თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2017, 20:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2897,
კომენტარები: 21
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩში გამარჯვებაზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი სათასო მატჩში გამარჯვებაზე
ჟოზე მოურინიო მოხარულია, რომ მისმა ფეხბურთელებმა ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის საგზური მოიპოვეს და "რედინგი" სანახაობრივ სტილში დაამარცხეს.

უეინ რუნიმ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, მოგვიანებით კი სხვაობა მარსიალმა ორამდე გაზარდა, სანამ მეორე ტაიმში მარკუს რეშფორდი დუბლს გაიფორმებდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშს 4-0 დააფიქსირებდა.

მატჩის შემდგომ მწვრთნელმა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

ფეხბურთელებმა პროფესიონალიზმი გამოავლინეს

"ვფიქრობ, კარგად დავიწყეთ, თამაში არ მოგვიკლავს, მაგრამ 2-0 ანგარიში კარგი სიტუაცია იყო თამაშის საკონტროლებლად. პროფესიონალიზმია იმის გამოვლენა, რომ ყველა ყურადღებით იყო და კარგად თამაშს ცდილობდა, რაც შეძლეს და მატჩი მოიგეს, რაც უნდა გაგვეკეთებინა კიდეც იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც გარკვეული სირთულეები შეგვიქმნა. გუნდი ინტენსიურად მოქმედებდა; დინამიკურად და კარგად თამაშობდა. როგორც ველოდით, ბურთის ფლობისას კარგად თამაშობდნენ და როცა შანსი მივეცით, ბურთი დაიჭირეს, ამოძრავებდნენ და ქმნიდნენ, დიდი შანსებს ვერა, მაგრამ შემტევ ფეხბურთს თამაშობდნენ და დიდი ხნის განმავლობაში, როცა 2-0 იყო ანგარიში, ჯერ კიდევ არაფერი იყო ნათელი, მაგრამ ბედნიერი ვარ ფეხბურთელთა მიდგომით."

რუნის დიდი მომენტი დგება

"ვფიქრობ, მხოლოდ დროის საკითხია მომდევნო გოლის გატანა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა. ეს დრო დგება; მისი დიდი მომენტი მოდის. საოცარია, რადგან ყველამ იცის, ვინ არის სერ ბობი და რა ადგილი უჭირავს მას კლუბისა და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, რუნისთვის კი ფანტასტიკურია იმავე რაოდენობის გოლების გატანა "მანჩესტერ იუნაიტედში".

უფრო მეტიც შეიძლებოდა

"დღეს ზლატანის გარეშე ვითამაშეთ და სხვა სტილის ფეხბურთი უნდა აგვერჩია, მარკუსი კი ძალიან სწრაფია და მოწინააღმდეგის უკან კარგად თამაშობდა. ოთხი კრეატორით - და სამი ფეხბურთელი შემტევ არეალში - და მაიკლითა და ფელაინით ვითამაშეთ ნახევარდაცვაში ორგანიზებისა და კონტროლისათვის. მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ მათთვის უფრო სამწუხარო იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთი წარმოადგინეს."

მარსიალი დასვენებული და ცეცხლოვანი იყო

"მიდლსბროს" წინააღმდეგ კარგად ითამაშა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მანამდე დიდი ხანი არ ეთამაშა, მეც და მანაც ვიფიქრეთ, რომ 48 საათში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მისი გამოყვანა კარგი არ იქნებოდა, დღეს კი დასვენებული იყო და დღესაც ძალიან ობიექტურად ითამაშა კარგი ფეხბურთელის წინააღმდეგ. განტერი კარგი მარჯვენა მცველია და ახლაც კარგად ითამაშა, მაგრამ ყველას შორის შეიძლებოდა ვინმეს გამორჩევა, ბევრი ფეხბურთელის დასახელება შეიძლება, ფელაინის დასახელებაც შეიძლება, მაგრამ, საერთო ჯამში, გუნდმა კოლექტიურად კარგად ითამაშა და ბევრი შანსი შევქმენით."



