თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 20:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩში გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩში გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მოხარულია, რომ მისმა ფეხბურთელებმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის საგზური მოიპოვეს და "რედინგი" სანახაობრივ სტილში დაამარცხეს.

უეინ რუნიმ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი სხვაობა მარსიალმა ორამდე გაზარდა, სანამ მეორე ტაიმში მარკუს რეშფორდი დუბლს გაიფორმებდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშს 4-0 დააფიქსირებდა.

მატჩის შემდგომ მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ფეხბურთელებმა პროფესიონალიზმი გამოავლინეს

"ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, თამაში არ მოგვიკლავს, მაგრამ 2-0 ანგარიში კარგი სიტუაცია იყო თამაშის საკონტროლებლად. პროფესიონალიზმია იმის გამოვლენა, რომ ყველა ყურადღებით იყო და კარგად თამაშს ცდილობდა, რაც შეძლეს და მატჩი მოიგეს, რაც უნდა გაგვეკეთებინა კიდეც იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა. გუნდი ინტენსიურად მოქმედებდა; დინამიკურად და კარგად თამაშობდა. როგორც ველოდით, ბურთის ფლობისას კარგად თამაშობდნენ და როცა შანსი მივეცით, ბურთი დაიჭირეს, ამოძრავებდნენ და ქმნიდნენ, დიდი შანსებს ვერა, მაგრამ შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში, როცა 2-0 იყო ანგარიში, ჯერ კიდევ არაფერი იყო ნათელი, მაგრამ ბედნიერი ვარ ფეხბურთელთა მიდგომით."

რუნის დიდი მომენტი დგება

"ვფიქრობ, მხოლოდ დროის საკითხია მომდევნო გოლის გატანა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა. ეს დრო დგება; მისი დიდი მომენტი მოდის. საოცარია, რადგან ყველამ იცის, ვინ არის სერ ბობი და რა ადგილი უჭირავს მას კლუბისა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რუნისთვის კი ფანტასტიკურია იმავე რაოდენობის გოლების გატანა "მანჩესტერ იუნაიტედში".

უფრო მეტიც შეიძლებოდა

"დღეს ზლატანის გარეშე ვითამაშეთ და სხვა სტილის ფეხბურთი უნდა აგვერჩია, მარკუსი კი ძალიან სწრაფია და მოწინააღმდეგის უკან კარგად თამაშობდა. ოთხი კრეატორით - და სამი ფეხბურთელი შემტევ არეალში - და მაიკლითა და ფელაინით ვითამაშეთ ნახევარდაცვაში ორგანიზებისა და კონტროლისათვის. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მათთვის უფრო სამწუხარო იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთი წარმოადგინეს."

მარსიალი დასვენებული და ცეცხლოვანი იყო

"მიდლსბროს" წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე დიდი ხანი არ ეთამაშა, მეც და მანაც ვიფიქრეთ, რომ 48 საათში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მისი გამოყვანა კარგი არ იქნებოდა, დღეს კი დასვენებული იყო და დღესაც ძალიან ობიექტურად ითამაშა კარგი ფეხბურთელის წინააღმდეგ. განტერი კარგი მარჯვენა მცველია და ახლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ყველას შორის შეიძლებოდა ვინმეს გამორჩევა, ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება, ფელაინის დასახელებაც შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში, გუნდმა კოლექტიურად კარგად ითამაშა და ბევრი შანსი შევქმენით."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№21
ავტორი: ROONEY-RUNI
8 იანვარი 2017 13:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: tupaca
ციტატა: Malboro463
ციტატა: ROONEY-RUNI
ასიანს ბაზრობ ჩემი ძმა კერიკი არისა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარ მცველი და ერთი ვნახო რომელი არ დამეთანხმება კაცი ლეგენდა და კაცი ტვინი ძმაო იმენა დღევანდელ თამაშშიც რა პასებს აძრობდა ტიპი ნამდვილად რო შესაქებია და გუნში აუცილებლად საჭიროა მე მაგალიტად პოგბას გვერდზე ერერას ნაცვლად ამას დ ავავყენებდი

ახლა მეიცა ვინა ლეგენდა კერიკი? მსოფლიო ფეხბურთის თუ ინგლისის? შენ მავის ახალგაზრდობა არ გინახავსალბათ ხალხი ვნატრულობდით ოღონთ კერიკი ძირითადში ნუ იქნებაო. ქლევერლის ბოლო სეზონი გახსოვს? ე მასეთი იყო კერიკი. სიბერეში ისწავლა თამაში ვინც დიდიხანია უყირებს,ფეხბურთს ყველა დამეთანხმება. ლეგენდა სულ სხვა რამეს ნიშნავს. რაც შეხება მაგის პასებს ინგლისელებს პლიუსი ეგ აქვთ პასი და მოედნის ხედვა ბევრს გეტყცი ვისაც ეგ შეუძლია და აკეთებს. დღევანდელ მატჩში რეშფორდის პასი არ უნდა გასულიყო მარა ღ კლასით რომა დაკომპლექტებული გუნდი მაგიტო. ძირითადის კაცი კიდე ნამდვილად აღარა მაღალ ტემპს ვერ ქაჩავს წელს ბოლო სეზონია. ეხლა მოაქვს სარგებელი მარა სამომავლოდ აღარა საჭირო. ლამპარდის და სკპულზის პასი რომ ქონდეს კიდე კი
malboro463 ვხედავ რო გესმის ფეხბურთი და თითქმის ყოველთვის გეთანხმები ყველაფერში უბრალოდ შენ უფრო კრიტიკული ხარ :)) იანგზეც გეთანხმები და კერიკზეც უბრალოდ გუნდი რო იგებს აღარ მინდა რო რამე ცუდი დავინახო :D კერიკზე კიდე ვიტყვი რომ სკოულზი რო თამაშობდა გუნდში ბევრჯერ მინატრია მაგის გუნდიდან გაგდება მაგრამ ეხლა ჩემი კერპია 35 წლის ასაკში :))



მეც დიდი ხანია ვბალეშიკობ ამ გუნდს და ვიცი რა ნახევარ მცველებიც გვყავდა სქოულზთან ვერც მივა ეს კაცი მაგრამ მე ამ მომენტისთვის ვამბობ რო ჭკვიანი და კარგი ნახევარ მცველია არ შეიძლება ეს რო არ დავინახოთ და არ დავუფაშოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top