ფრანგი მარცხენა მცველი "იუვენტუსის" დატოვებას გეგმავს.
2 წელიწად-ნახევრიანი განშორების შემდეგ პატრის ევრა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს.
35 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსის" რიგებში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, რაშიც დაცვის ხაზში გაზრდილმა კონკურენციამ შეუწყო ხელი.
M.E.N. Sport-ი იტყობინება, რომ ევრა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ უცნობია, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიოს.
თავის მომავალთან დაკავშირებით ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის გამოყენებით გააკეთა კომენტარი:
"მხოლოდ ჩემმა მაიმუნმა იცის, რა მოხდება მომავალში. მიყვარს ეს თამაში"."იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე, განსხვავებით მარჯვენა ფლანგისგან.
21 წლის ლუკ შოუმ მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ მიიღო ტრავმა და იგი მოურინიომ საჯაროდაც გააკრიტიკა. შედეგად, ინგლისელს მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ადგილს ხშირად მატეო დარმიანი იკავებს, რომელიც პოზიციას ნამდვილად ვერ აძლიერებს.
"იუნაიტედში" გატარებული რვა-ნახევარი წლის განმავლობაში ევრა გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მისი ბანერი ახლახანს საშინაო მატჩზეც გამოიყენეს.
11 წლის წინ "მონაკოდან" შეძენილმა ფეხბურთელმა "იუნაიტედთან" ერთად ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, სამჯერ ლიგის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ მსოფლიო საკლუბ ჩემპიონატი. კლუბი კი მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა ამჯერად უკან დაბრუნება სურს.
წყარო:
M.E.N.