თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 20:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2896,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩში გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩში გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მოხარულია, რომ მისმა ფეხბურთელებმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის საგზური მოიპოვეს და "რედინგი" სანახაობრივ სტილში დაამარცხეს.

უეინ რუნიმ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი სხვაობა მარსიალმა ორამდე გაზარდა, სანამ მეორე ტაიმში მარკუს რეშფორდი დუბლს გაიფორმებდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშს 4-0 დააფიქსირებდა.

მატჩის შემდგომ მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ფეხბურთელებმა პროფესიონალიზმი გამოავლინეს

"ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, თამაში არ მოგვიკლავს, მაგრამ 2-0 ანგარიში კარგი სიტუაცია იყო თამაშის საკონტროლებლად. პროფესიონალიზმია იმის გამოვლენა, რომ ყველა ყურადღებით იყო და კარგად თამაშს ცდილობდა, რაც შეძლეს და მატჩი მოიგეს, რაც უნდა გაგვეკეთებინა კიდეც იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა. გუნდი ინტენსიურად მოქმედებდა; დინამიკურად და კარგად თამაშობდა. როგორც ველოდით, ბურთის ფლობისას კარგად თამაშობდნენ და როცა შანსი მივეცით, ბურთი დაიჭირეს, ამოძრავებდნენ და ქმნიდნენ, დიდი შანსებს ვერა, მაგრამ შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში, როცა 2-0 იყო ანგარიში, ჯერ კიდევ არაფერი იყო ნათელი, მაგრამ ბედნიერი ვარ ფეხბურთელთა მიდგომით."

რუნის დიდი მომენტი დგება

"ვფიქრობ, მხოლოდ დროის საკითხია მომდევნო გოლის გატანა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა. ეს დრო დგება; მისი დიდი მომენტი მოდის. საოცარია, რადგან ყველამ იცის, ვინ არის სერ ბობი და რა ადგილი უჭირავს მას კლუბისა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რუნისთვის კი ფანტასტიკურია იმავე რაოდენობის გოლების გატანა "მანჩესტერ იუნაიტედში".

უფრო მეტიც შეიძლებოდა

"დღეს ზლატანის გარეშე ვითამაშეთ და სხვა სტილის ფეხბურთი უნდა აგვერჩია, მარკუსი კი ძალიან სწრაფია და მოწინააღმდეგის უკან კარგად თამაშობდა. ოთხი კრეატორით - და სამი ფეხბურთელი შემტევ არეალში - და მაიკლითა და ფელაინით ვითამაშეთ ნახევარდაცვაში ორგანიზებისა და კონტროლისათვის. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მათთვის უფრო სამწუხარო იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთი წარმოადგინეს."

მარსიალი დასვენებული და ცეცხლოვანი იყო

"მიდლსბროს" წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე დიდი ხანი არ ეთამაშა, მეც და მანაც ვიფიქრეთ, რომ 48 საათში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მისი გამოყვანა კარგი არ იქნებოდა, დღეს კი დასვენებული იყო და დღესაც ძალიან ობიექტურად ითამაშა კარგი ფეხბურთელის წინააღმდეგ. განტერი კარგი მარჯვენა მცველია და ახლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ყველას შორის შეიძლებოდა ვინმეს გამორჩევა, ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება, ფელაინის დასახელებაც შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში, გუნდმა კოლექტიურად კარგად ითამაშა და ბევრი შანსი შევქმენით."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
7 იანვარი 2017 20:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
შარშან მატჩის შემდგომ წაგება ყველას ბრალდებოდა და მოგება ან მარსიალს ან დე ხეას.წელს ყველა კარგად თამაშობს,გამოკვეთილად მართლა ვერავის გამოარჩევ.აქ იგრძნობა პროგრესი,რომ გუნდი წინ მიდის.ერთი დიდი ნახტომი გააკეთა და კიდე რამდენიმე უნდა გააკეთოს.
0
№2
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2017 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
რა სიქუმად დაყენა იანგი ძირითადში ან განაცხადშიც რაატომ შეყავს? კაკრას მასეთი **** ფეხბურთელების გამო ვერ აჩვენაშედეგი ჩელსიში და დახვევეს. ღ კლასის ფეხბურთელები თაამაშობდნენ ამათ წინაღმდეგ ამ მატჩს შედეგის მეტი რმე არ მოუტანია არაფერს არ იშნავდა
0
№3
ავტორი: giorgisamnidze99
7 იანვარი 2017 21:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Malboro463
რა სიქუმად დაყენა იანგი ძირითადში ან განაცხადშიც რაატომ შეყავს? კაკრას მასეთი **** ფეხბურთელების გამო ვერ აჩვენაშედეგი ჩელსიში და დახვევეს. ღ კლასის ფეხბურთელები თაამაშობდნენ ამათ წინაღმდეგ ამ მატჩს შედეგის მეტი რმე არ მოუტანია არაფერს არ იშნავდა

