თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2017, 23:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4016,
კომენტარები: 31
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 21-ე ტური
თარიღი: კვირა, 25 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: როხო
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.

ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკოს როხო მოედანზე კვირას დაუბრუნდებიან. შვედმა ფორვარდმა ლიგის თასის მატჩი გაციების გამო გამოტოვა, ხოლო არგენტინელმა მცველმა "რედინგთან" ინგლისის თასის მატჩზე მიიღო ტრავმა. ერიკ ბაიი კვლავ მიუწვდომელია, რადგან თავისი ქვეყნის ნაკრებს ეხმარება აფრიკის თასზე.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"

ტრავმირებულები: ინგსი, ბოგდანი, გრუიჩი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მატიპი, ჰენდერსონი
მიუწვდომელი მანე (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: Mignolet, Clyne, Lovren, Matip, Milner, Henderson, Wijnaldum, Can, Firmino, Lallana, Coutinho, Karius, Alexander-Arnold, Klavan, Gomez, Moreno, Lucas, Stewart, Origi, Sturridge, Woodburn.

იურგენ კლოპს იმედი აქვს, რომ ჯორდან ჰენდერსონი და ფილიპ კოუტინიო თამაშს შეძლებენ. ასევე იმედოვნებს, რომ შემადგენლობას დაუბრუნდება მცველი ჟოელ მატიპიც. ჰენდერსონმა "ლივერპულის" ბოლო სამი მატჩი ქუსლთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა, ხოლო მატიპმა ერთი თვე გამოტოვა ტრავმის გამო. მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ფლეიმეიქერი ფილიპ კოუტინიო პირველად შეიძლება გამოჩნდეს სასტარტო შემადგენლობაში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 39 ქულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩი მოიგო, 2009 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში ნაჩვენები 11-მატჩიანი გამარჯვებათა სერიის შემდეგ ეს საუკეთესო გამარჯვებათა სერიაა.

2013 წლის იანვარი-მარტის პერიოდში პრემიერ ლიგაში მოპოვებული ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ პირველად მოიპოვონ ამავე რაოდენობის გამარჯვება ზედიზედ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-2 ადგილი, 44 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ამ მატჩში გამარჯვება "ლივერპულს" 21 ტურის შემდეგ სარეკორდო 47 ქულის აღების საშუალებას მისცემს. მანამდე მათ მიერ დაგროვილი ქულათა მაქსიმუმი 46 ქულას შეადგენდა და ის 2008/09 წლების სეზონით თარიღდება.

2016 წლის თებერვლის შემდეგ "ლივერპულმა" პირველად ვერ მოახერხა გოლის გატანა ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ ზედიზედ ორ მატჩში. მაშინ ასეთი მატჩების რაოდენობა სამს აღწევდა.

იურგენ კლოპის გუნდი შესაძლოა, კალენდარული წლის საწყის 4 მატჩში გამარჯვების გარეშე 1993 წლის შემდეგ პირველად დარჩეს.

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის მხოლოდ სამ გასვლით მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

იურგენ კლოპი ჟოზე მოურინიოს გუნდებთან ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). ეს ერთადერთი მარცხი კლოპის "ბორუსიამ" 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ განიცადა, ანგარიშით 2-0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 18 გოლი (13 ლიგაში)

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

თუ მოედანზე რუნი გავა, 21-ე ფეხბურთელი გახდება, რომელიც პრემიერ ლიგაში თავის 450-ე მატჩს ჩაატარებს.

ხუან მატამ "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში გატანილ 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში ჩატარებულ თავის 19 მატჩში 13 გოლი გაიტნა. ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდათ დუაით იორკსა და რობინ ვან პერსის. მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროიმ შეძლო უფრო მეტი გოლის გატანა - 15 გოლი 19 მატჩში.

ამ გუნდებს შორის მატჩში მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი (8), ვიდრე უეინ რუნისა და რობი ფაულერს (6-6).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირები: მანე - 9 გოლი (9 ლიგაში).

ადამ ლალანამ მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მიერ გატანილ 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 7 საგოლე გადაცემა). ეს მეტია, ვიდრე ნებისმიერი ინგლისელი ფეხბურთელის შედეგი.

აფრიკის თასზე წასულმა სადიო მანემ "ლივერპულის" 13 გოლში მიიღო მონაწილეობა - 9 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 197-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 79 შეხვედრაში იზეიმა, "ლივერპულმა" 65-ში, ხოლო 53 მატჩი ფრედ დასრულდა.

ეს 50-ე დაპირისპირება იქნება პრემიერ ლიგაში. სხვა არცერთი გუნდი არ შეხვედრია პრემიერ ლიგაში ერთმანეთს უფრო ხშირად. წინა 49 მატჩიდან "იუნაიტედმა" 27 მოიგო, "ლივერპულმა" 13, 9 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან 11 წააგო.

"ლივერპული" "იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატში 67-ჯერ დამარცხდა - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან.

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "ენფილდზე" ჩატარებულ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" ბურთს სათამაშო დროის 35% ფლობდა - ეს კლუბის მიერ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ, რაც 2003/04 წლების სეზონიდან სტატისტიკის აღრიცხვა მიმდინარეობს.

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ამ გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ერთადერთი შემთხვევა ინგლისის ჩემპიონატში, როცა მათ შორის სეზონის არცერთ მატჩში არ გასულა გოლი, 1919/1920 წლების სეზონი იყო.

