა
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: SANDROGRIGA
24 იანვარი 2017 13:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
თუ მართალია ცუდია მარა არამგონია მართალი იყოს
0
№8
ავტორი: makaveli
24 იანვარი 2017 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
მარსიალს თავი დაანებე შე სირკაცა ეს ვინარი ბიჭო მომავალია ეგ ბიჭი რეშფორდსაც მირჩევნია მე პირადად რო არ შეეძლოს მთელი წინა სეზონი ვერ ათრევდა მაშინ გუნდს მაგრამ უდიდესი ძალა იყო და იქნება მარა ეს მაურინიო ფუუუ იმიტო არ მინდოდა ეს სირკაცარა

ციტატა: Manstark_United
ლივერპულთან ვერმოგება მარსიალის დიდი დამსახურებაა.უბრალოდ ვალდებული იყო ლივერპულის სუსტი წერტილი "გადაეყლაპა",მაგრამ მხოლოდ მატჩის რაღაც ნაწილს თამაშობს.თითქოს თავიდან ცდილობს და ორი ცდა რომ არ გამოვიდა,ნებდება და ხასიათი უფუჭდება.

თუ უყურებდი თამაშს შეამჩნევდი და კომენტატორებიც სუ მაგას იძახდნენ რო სუ რამდენჯერაც ფლანგზე წავიდოდა 3-4 კაცი დასდევდა და 3-4 კაცთან მესიც ეგრე იქნება დამიჯერე
0
№9
ავტორი: giorgi_mg
24 იანვარი 2017 14:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მე არ მგონია რომ ეს ჭორია, სიმართლესთან ახლოს არის მარა მთავარი მიზეზი ის არის რომ ენტონი ვერ თამაშბს ისე როგორსაც მისგან ელიან, ასე რომ თავის თავს დააბრალოს თუ ადგილი დაკარგა სასტარტოში
0
№10
ავტორი: gaga1987
24 იანვარი 2017 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იმედია მოგვარდება ყველაფერი, თორე ძალიან გაგვიჭირდება.იმედია ჯოზე არაითვალწუნებს თორე კი ვიცით ყველა რით დამთავრდება (გაუშვებს),როგორც ჩელსიში მატა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top