თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2017, 23:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4028,
კომენტარები: 31
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)
პრემიერ ლიგის 21-ე ტურის მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" -"ლივერპული" (პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 21-ე ტური
თარიღი: კვირა, 25 იანვარი, 2017 წელი
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი
მატჩის დასაწყისი: 20:00, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: არავინ
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: როხო
მიუწვდომელი: ბაიი (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: De Gea, Romero, Valencia, Fosu-Mensah, Jones, Smalling, Rojo, Darmian, Shaw, Blind, Young, Fellaini, Carrick, Herrera, Schweinsteiger, Pogba, Lingard, Mata, Mkhitaryan, Martial, Rashford, Ibrahimovic, Rooney.

ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკოს როხო მოედანზე კვირას დაუბრუნდებიან. შვედმა ფორვარდმა ლიგის თასის მატჩი გაციების გამო გამოტოვა, ხოლო არგენტინელმა მცველმა "რედინგთან" ინგლისის თასის მატჩზე მიიღო ტრავმა. ერიკ ბაიი კვლავ მიუწვდომელია, რადგან თავისი ქვეყნის ნაკრებს ეხმარება აფრიკის თასზე.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"

ტრავმირებულები: ინგსი, ბოგდანი, გრუიჩი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: მატიპი, ჰენდერსონი
მიუწვდომელი მანე (ეროვნული ნაკრები)
განაცხადი: Mignolet, Clyne, Lovren, Matip, Milner, Henderson, Wijnaldum, Can, Firmino, Lallana, Coutinho, Karius, Alexander-Arnold, Klavan, Gomez, Moreno, Lucas, Stewart, Origi, Sturridge, Woodburn.

იურგენ კლოპს იმედი აქვს, რომ ჯორდან ჰენდერსონი და ფილიპ კოუტინიო თამაშს შეძლებენ. ასევე იმედოვნებს, რომ შემადგენლობას დაუბრუნდება მცველი ჟოელ მატიპიც. ჰენდერსონმა "ლივერპულის" ბოლო სამი მატჩი ქუსლთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვა, ხოლო მატიპმა ერთი თვე გამოტოვა ტრავმის გამო. მძიმე ტრავმის მოშუშების შემდეგ ფლეიმეიქერი ფილიპ კოუტინიო პირველად შეიძლება გამოჩნდეს სასტარტო შემადგენლობაში.


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-6 ადგილი, 39 ქულა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩი მოიგო, 2009 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში ნაჩვენები 11-მატჩიანი გამარჯვებათა სერიის შემდეგ ეს საუკეთესო გამარჯვებათა სერიაა.

2013 წლის იანვარი-მარტის პერიოდში პრემიერ ლიგაში მოპოვებული ზედიზედ 7 გამარჯვების შემდეგ "წითელ ეშმაკებს" შეუძლიათ პირველად მოიპოვონ ამავე რაოდენობის გამარჯვება ზედიზედ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


მე-2 ადგილი, 44 ქულა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ბოლო ხუთი შეხვედრა: მ-მ-მ-მ-ფ

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ამ მატჩში გამარჯვება "ლივერპულს" 21 ტურის შემდეგ სარეკორდო 47 ქულის აღების საშუალებას მისცემს. მანამდე მათ მიერ დაგროვილი ქულათა მაქსიმუმი 46 ქულას შეადგენდა და ის 2008/09 წლების სეზონით თარიღდება.

2016 წლის თებერვლის შემდეგ "ლივერპულმა" პირველად ვერ მოახერხა გოლის გატანა ყველა ტურნირის ჩათვლით ჩატარებულ ზედიზედ ორ მატჩში. მაშინ ასეთი მატჩების რაოდენობა სამს აღწევდა.

იურგენ კლოპის გუნდი შესაძლოა, კალენდარული წლის საწყის 4 მატჩში გამარჯვების გარეშე 1993 წლის შემდეგ პირველად დარჩეს.

