თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3097,
კომენტარები: 22
პატრის ევრა "იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს
ფრანგი მარცხენა მცველი "იუვენტუსის" დატოვებას გეგმავს.
პატრის ევრა
2 წელიწად-ნახევრიანი განშორების შემდეგ პატრის ევრა "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს.

35 წლის ფეხბურთელმა "იუვენტუსის" რიგებში მიმდინარე სეზონში მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა, რაშიც დაცვის ხაზში გაზრდილმა კონკურენციამ შეუწყო ხელი.

M.E.N. Sport-ი იტყობინება, რომ ევრა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "იუნაიტედში" დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ უცნობია, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ჟოზე მოურინიოს.

თავის მომავალთან დაკავშირებით ფრანგმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის გამოყენებით გააკეთა კომენტარი: "მხოლოდ ჩემმა მაიმუნმა იცის, რა მოხდება მომავალში. მიყვარს ეს თამაში".

პატრის ევრა "იუნაიტედში" დაბრუნებას აპირებს


"იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს არც ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს დაცვის მარცხენა ფლანგზე, განსხვავებით მარჯვენა ფლანგისგან.

21 წლის ლუკ შოუმ მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ მიიღო ტრავმა და იგი მოურინიომ საჯაროდაც გააკრიტიკა. შედეგად, ინგლისელს მხოლოდ 13 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ადგილს ხშირად მატეო დარმიანი იკავებს, რომელიც პოზიციას ნამდვილად ვერ აძლიერებს.

"იუნაიტედში" გატარებული რვა-ნახევარი წლის განმავლობაში ევრა გულშემატკივართა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მისი ბანერი ახლახანს საშინაო მატჩზეც გამოიყენეს.

11 წლის წინ "მონაკოდან" შეძენილმა ფეხბურთელმა "იუნაიტედთან" ერთად ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა, სამჯერ ლიგის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ მსოფლიო საკლუბ ჩემპიონატი. კლუბი კი მან 2014 წლის ზაფხულში დატოვა ოჯახური მიზეზების გამო, თუმცა ამჯერად უკან დაბრუნება სურს.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
22 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
5 იანვარი 2017 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Imedia simartlea da martla dabrundeba
0
№12
ავტორი: MEMPHIS 7
5 იანვარი 2017 15:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ევრას უნდა მაგრამ მოუს თუ უნდაა ეგაა სიმართლე
0
№13
ავტორი: LASHQARA
5 იანვარი 2017 15:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეს და პოგბა ერთმანეთს მაგრად უგებენ, თან ამის დროს მარცხენა ფლანგზე ყველაფერი დალაგებული იყო გაუფორმონ 2 წლიანი კონტრაქტი love am
0
№14
ავტორი: gaga1987
5 იანვარი 2017 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ისეთ ხოდზეა კიდე ითამაშებს 2წელი ასე რომ ღირს დაბრუნება.თან ძალიან მაგრად მევასება.
0
№15
ავტორი: shotkin
5 იანვარი 2017 16:13
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ასწორებს ევრა და პოგბას მეგობრობა ყველამკარგად იცით + დიდი ავტორიტეტია და სუროარითამაშოს გუნდს ისეც დაეხმარება მოხოდავს და ასეშემდეგ და მე ლიცნად ეს ევრა მიუხედავად იმისა რო 35 წლისაა შოუს დარმიანს და როხოს მარცხენა მცველობას ამის მცველობა მირჩევნია უფრო გამოცდილია და იდეაში არ იტრანვება და ამასაკშიც უკეთესია ვიდრე ის 3 მარცხენა ფლანგზე. თან მინდა რო აქდაამთავროს კარიერა ბებერი მგელია
0
№16
ავტორი: JuanMata
5 იანვარი 2017 16:59
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
დარმიანს ამ ასაკშიც აჯობებს და თან ევრა გუნდის სიმოლოა და ფერგის მანჩესტერის ნაწილი, ძაან გამიხარდება თუ დაბრუნდება.
0
№17
ავტორი: giorgisamnidze99
5 იანვარი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მოდი ევრა მოგენატრა არა შენი ემიუუუ <3
0
№18
ავტორი: Mixito
5 იანვარი 2017 20:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Modi ra amis goli ar damaviwydeba baierntan magram samwuxarot wavaget eg tamashi. marcxvniv gvijirs da magari iqneba tu gadmova
0
№19
ავტორი: Chaxrux
5 იანვარი 2017 21:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Amis goli bayernis karshiiii raa bombaaa iyooo
0
№20
ავტორი: Gamkrelidze
5 იანვარი 2017 23:12
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
მოდი და გააფორმე ერთი 3 წლიანი კონტრაქტი love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top