შენ ვერ ხდები ჩემი ძმა ხო მაგას დაასვენა სასტავი და მაგიტო დაააყენააა წინ ურთულესი თამაში რო გვაქ ეგ არ იცი ხოო
1
№4
ავტორი: dachi_mu
7 იანვარი 2017 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
მოუმ დაასვენა დღეს, ვალენსია, ასევე ჯონსის დასვენებაც უნდოდა და არ გამოუვიდა,როხო დაიმტვრა, დალშე,პოგბა,ერერა,იბრა..და დე ხეა... 6 კაცი დაასვენა <3 და 4-0 მოიგო,შეიძლებოდა თავისუფლად 8,9 ბურთუ შეგვეგდო... და საიდან მოდის კრიტიკა?
0
№5
ავტორი: I love Mnu (nani17)
7 იანვარი 2017 21:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 31
რა მაგარი ტიპია ) ისეთი შთაბეჭდილება მჩება თითქოს მანჩეს ბევრი ხანია წვრთნის
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 იანვარი 2017 21:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
შემდეგი ჰალია
0
№7
ავტორი: Manstark_United
7 იანვარი 2017 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
ციტატა: Malboro463
რა სიქუმად დაყენა იანგი ძირითადში ან განაცხადშიც რაატომ შეყავს? კაკრას მასეთი **** ფეხბურთელების გამო ვერ აჩვენაშედეგი ჩელსიში და დახვევეს. ღ კლასის ფეხბურთელები თაამაშობდნენ ამათ წინაღმდეგ ამ მატჩს შედეგის მეტი რმე არ მოუტანია არაფერს არ იშნავდა

შარშანდელი თამაში გერჩივნა? belay წელს საყურებლად ღირს თამაში.რაღაცას გავს გუნდი. რაღაც ამბიციის დასახვა შეუძლია,შარშანდელისგან განსხვავებით. fellow
0
№8
ავტორი: shotkin
7 იანვარი 2017 22:21
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Manstark_United
ციტატა: Malboro463
რა სიქუმად დაყენა იანგი ძირითადში ან განაცხადშიც რაატომ შეყავს? კაკრას მასეთი **** ფეხბურთელების გამო ვერ აჩვენაშედეგი ჩელსიში და დახვევეს. ღ კლასის ფეხბურთელები თაამაშობდნენ ამათ წინაღმდეგ ამ მატჩს შედეგის მეტი რმე არ მოუტანია არაფერს არ იშნავდა

შარშანდელი თამაში გერჩივნა? belay წელს საყურებლად ღირს თამაში.რაღაცას გავს გუნდი. რაღაც ამბიციის დასახვა შეუძლია,შარშანდელისგან განსხვავებით. fellow

:D რეები მესმის რატო უნდა დაეყენებინა ვალენსია რედინგთან მითუმეტეს :D დასვენებაზე რამე გსმენია? მაგარ სტრანნ კომენტარებს აძრობ ხოლმე არგაგიტყდეს
0
№9
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2017 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: shotkin
რეები მესმის რატო უნდა დაეყენებინა ვალენსია რედინგთან მითუმეტეს :D დასვენებაზე რამე გსმენია? მაგარ სტრანნ კომენტარებს აძრობ ხოლმე არგაგიტყდეს

ციტატა: giorgisamnidze99
შენ ვერ ხდები ჩემი ძმა ხო მაგას დაასვენა სასტავი და მაგიტო დაააყენააა წინ ურთულესი თამაში რო გვაქ ეგ არ იცი ხოო

კაი ერთი რას მელაპარაკები და ვალენსია უნდა დაეყენებინა მეთქი სადმე დავწერე? ფოსუ მენსას არსებობაზე რამე გსმენია შენ ან რეზერვებზე კიდე?
0
№10
ავტორი: ikeoni
7 იანვარი 2017 23:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Sagol joze sagol ❤️❤️❤️
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top