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის მხოლოდ სამ გასვლით მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

იურგენ კლოპი ჟოზე მოურინიოს გუნდებთან ჩატარებულ 6 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (3 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). ეს ერთადერთი მარცხი კლოპის "ბორუსიამ" 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალურ მატჩში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ განიცადა, ანგარიშით 2-0.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: იბრაჰიმოვიჩი - 18 გოლი (13 ლიგაში)

უეინ რუნიმ "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის მატჩებში 100 გოლი გაიტანა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სტადიონზე გატანილი გოლების რაოდენობით 100-ს გადააჭარბა, "არსენალის" ყოფილი მოთამაშე ტიერი ანრია, რომელმაც "ჰაიბერიზე" 114 გოლის გატანა მოახერხა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტან უეინ რუნის კიდევ 1 გოლის გატანა სჭირდება იმისათვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.

თუ მოედანზე რუნი გავა, 21-ე ფეხბურთელი გახდება, რომელიც პრემიერ ლიგაში თავის 450-ე მატჩს ჩაატარებს.

ხუან მატამ "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 მატჩში გატანილ 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა)

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "იუნაიტედის" მაისურით პრემიერ ლიგაში ჩატარებულ თავის 19 მატჩში 13 გოლი გაიტნა. ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდათ დუაით იორკსა და რობინ ვან პერსის. მხოლოდ რუუდ ვან ნისტელროიმ შეძლო უფრო მეტი გოლის გატანა - 15 გოლი 19 მატჩში.

ამ გუნდებს შორის მატჩში მხოლოდ სტივენ ჯერარდს აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი (8), ვიდრე უეინ რუნისა და რობი ფაულერს (6-6).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)

"ლივერპული"


წამყვანი ბომბარდირები: მანე - 9 გოლი (9 ლიგაში).

ადამ ლალანამ მიმდინარე სეზონში "ლივერპულის" მიერ გატანილ 14 გოლში მიიღო მონაწილეობა (7 გოლი, 7 საგოლე გადაცემა). ეს მეტია, ვიდრე ნებისმიერი ინგლისელი ფეხბურთელის შედეგი.

აფრიკის თასზე წასულმა სადიო მანემ "ლივერპულის" 13 გოლში მიიღო მონაწილეობა - 9 გოლი, 4 საგოლე გადაცემა

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირზე 197-ჯერ შეხვდნენ. "იუნაიტედმა" გამარჯვება 79 შეხვედრაში იზეიმა, "ლივერპულმა" 65-ში, ხოლო 53 მატჩი ფრედ დასრულდა.

ეს 50-ე დაპირისპირება იქნება პრემიერ ლიგაში. სხვა არცერთი გუნდი არ შეხვედრია პრემიერ ლიგაში ერთმანეთს უფრო ხშირად. წინა 49 მატჩიდან "იუნაიტედმა" 27 მოიგო, "ლივერპულმა" 13, 9 მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლივერპულმა" პრემიერ ლიგაში "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან 11 წააგო.

"ლივერპული" "იუნაიტედთან" ინგლისის ჩემპიონატში 67-ჯერ დამარცხდა - მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა გუნდთან.

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში "ენფილდზე" ჩატარებულ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" ბურთს სათამაშო დროის 35% ფლობდა - ეს კლუბის მიერ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია პრემიერ ლიგაში, მას შემდეგ, რაც 2003/04 წლების სეზონიდან სტატისტიკის აღრიცხვა მიმდინარეობს.

მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ამ გუნდებს შორის მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. ერთადერთი შემთხვევა ინგლისის ჩემპიონატში, როცა მათ შორის სეზონის არცერთ მატჩში არ გასულა გოლი, 1919/1920 წლების სეზონი იყო.

ამ გუნდებს შორის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ მატჩებში მსაჯებმა 16-ჯერ გააძევეს ფეხბურთელი. მხოლოდ "ლივერპულისა" და "ევერტონის" შეხვედრაში აძევებდნენ ფეხბურთელს უფრო ხშირად (21 გაძევება).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: "იუნაიტედი" - 67 მოგება, "ლივერპული" - 55 მოგება, ფრე - 45
.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 27 მოგება, "ლივერპული" - 13 მოგება, ფრე - 9.