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
7 იანვარი 2017 23:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
ეს მოგება შეგვანარჩუნებინებს ტონუსს რაც გამოდგება ლივერპულთან შეხვედრაში სხვა არაფერი დატვირთვა არ ჰქონდა ჩემთვის სამწუხაროა როხოს დაზიანება
0
№12
ავტორი: Temo-Mu
7 იანვარი 2017 23:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ჟოზემ იცის როგორ უნდა გახიოს ლივერპული და მგონია რომ დაგლიჯავს. აბა მიდით ბიჭებო ოღონდ ჯერ ჰალი და შემდეგ ლივერპული
0
№13
ავტორი: gache1991
7 იანვარი 2017 23:31
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
კერიკზე არ ტქვა არაფერი არა.ეგ კაცი არი გარანტია წარმატების,ედ მერფი ლაპრაკობდა წინა თამაშზე რო კერიკი არი გუნდის ტვინი რომელიც მოედანზე ზედმეტად არ ჩნდება იმის გამო რო არ ფინტაობს და გოლი გოლზე არ გააქქვსო ა მართალია,აკბათ ყველაზე ნაკლებად დაფასებული ფეხბურთელია,მერამდენე წელია ესე სტაბილურად თამაშობს..რუნიმ ბევრი გოლი გაიტანა და დასაფასებელია მაგრამ ამან რადგან 249 გოლი არ აქ გატანილი საერთოდ არ ნიშნავს რო ვინმეზე ნაკლები ლეგენდაა ან წვლილი აქ..ეს კაცი მთავარია რო საქმით ენდობა და აყენებს,მაგრამ რამდენიმე სიტყვით თუ შეაქებდა არ იქნებოდა ცუდი,სადაც ფელაინის ყვეეელა თამაშზე აქებს ხოლმე
0
№14
ავტორი: DIORDI
8 იანვარი 2017 00:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ჰალიც უნდა განადგურდეს მარსიალი მაგრად დამევასა

აუუ ევროპის ლიგა დადე მაურინიო რაა მაგრად გაასწორებს
0
№15
ავტორი: ROONEY-RUNI
8 იანვარი 2017 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: gache1991
კერიკზე არ ტქვა არაფერი არა.ეგ კაცი არი გარანტია წარმატების,ედ მერფი ლაპრაკობდა წინა თამაშზე რო კერიკი არი გუნდის ტვინი რომელიც მოედანზე ზედმეტად არ ჩნდება იმის გამო რო არ ფინტაობს და გოლი გოლზე არ გააქქვსო ა მართალია,აკბათ ყველაზე ნაკლებად დაფასებული ფეხბურთელია,მერამდენე წელია ესე სტაბილურად თამაშობს..რუნიმ ბევრი გოლი გაიტანა და დასაფასებელია მაგრამ ამან რადგან 249 გოლი არ აქ გატანილი საერთოდ არ ნიშნავს რო ვინმეზე ნაკლები ლეგენდაა ან წვლილი აქ..ეს კაცი მთავარია რო საქმით ენდობა და აყენებს,მაგრამ რამდენიმე სიტყვით თუ შეაქებდა არ იქნებოდა ცუდი,სადაც ფელაინის ყვეეელა თამაშზე აქებს ხოლმე



ასიანს ბაზრობ ჩემი ძმა კერიკი არისა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარ მცველი და ერთი ვნახო რომელი არ დამეთანხმება კაცი ლეგენდა და კაცი ტვინი ძმაო იმენა დღევანდელ თამაშშიც რა პასებს აძრობდა ტიპი ნამდვილად რო შესაქებია და გუნში აუცილებლად საჭიროა მე მაგალიტად პოგბას გვერდზე ერერას ნაცვლად ამას დ ავავყენებდი
0
№16
ავტორი: bziki
8 იანვარი 2017 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
gache1991

კერიკი კი არა სქოულზი იმ დროს დაფასდა იმ დონეზე რაც ეკუთვნოდა როცა ბოსმა ხელმეორდ დაუძახა.(მანამდეც აღიარა ყველამ მარა შეუცვლელი რო იყო მანდ დადასტუედა) იმედია ისეთი აგარ მოხდება და შევცლით კერიკს მაინც, მაგ ამბავი წლებს გამოცდილებას და ძალიან დიდ პროფესიონალიზმს მოაქვს
რაც ყველაზე კაი ამბავია ტრამვები არ აწუხებს წელს, თორე ეს კლასი შარშან და შარშანწინაც ქონდა მარა ტრამვებმა გააწამა
0
№17
ავტორი: Malboro463
8 იანვარი 2017 02:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ციტატა: ROONEY-RUNI
ასიანს ბაზრობ ჩემი ძმა კერიკი არისა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარ მცველი და ერთი ვნახო რომელი არ დამეთანხმება კაცი ლეგენდა და კაცი ტვინი ძმაო იმენა დღევანდელ თამაშშიც რა პასებს აძრობდა ტიპი ნამდვილად რო შესაქებია და გუნში აუცილებლად საჭიროა მე მაგალიტად პოგბას გვერდზე ერერას ნაცვლად ამას დ ავავყენებდი