ამ გუნდებს შორის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში მსაჯებმა 16-ჯერ გააძევეს ფეხბურთელი. მხოლოდ "ლივერპულისა" და "ევერტონის" შეხვედრაში აძევებდნენ ფეხბურთელს უფრო ხშირად (21 გაძევება).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 67 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 45
.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 27 მოგება, "ლივერპული" - 13 მოგება, ფრე - 9.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 42 მოგება, "ლივერპული" - 16 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 15 მოგება, "ლივერპული" - 5 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "ლივერპული"


თარიღი: 12 სექტემბერი, 2015 წელი
სწრებადობა: 75,344
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში: ბლინდი 49', ერერა 70 (პენალტი), მარსიალი 86
გოლი "ლივერპულის" რიგებში: ბენტეკე 86

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში იმსაჯა, 70 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: გარი ბესუიკი, მაიკ მაკდონო
სათადარიგო მსაჯი: კრეიგ პოუსონი

პრომო


მატჩის წინ
31 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
13 იანვარი 2017 23:09
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ძალიან მაგარი თამაში გველოდება აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. ორმაგად მნიშვნალოვანია ეს თამამაში მოტივაციისთვის, რეალური შანსია ჩავერთოთ ტიტულისთვის ბრძოლაში და ჩვენი სიტყვა ვთქვათ. კარგ ფორმაში ვართ და უნდა გამოვიყენოთ ეს მდგომარეობა! რუნის რეკორდს ველოდები manunited მივცეთ ბურთს ფორმა და დავალეწოთ ყველაფერი თავზე !
GGMU ! love

RojoDiablo

ეს კაცი დასაფასაბელია.. ძალიან ბევრს აკეთებს საიტისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: giorgisamnidze99
13 იანვარი 2017 23:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140


კარგია ეს იქნება მანჩესტერისთვის მთავარი გარდამტეხი იქნება მოგების შემთხვევაში ყველაფერი შეილება მოხდეს და ოთხეულისთვის კიდე ვიბრძოლებთ და თუ წავაგებთ ყველაფერი დამთავრდება წელს მიდი ეხა მოუ დადე ეს თამაშიც და მიუჩინე ლივერპულს მისი ადგილი .. თუ ვერ მოვიგეთ წელს ოთხეულის იმედი გვეკარგება
0
№3
ავტორი: Gamkrelidze
13 იანვარი 2017 23:38
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
რუნის გოლს ველოდები და რათქმაუნდა გამარჯვებას love დროა ლივერპულს თავის ადგილი მივუჩინოთ!
0
№4
ავტორი: levionok
13 იანვარი 2017 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: giorgisamnidze99
კარგია ეს იქნება მანჩესტერისთვის მთავარი გარდამტეხი იქნება მოგების შემთხვევაში ყველაფერი შეილება მოხდეს და ოთხეულისთვის კიდე ვიბრძოლებთ და თუ წავაგებთ ყველაფერი დამთავრდება წელს მიდი ეხა მოუ დადე ეს თამაშიც და მიუჩინე ლივერპულს მისი ადგილი .. თუ ვერ მოვიგეთ წელს ოთხეულის იმედი გვეკარგება

მოგებით უნდა მოვიგოთ და ეს 3 ქულაზე მეტია მაგრამ ის რომ 4 ეულის შანსი მთლიანად გვეკარგება არაა მართებული,ისე მოვუგებთ ამათაც და მერე სიტისაც კიდე გასვლაზე
0
№5
ავტორი: pogba.
13 იანვარი 2017 23:55
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
აი რო ვერ მოვიგოთ ჩათვალეთ რო ეს 9 თამაშიანი სიხარული გაქრება. იბრა პოგბა და რუნის გოლი იდეალური იქნება რა თან აი უეჭველი მოსაგები გვაქ, ყველა გარემოება ჩვენსკენაა და მოუმ მთავარია თამაში არ ჩაკეტოს დაა ამოატენინოსსს ეს ცენზურასგაზრდილები
0
№6
ავტორი: gache1991
14 იანვარი 2017 00:19
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
jvari gvweria es tamashi ver movigot Mar a ra otxeulshi shesvlas echvobt magra mikvirs:)))) xval chelsic dakargavs qulebs..
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
14 იანვარი 2017 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ხვალ თუ დაკარგა და ჩვენ ლივერპული თუ დავჩაგრეთ მაშინ გვაქ შანსი 4ულის კიარა ჩემპიონობის რაზნიცა ჩელსამდე ჩამოვა 7 ქულამდე და რაიცი თუ ეს მოხდა მაშინ ვინ იცის რა მოხდება ჩემპიონობისთვის თან უეჭველი ვიცი ჩელსის აბარიტი უნდა აუღოს მოუმ იმ მარცხისთვის და ის თამაში ას პროცენტიანი ჩვენია
0
№8
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2017 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Aucileblad movigebt ai darwmunebuli var...da ise chvenshi darches kai danaklisit ki gxvdeba yliverpuli)))) mane da ***rdensonii araa cota dzala)))
0
№9
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2017 00:39
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველაზე მაგარი ისაა, რომ კონტემ და კოშტამ იჩხუბეს და ანტონიოს დიეგო არ წაუყვანია "ლესტერთან" მატჩზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: pogba.
14 იანვარი 2017 01:11
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
ციტატა: RojoDiablo
ყველაზე მაგარი ისაა, რომ კონტემ და კოშტამ იჩხუბეს და ანტონიოს დიეგო არ წაუყვანია "ლესტერთან" მატჩზე

აუ მაგის ნახვა სად შეიძლება ამ ჩელსის არ აქ ქართული საიტი ვრცლად რო წავიკითხო რაზე იჩხუბეს?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top