"იუნაიტედის" სტადიონზე

ლიგა: "იუნაიტედი" - 42 მოგება, "ლივერპული" - 16 მოგება, ფრე - 25.
პრემიერ-ლიგა: "იუნაიტედი" - 15 მოგება, "ლივერპული" - 5 მოგება, ფრე - 4.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


უკანასკნელი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე"


"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-1 "ლივერპული"


თარიღი: 12 სექტემბერი, 2015 წელი
სწრებადობა: 75,344
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გოლი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში: ბლინდი 49', ერერა 70 (პენალტი), მარსიალი 86
გოლი "ლივერპულის" რიგებში: ბენტეკე 86

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


გუნდების შემადგენლობა


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


მატჩში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "ლივერპული" (პრევიუ)


მსაჯთა ბრიგადა:


მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩში იმსაჯა, 70 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.

გვერდითი მსაჯები: გარი ბესუიკი, მაიკ მაკდონო
სათადარიგო მსაჯი: კრეიგ პოუსონი

პრომო


მატჩის წინ
31 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
14 იანვარი 2017 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
აი ეს ტრავმირებულები: არავინ, უცნაურად და სასიამოვნოდ მეჩვენება wink GGMU! manunited
0
№12
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2017 01:29
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: pogba.
ციტატა: RojoDiablo
ყველაზე მაგარი ისაა, რომ კონტემ და კოშტამ იჩხუბეს და ანტონიოს დიეგო არ წაუყვანია "ლესტერთან" მატჩზე

აუ მაგის ნახვა სად შეიძლება ამ ჩელსის არ აქ ქართული საიტი ვრცლად რო წავიკითხო რაზე იჩხუბეს?

აქვს, მაგრამ მანდ გვიან დებენ. The telegraph-მა დაწერა

თუ რუსულად გირჩევნია, fapl.ru გამოიყენე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2017 01:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მოგებაა მარტო მოგება
0
№14
ავტორი: shotkin
14 იანვარი 2017 01:49
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ლივერპულს რო თამაშით ვაჯობებთ და ეს ბოლო პერიოდი ვაფშე როგორც გუნდი როვჯობივართ მაგას რადუნდა ლაპარაკი ჩვენ ფორმასი ავრთ და მოვიხოდეთ ძაან და იმატმა პირიქით დაკარგეს ის ფორმა რაცქონდათ მსაჯმა თუარ ჩააჯვა დარწმუნებული ავრ მოვიგებთ
0
№15
ავტორი: irakli87
14 იანვარი 2017 02:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
აუცილებლად მოვიგებთ. ლივერპულს შარვალში ეპარება. უკვე შიშობენ; ოთხეულიდან გავარდნაზე ალაპარაკდნენ :D ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვიყავით და ვიქნებით. ასევე როგორც ყოველთვის ვამარცხებდით და ასეც გაგრძელდება.
0
№16
ავტორი: LASHQARA
14 იანვარი 2017 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
მხოლოდ მოგება და მეტი არაფერი მანჩესტერი იქნება გამარჯვებული ლივერპული დამარცხებული love am
0
№17
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2017 12:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნახევარდაცვამმ უნდა იკკისროს დიდი როლი. კონტრშეტევებზე როგორ თამაშობენ ვიცით და ჩვენ როგორ ვიცავთ ხოლმე თავს ეგ უკეთესადაა ცნობილი. მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, წინა თამაშში სულ 2-3 იყო და საკმაოდ რეალური
0
№18
ავტორი: stepno
14 იანვარი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რა მაგრად ქონიათ დარხეულიი :)))) აღარ მახსოვდა მანე რო არ ეყოლებათ და თუ კოუტინიომაც ვერ მოახერხა თამაში მერე ხო საერთოდ გოლის გატანაზე პრეტენზია აღარ ექნებათ lol lol იმედია ყველაფერი კარგად წარიმართება დაა მსაჯიც რათქმაუნდა სწორად იმსაჯებს და რაგაც სისულელეებს არ გააკეთებს. სწრაფი გოლი დაგვხატავს დაიბნევია ფეტვის მარტცვლებივით wink
0
№19
ავტორი: kaxeti
14 იანვარი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
გავხეთქოთ გავაცამტვეროთ
0
№20
ავტორი: Luka luka
14 იანვარი 2017 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
Ertadgilas gaushvat liverpooli love
am

Movigebt darwmunebuli var
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top