ახლა მეიცა ვინა ლეგენდა კერიკი? მსოფლიო ფეხბურთის თუ ინგლისის? შენ მავის ახალგაზრდობა არ გინახავსალბათ ხალხი ვნატრულობდით ოღონთ კერიკი ძირითადში ნუ იქნებაო. ქლევერლის ბოლო სეზონი გახსოვს? ე მასეთი იყო კერიკი. სიბერეში ისწავლა თამაში ვინც დიდიხანია უყირებს,ფეხბურთს ყველა დამეთანხმება. ლეგენდა სულ სხვა რამეს ნიშნავს. რაც შეხება მაგის პასებს ინგლისელებს პლიუსი ეგ აქვთ პასი და მოედნის ხედვა ბევრს გეტყცი ვისაც ეგ შეუძლია და აკეთებს. დღევანდელ მატჩში რეშფორდის პასი არ უნდა გასულიყო მარა ღ კლასით რომა დაკომპლექტებული გუნდი მაგიტო. ძირითადის კაცი კიდე ნამდვილად აღარა მაღალ ტემპს ვერ ქაჩავს წელს ბოლო სეზონია. ეხლა მოაქვს სარგებელი მარა სამომავლოდ აღარა საჭირო. ლამპარდის და სკპულზის პასი რომ ქონდეს კიდე კი
0
№18
ავტორი: bziki
8 იანვარი 2017 02:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
Malboro463
კაი გაჩე ნუ დააკომპლექსებ სასტავს ხალხია ვისაც გონია დღემდე რო მესის წარმატება ხავიესტას ბრალია, და კერიკის სრულყოფის (განვითარების,მუტაციის ახნით) ნუ ატკენ გულს
0
№19
ავტორი: tupaca
8 იანვარი 2017 02:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
ციტატა: Malboro463
ციტატა: ROONEY-RUNI
ასიანს ბაზრობ ჩემი ძმა კერიკი არისა მსოფლიოში საუკეთესო ნახევარ მცველი და ერთი ვნახო რომელი არ დამეთანხმება კაცი ლეგენდა და კაცი ტვინი ძმაო იმენა დღევანდელ თამაშშიც რა პასებს აძრობდა ტიპი ნამდვილად რო შესაქებია და გუნში აუცილებლად საჭიროა მე მაგალიტად პოგბას გვერდზე ერერას ნაცვლად ამას დ ავავყენებდი

ახლა მეიცა ვინა ლეგენდა კერიკი? მსოფლიო ფეხბურთის თუ ინგლისის? შენ მავის ახალგაზრდობა არ გინახავსალბათ ხალხი ვნატრულობდით ოღონთ კერიკი ძირითადში ნუ იქნებაო. ქლევერლის ბოლო სეზონი გახსოვს? ე მასეთი იყო კერიკი. სიბერეში ისწავლა თამაში ვინც დიდიხანია უყირებს,ფეხბურთს ყველა დამეთანხმება. ლეგენდა სულ სხვა რამეს ნიშნავს. რაც შეხება მაგის პასებს ინგლისელებს პლიუსი ეგ აქვთ პასი და მოედნის ხედვა ბევრს გეტყცი ვისაც ეგ შეუძლია და აკეთებს. დღევანდელ მატჩში რეშფორდის პასი არ უნდა გასულიყო მარა ღ კლასით რომა დაკომპლექტებული გუნდი მაგიტო. ძირითადის კაცი კიდე ნამდვილად აღარა მაღალ ტემპს ვერ ქაჩავს წელს ბოლო სეზონია. ეხლა მოაქვს სარგებელი მარა სამომავლოდ აღარა საჭირო. ლამპარდის და სკპულზის პასი რომ ქონდეს კიდე კი
malboro463 ვხედავ რო გესმის ფეხბურთი და თითქმის ყოველთვის გეთანხმები ყველაფერში უბრალოდ შენ უფრო კრიტიკული ხარ :)) იანგზეც გეთანხმები და კერიკზეც უბრალოდ გუნდი რო იგებს აღარ მინდა რო რამე ცუდი დავინახო :D კერიკზე კიდე ვიტყვი რომ სკოულზი რო თამაშობდა გუნდში ბევრჯერ მინატრია მაგის გუნდიდან გაგდება მაგრამ ეხლა ჩემი კერპია 35 წლის ასაკში :))
0
№20
ავტორი: MEMPHIS 7
8 იანვარი 2017 08:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კერიკს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. არასოდეს იყო სუპერვარსკვლავი მაგრამ სტაბილურად თამაშობდა ახლა კი კერიკის თამაში ძალიან მომწონს ხოლმე ისეთი ცივსისხლიანია სულაც არღელავს მოედანზე დარწმუნებულივარ არც ბასტიანი იზავს ნაკლებს უბრალოდ ამჟამად მაგარი არეულიაქ თან კერიკს იმის პლიუსიაქ რო ინგლისელია და დიდიხანია ჩვენდანააა. ძალიან ვაფასებ კერიკს 35წლის არიი და ამ ეტაპზეც ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top